GHN RSS Feed https://ghn.ge რუსეთი საქართველოს მმართველი პარტიის მეშვეობით, არჩევნების გაყალბებით და პირდაპირი აგენტურით იტაცებს - სალომე ზურაბიშვილი რუსეთი საქართველოს მმართველი პარტიის მეშვეობით, არჩევნების გაყალბებით და პირდაპირი აგენტურით იტაცებს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "GLOBSEC 2025"-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე განაცხადა.  სალომე ზურაბიშვილის თქმით, ახლა რუსეთი ჰიბრიდულ სტრატეგიას იყენებს, რაც ცივილური სამყაროს დაკვირვების ობიექტი უნდა იყოს. მე-5 პრეზიდენტის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ჰიბრიდული სტრატეგია საქართველოში გაიმარჯვებს, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ამავე მეთოდმა სხვა ქვეყნებიც მოიცვას.  "რუსეთი იტაცებს საქართველოს, არა ისე როგორც უკრაინაში, არამედ მმართველი პარტიის მეშვეობით, არჩევნების გაყალბებით, პირდაპირი აგენტურით საქართველოში და ეს არის ჰიბრიდული სტრატეგია, რომელიც იტესტება საქართველოში. ყველა უნდა დააკვირდეს ამ ქვეყანას, რადგან თუ ეს სტრატეგია გაიმარჯვებს საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც შეიძლება გაიმარჯვოს. ეს არის გამოწვევა ყველასთვის. მათ შორის ევროპის საგარეო პოლიტიკისთვის, გაფართოების პოლიტიკისთვის.  საჭიროა სწორი დახასიათება სიტუაციის. თქმა, რომ ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, არამედ ეს არის სახელმწიფოს მიტაცება რუსეთის მიერ ბრძოლის გარეშე. ყველა ინსტიტუცია ისეა გაკონტროლებული როგორც რუსეთში. ერთი პარტია, რომელიც აკონტროლებს ყველაფერს. ეს უნდა იყოს ნათქვამი." - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.  https://ghn.ge/news/331489-ruseti-sakartvelos-mmartveli-partiis-meshveobit-archevnebis-gaqalbebit-da-pirdapiri-agenturit-itatsebs-salome-zurabishvili რუსეთი საქართველოს მმართველი პარტიის მეშვეობით, არჩევნების გაყალბებით და პირდაპირი აგენტურით იტაცებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1964528798.png 2025-06-13 331489 სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს "ქართულ ოცნებასა" და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის - სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "GLOBSEC 2025"-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  "ახლა დე ფაქტო არაღიარების პოლიტიკის გაგრძელება გვჭირდება. ვიცით, რომ ეს დე იურე არაღიარების პოლიტიკა არ გახდება. სწორედ ამიტომ არ მომიხსენიებენ როგორც პრეზიდენტს, არამედ როგორც მეხუთე პრეზიდენტს ან სხვანაირად. ეს ამ ყველაფრის იურიდიული ასპექტებში ნავიგაციის მცდელობაა. მაგრამ რაც ხდება - არაღიარება - ძალიან მნიშვნელოვანია. ინდივიდუალური ქვეყნების სანქციები ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ შემოიღო, ვინაიდან ევროკავშირს, როგორც ასეთი, კონსენსუსის არარსებობის გამო არ შეუძლია კოლექტიურ სანქციებზე შეთანხმება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანაში სანქციები მუშაობს. საქართველო ირანი არ არის, საქართველო რუსეთი არ არის, საქართველო ჩინეთი არ არის, ასე რომ გარე კონტაქტები სჭირდება. ბიზნესმენებს, თუნდაც მმართველ პარტიასთან იყვნენ დაკავშირებული, მაინც სჭირდებათ გარე კონტაქტები. ასე რომ, ეს მტკივნეულია, მტკივნეულია მათთვის და მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის და ეს სანქციების მიზანია - არა რადიკალურად შეცვალოს პოლიტიკა, არამედ ეცადოს ბზარები გააჩინოს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/news/331488-sanktsiebi-dzalian-mnishvnelovania-es-kartul-otsnebasa-da-mis-pirvel-tsreshi-dadzabulobas-sisustes-kmnis-salome-zurabishvili სანქციები ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მმართველ პარტიასა და მის პირველ წრეში დაძაბულობას, სისუსტეს ქმნის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1695861701.png 2025-06-13 331488 ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ რეაგირებას ახლავე - ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას დაპატიმრება  ეხმიანება. „ქართული ოცნების“ უახლესი გადაწყვეტილება პოლიტიკური ოპონენტისა და პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ, იმის შესანიშნავი დემონსტრირებაა, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეს პოლიტიკური ერთეული. ეს მოითხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ რეაგირებას ახლავე და ივნისში ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთქმედების სამომავლო ჩარჩოს შესახებ სერიოზულ დისკუსიას. დროულად რეაგირების არარსებობა არ გამორიცხავს რეაგირების პასუხისმგებლობას, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში. https://ghn.ge/news/331487-nika-gvaramias-dapatimreba-moitkhovs-evrokavshiris-27-tsevris-dzlier-reagirebas-akhlave-lietuvis-sagareo-sakmeta-saministro ლიეტუვის საგარეო უწყება - „ქართული ოცნების“ მიერ ნიკა გვარამიას დაპატიმრება მოთხოვს ევროკავშირის 27 წევრის ძლიერ პასუხს ახლავე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/286197838.jpg 2025-06-13 331487 სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას და მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ მოწესრიგებას. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკერძოებული ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობის მიზნით, არასრულად და დამახინჯებულად გაჟღერდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება. კერძოდ, თითქოსდა პირადი სრული შემოწმებისას ერთდროულად მთლიანი სხეულის გაშიშვლება ამ დრომდე წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის დათვალიერებით. ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა. გვსურს, განვმარტოთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც განაგრძობს მუშაობას ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/331486-spetsialuri-penitentsiuri-samsakhuri-penitentsiuri-datsesebulebebis-debulebebshi-shesul-tsvlilebebtan-dakavshirebit-informatsias-avrtselebs სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1482219007.jpg 2025-06-13 331486 გეკა გელაძე, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთან შეხვედრა გამართა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებული პარტნიორობა და მისი გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოსა და აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობასა და პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის გაძლიერებას. შეხვედრის დასასრულს, გეკა გელაძემ აზერბაიჯანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და საქართველოში მოიწვია. აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევისა და მისი მეუღლის ზარიფა ალიევას ხსოვნას პატივი მიაგო. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.  https://ghn.ge/news/331485-geka-geladze-bakoshi-ofitsialuri-vizitis-farglebshi-azerbaijanel-kolegas-vilaiat-eivazovs-shekhvda გეკა გელაძე, ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანელ კოლეგას ვილაიათ ეივაზოვს შეხვდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1735035000.JPG 2025-06-13 331485 აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალები გადაჰყავს - Associated Press აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში გადაჰყავს ირანზე ისრაელის თავდასხმისა და თეირანის შესაძლო საპასუხო ქმედებების ფონზესამხედრო ძალები გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აშშ-ის საზღვაო ძალებმა გამანადგურებელ USS Thomas Hudner-ს აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით გადაადგილების დაწყება უბრძანა, ხოლო მეორე გამანადგურებელს - წინ მოძრაობა, რათა თეთრი სახლის მოთხოვნის შესაბამისად მოქმედებისთვის მზად უყოს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეხვედრას მართავს სიტუაციის განსახილველად. როგორც ცნობილია, 13 ივნისის ღამეს ისრაელმა დარტყმები განახორციელა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებულ ირანულ ობიექტებზე, რაც ახსნა ირანის ბირთვული იარაღის მოპოვების თავიდან აცილების სურვილით. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმების შედეგად, დაიღუპა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი, ჰოსეინ სალამი. აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა რამდენიმე მაღალი რანგის ოფიცრის დაღუპვა და ისრაელს შურისძიებით დაემუქრა. ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 20 ირანელი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა. https://ghn.ge/news/331484-ashsh-s-akhlo-aghmosavletshi-samkhedro-dzalebi-gadahqavs-associated-press აშშ-ს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ძალები გადაჰყავს -  Associated Press მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1384961178.jpg 2025-06-13 331484 ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა და 329 დაშავდა - ირანული მედია ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ირანის თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა და 329 დაშავდა. ინფორმაციას ურანული სააგენტო Fars ავრცელებს. Fars აღნიშნავს, რომ ეს „არაოფიციალური მონაცემებია“. ირანის ხელისუფლებამ ამ დრომდე არ გამოაქვეყნა ისრაელის მიერ ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული იერიშების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა საერთო რაოდენობა. ამასთან, Reuters წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 20 ირანელი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა. https://ghn.ge/news/331483-israelis-sahaero-dartqmebis-shedegad-teiranis-provintsiashi-78-adamiani-daighupa-da-329-dashavda-iranuli-media ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, თეირანის პროვინციაში 78 ადამიანი დაიღუპა და 329 დაშავდა - ირანული მედია მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/630937021.png 2025-06-13 331483 ნიკა გვარამია მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში - თინა ბოკუჩავა ნიკა გვარამია მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. თინა ბოკუჩავას განცხადებით, ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს. “ნიკა გვარამია თავად მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში. მაგრამ ასეთ დროს ვინც ვერასდროს იქნება მზად არიან ოჯახის წევრები და განსაკუთრებით, შვილები. ნიკას შვილებს უკვე გამოვლილი აქვთ მამის უკანონო ტყვეობის ტრავმა, ტკივილი და დღეს ეს ყველაფერი ისევ გაცოცხლდა, ისევ გაცხადდა. ეს რეჟიმი, გარდა იმისა, რომ დაცლილია ევროპული ცივილიზაციური  ღირებულებებისგან როგორიცაა: ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, თავისუფალი სასამართლო, არის უკიდურესად უღირსი, უემპათიო, უღმერთო და სასტიკი. რუსული ცინიზმი და სისასტიკე კი არასოდეს გახდება ქართული და არასოდეს გახდება საქართველო. როგორც ნიკამ თქვა ბოლო სიტყვაში, ეს ანტი-ევროპული და ანტი-ეროვნული რეჟიმი უნდა დაემხოს. და კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი თვალთმაქცობა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, თუ სხვა ტიპის გარიგება რეჟიმთან არის გზა საბოლოო რუსიფიკაციისკენ. მხოლოდ სიმტკიცით, სიმართლითა და ერთიანობით დავამარცხებთ ამ რეჟიმს და მოხარული ვარ, რომ დემოკრატიული ძალების უდიდესმა ნაწილმა კვლავ ერთიანობის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენის ერთადერთი გზა. თავისუფლება ნიკას! სოლიდარობა მის ოჯახს, განდაკუთრებით სოფოს, მის შვილებს, მისი გუნდის თითოეულ წევრს ჩვენ თქვენთან ვართ, თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს! ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, როგორც თქვა ზურა ჯაფარიძემ. ასევე მინდა გამოვეხმაურო მათე დევიძის დაკავებას, ეს არის ნამდვილად სინათლის და სიმართლის მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის. მან კიდევ ერთხელ თავისი სიმართლით, სილაღით და სინათლით აჩვენა საზოგადოებას, რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!, დიდება საქართველოს.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ https://ghn.ge/news/331482-nika-gvaramia-mzad-iqo-am-usamartlo-tqveobistvis-da-sazogadoebam-ikhila-rogor-mshvidad-da-ghirseulad-tsavida-tqveobashi-tina-bokuchava ნიკა გვარამია მზად იყო ამ უსამართლო ტყვეობისთვის და საზოგადოებამ იხილა როგორ მშვიდად და ღირსეულად წავიდა ტყვეობაში - თინა ბოკუჩავა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/560949971.jpeg 2025-06-13 331482 საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, უნდა ვიმოქმედოთ, ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა - რიჰარდს კოლსი საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში. ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, მელიასა და ჯაფარიძეს შეუერთდა ციხეში. ივანიშვილი თავის კონტროლს აძლიერებს, განსხვავებულ აზრს ანადგურებს და სასამართლო დამოუკიდებლობას აქრობს. უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა“, - წერს კოლსი. Georgia sinks deeper into autocracy. Opposition leader @NikaGvaramia imprisoned — joining Melia and Japaridze behind bars. Ivanishvili tightens his grip, crushing dissent and erasing judicial independence. We must act before Georgia becomes another Belarus. https://t.co/Wf1bEgj6ez — Rihards Kols (@RihardsKols) June 13, 2025   https://ghn.ge/news/331481-sakartvelo-ufro-ghrmad-idzireba-avtokratiashi-opozitsioneri-lideri-nika-gvaramia-dapatimrebulia-unda-vimokmedot-vidre-sakartvelo-meore-belarusi-gakhda-rihards-kolsi საქართველო უფრო ღრმად იძირება ავტოკრატიაში, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკა გვარამია დაპატიმრებულია, უნდა ვიმოქმედოთ ვიდრე საქართველო მეორე ბელარუსი გახდა, - ამ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1644649466.jpeg 2025-06-13 331481 ისრაელი მთელ მსოფლიოში საელჩოებს ხურავს ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა ქვეყანაში ისრაელის საელჩოები ავრცელებენ. „ბოლო მოვლენების ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის [დიპლომატიური] მისიები დახურული იქნება და საკონსულო მომსახურება არ გაიწევა“, - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო საელჩო დაკეტილია და ხელმისაწვდომი არ იქნება საკონსულო მომსახურებაც. https://ghn.ge/news/331480-israeli-mtel-msoflioshi-saelchoebs-khuravs ისრაელი მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს ხურავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1929397855.jpg 2025-06-13 331480 თავაწეული წავიდა "უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად" და იპოვის - ლანა ღოღობერიძე მათე დევიძეზე თავაწეული წავიდა „უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად“ და იპოვის...და ისევ დაუკრავს და იმღერებს, - ასე ეხმიანება რეჟისორი ლანა ღოღობერიძე 21 წლის მათე დევიძისადმი 4 წლით და 6 თვით ციხეში გაშვებას სოციალურ ქსელში. "თავაწეული წავიდა "უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად". და იპოვის. და ისევ დაუკრავს და იმღერებს. და იტყვის, თუ დაწერს კიდევ ბევრ ბრნულ და მართალ სიტყვას. ეს საოცარი, ნათელღიმილიანი ბიჭი, რომელმაც ერთხელ, ძალადობისგან სხვათა დასაცავად, მოიქნია დროშის ტარი, რომელიც არავის არ მოხვედრია - ამ ამბავში ხომ დაზარალებულიც არ არსებობს! მათე დევიძე დღეს უსამართლობასთან მედგრად ბრძოლის, გაუსაძლისის გაძლების, კეთილშობილების და, რაც მთავარია, სიმართლის გამარჯვების სიმბოლოა. ისევე, როგორც სხვა სინდისის პატიმრები. ისევე, როგორც ასეთივე მოღიმარი, მშვიდი და მედგარი მზია ამაღლობელი. მათე იპოვის სინათლეს, დაბრუნდება და ისევ დაუკრავს და იმღერებს. მთავარია, ჩვენ არ ჩამოვყაროთ ხელები. არ დავკარგოთ გამარჯვების რწმენა. სხვა თუ არაფერი, ამას სინდისი პატიმრების და მათი მშობლების არნახული სიმაგრე და სილაღე გვავალდებულებს. ამიტომაც უნდა დავძლიოთ ყველაფერი, რაც გვთიშავს, და ერთად, მძლავრი ეროვნული სულისკვეთებით ვიბრძოლოთ საერთო მიზნის მისაღწევად" - წერს კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე სოციალურ ქსელში. https://ghn.ge/news/331479-tavatseuli-tsavida-usasrulo-tsqvdiadshi-sinatlis-sadzebnelad-da-ipovis-lana-ghoghoberidze-mate-devidzeze თავაწეული წავიდა "უსასრულო წყვდიადში სინათლის საძებნელად". და იპოვის საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1838647026.jpg 2025-06-13 331479 საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, თავი დაიცვას - ემანუელ მაკრონი საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს. "საფრანგეთმა მრავალჯერ დაგმო ირანის მიმდინარე ბირთვული პროგრამა და ამ მიმართულებით ყველა დიპლომატიური ზომა მიიღო. ამ კონტექსტში საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. იმისათვის, რომ საფრთხე არ შეექმნას მთელი რეგიონის სტაბილურობას, ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისა და დეესკალაციისკენ მოვუწოდებ. ისრაელის მიერ ირანსა და მის ბირთვულ პროგრამაზე მიტანილი იერიშების შემდეგ, დღეს დილით ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩავატარე. გატარდება ყველა აუცილებელი ზომა რეგიონში ჩვენი მოქალაქეებისა და დიპლომატიური თუ სამხედრო ობიექტების დასაცავად. ასევე მიღებული იქნება ყველა ზომა ეროვნული ტერიტორიისა და ჩვენი თანამოქალაქეების დასაცავად. საფრანგეთი მზად არის ითანამშრომლოს ყველა პარტნიორთან, რათა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შემცირებას ხელი შეუწყოს. დღეს მქონდა საუბარი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცთან, იორდანიის მეფესთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, კატარის ემირთან, გერმანიის კანცლერთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრთან და აშშ-ს პრეზიდენტთან", - წერს მაკრონი. https://ghn.ge/news/331478-safrangeti-kidev-ertkhel-adasturebs-israelis-uflebas-tavi-daitsvas-emanuel-makroni ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი და უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1920120358.jpg 2025-06-13 331478 ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი აგროწარმოებაში ჩართულ ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაციაა - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. „ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტია აგროწარმოებაში ჩართულ ადამიანებთან, მათ შორის, სახელმწიფო პროგრამების ბენეფიციარებთან პირდაპირი კომუნიკაცია. დღეს იმერეთის რეგიონში ვიმყოფებოდით, სადაც ერთ-ერთ უმსხვილეს მოცვის მწარმოებელ კომპანია „აგროლეინში“ ფერმერებს და მეწარმეებს შევხვდით. საქართველოში მოცვის კულტურის გაშენების წარმატების ისტორია არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება  დასახო ამბიციური გეგმა და სულ რამდენიმე წელში მსოფლიო ბაზარზე ექსპორტიორი ქვეყნების ოცეულში მოხვდე. წლების წინ საქართველოში მოცვის ამ მასშტაბებით გაშენების იდეა წარმოუდგენლად ჩანდა. სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2,700 ჰექტარზე  მეტ ფართობზეა გაშენებული. მწარმოებლებთან შეხვედრაზე მოვისმინეთ საჭიროებების, გამოწვევების შესახებ ინფორმაცია. ჩვენი მხრიდან დავადასტურეთ, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა გრძელდება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მინისტრი სურსათის უვნებლობის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის, სატყეო, ლაბორატორიული, დაცული ტერიტორიების მიმართულებებით სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების რეგიონულ სამსახურებში თანამშრომლებს შეხვდა და მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.  „მხოლოდ ჩვენი უწყებების, მათ შორის რეგიონული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებით - პროფესიონალი კადრებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით  და აღჭურვით არის შესაძლებელი ჩვენი სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის პოლიტიკის აღსრულება“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. https://ghn.ge/news/331477-qoveltvis-khazgasmit-aghvnishnav-rom-chventvis-upirvelesi-prioriteti-agrotsarmoebashi-chartul-adamianebtan-pirdapiri-komunikatsiaa-davit-songhulashvili ყოველთვის ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის უპირველესი პრიორიტეტი აგროწარმოებაში ჩართულ ადამიანებთან პირდაპირი კომუნიკაციაა - დავით სონღულაშვილი ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1097370273.jfif 2025-06-13 331477 ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა 13 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7296 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 2.24 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1401 ლარი გახდა. 1.21 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6937 ლარი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.92 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/news/331476-lari-dolartan-da-evrostan-gamqarda ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/187235352.jpeg 2025-06-13 331476 დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ქმნის ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის რეინჯერებს შეხვდა და მათ საქმიანობას ადგილზე გაეცნო. „დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩვენი უნიკალური ბუნება, შესაბამისი ინფრასტრუქტურა და თანამედროვე სტანდარტების სერვისები სულ უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა კი, თავის მხრივ, ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს აჩენს, რაც, საბოლოოდ, პოზიტიურად ისახება რეგიონების მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მინისტრმა დაცული ტერიტორიების რეინჯერების განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაცულ ტერიტორიებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას სჭირდება დაცვა და მოვლა-პატრონობა. ამ საქმეში რეინჯერთა პასუხისმგებლობა არის ფასდაუდებელი. ხშირ შემთხვევაში, პროფესიულ მოვალეობას რეინჯერები საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად ასრულებენ.  რეინჯერების სათანადო სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები სახელმწიფოს ზრუნვის საგანია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 25 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მინისტრმა იმერეთის რეგიონის ყველაზე პოპულარული ბუნების ძეგლი, პრომეთეს მღვიმეც დაათვალიერა. პრომეთეს მღვიმე საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და წარმატებული ეკოტურისტული პროექტის მაგალითია. მღვიმე ყოველწლიურად ათობით ათას ადგილობრივ თუ საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს.  მიმდინარე წლის მხოლოდ პირველი 5 თვის მონაცემებით, მღვიმე უკვე 57 307 ვიზიტორმა მოინახულა, რაც დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 24%-ს შეადგენს. 2015 წლიდან დღემდე, პრომეთეს მღვიმეში სახელმწიფოს მიერ განხორციელდა 4 555 000 ლარის ინვესტიცია. სრულად რეაბილიტირებულია მღვიმის ინფრასტრუქტურა, მოეწყო სანაოსნო მონაკვეთი; განახლდა ვიზიტორთა ცენტრი და ნავები, განათებისა და აუდიო სისტემები; აშენდა კაფეტერია და ყველა დარბაზი აღიჭურვა საინფორმაციო დაფებით. აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო საჭიროებისამებრ, ყოველწლიურად ახორციელებს სამუშაოებს სერვისების განახლების და გაუმჯობესების მიზნით. მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი  იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/news/331475-datsul-teritoriebze-vizitorta-raodenobis-zrda-kmnis-akhali-turistuli-obiektebis-ganvitarebis-da-adgilobrivi-mosakhleobis-ekonomikur-sakmianobashi-chartvis-shesadzleblobebs-davit-songhulashvili დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა ქმნის ახალი ტურისტული ობიექტების განვითარების და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობებს - დავით სონღულაშვილი ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1471553982.jfif 2025-06-13 331475 ირანში სულ მცირე 20 მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია მოკლული - Reuters ირანზე ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, სულ მცირე 20 ირანელი მაღალი რანგის მეთაური დაიღუპა, მათ შორის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საჰაერო ძალების მეთაური, ამირ ალი ჰაჯიზადე. ამის შესახებ Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ირანის სახელმწიფო მედია IRNA იუწყება, რომ ისლამური რევოლუციის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, ახალი უმაღლესი სამხედრო მეთაურები დანიშნა. კერძოდ, ირანის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ახალი უფროსი გენერალ-მაიორი სეიდ აბდულრაჰიმ მუსავი გახდა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მთავარსარდალი გენერალ-მაიორი მოჰამად პაკპური, ხოლო ხათამ ალ-ანბიას შტაბის მეთაური გენერალ-მაიორი ალი შადემანი. ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშკიანის ადმინისტრაციამ ასევე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ირანი შურს იძიებს პარასკევს ისრაელის საჰაერო თავდასხმების დროს დაღუპული ყველა ადამიანის დაღვრილი სისხლისთვის. https://ghn.ge/news/331474-iranshi-sul-mtsire-20-maghali-rangis-samkhedro-metauria-mokluli-reuters ირანში სულ მცირე 20 მაღალი რანგის სამხედრო მეთაურია მოკლული - Reuters მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1400289873.png 2025-06-13 331474 გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ვილაიათ ეივაზოვთანშეხვედრას გამართავს. მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში არსებულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციაში ასევე იმყოფებიან - მინისტრისმოადგილე ალექსანდრე დარახველიძე და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი დავით კიკნაძე. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს https://ghn.ge/news/331473-geka-geladze-ofitsialuri-vizitit-azerbaijanshi-gaemgzavra გეკა გელაძე ოფიციალური ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1086330008.png 2025-06-13 331473 ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ნასამართლევია სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე - დიმიტრი საძაგლიშვილი ნიკა გვარამიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია, წლების წინ, ნასამართლევია. საძაგლიშვილის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, საუბარია სამსახურებრივ გულგრილობაზე, რაც სავარაუდოდ, დაახლოებით 19 წლის წინ მოხდა. "ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია სამსახურებრივ დანაშაულზე წლების წინ ნასამართლევია და ბუნებრივია, ასეთი კადრი სასამართლო კლანისთვის იდეალურია, რადგან მას მინიმალური საშუალებაც კი არ ექნება, რომ პოლიტიკური ხელისუფლებიდან წამოსული მითითებების შესრულებას წინააღმდეგობა გაუწიოს. ჯვებე ნაჭყებია უბრალოდ იყო პოლიტიკური ნების უსიტყვო შემსრულებელი. მორჩილება ცხადია, მხოლოდ ნდობაზე არ არის დაფუძნებული. უფრო სწორად, ყველაზე კარგი მათთვის არის მაშინ, როცა გარდა ნდობისა, არსებობს ბერკეტი, რომელიც საშუალებას გაძლევს ყურებით გყავდეს დაჭერილი ადამიანი და რაც არ უნდა უკანონო ბრძანება გასცე, მას არ ექნება წინააღმდეგობის გაწევსი შესაძლებლობა"- განუცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა ჟურნალისტებს.  https://ghn.ge/news/331472-chveni-informatsiit-nika-gvaramias-sakmis-mosamartle-nasamartlevia-samsakhurebrivi-gulgrilobis-faktze-dimitri-sadzaglishvili დიმიტრი საძაგლიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე არის ნასამართლევი სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/828168895.jpg 2025-06-13 331472 მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გმირულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის, ზურაბ მუზაშვილის მშობლიურ სოფელ აღაიანში იმყოფებოდნენ.  მეხანძრე-მაშველებმა, გარდაცვლილი კოლეგის ოჯახი მოინახულეს და სოფელში არსებული გმირი მაშველის სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ზურაბ მუზაშვილი, 13 ივნისს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველებთან ერთად, სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა. მან ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თუმცა, თვითონ წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა და დაიღუპა. https://ghn.ge/news/331471-mekhandzre-mashvelebma-13-ivnisis-stikiis-dros-gardatsvlili-zurab-muzashvilis-khsovnas-pativi-miages მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილი ზურაბ მუზაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/684070117.JPG 2025-06-13 331471 ირანმა უნდა დადოს ბირთვული შეთანხმება, ვიდრე გვიანი არ არის - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დაუყოვნებლივ უნდა დათანხმდეს ბირთვულ შეთანხმებას, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ნგრევა და მსხვერპლი შესაძლო თავდასხმების შედეგად. ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ში წერს. თავის პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ მან „ირანს მისცა შანსი“ შეთანხმების მისაღწევად და შესაძლო შედეგების შესახებ აფრთხილებს. „მე ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი : „უბრალოდ გააკეთეთ ეს“, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. უკვე ბევრი სიკვდილი და ნგრევა მოხდა, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს, რადგან შემდეგი დაგეგმილი თავდასხმები კიდევ უფრო სასტიკი იქნება. ირანმა უნდა დადოს შეთანხმება, ვიდრე ყველაფერი განადგურდება და გადაარჩინოს ის, რაც ოდესღაც ირანის იმპერიის სახელით იყო ცნობილი. აღარ იყოს სიკვდილი, აღარ იყოს ნგრევა, უბრალოდ გააკეთეთ ეს, სანამ ძალიან გვიან არ არის. ღმერთმა დაგლოცოთ ყველა!“ - წერს ტრამპი. https://ghn.ge/news/331470-iranma-unda-dados-birtvuli-shetankhmeba-vidre-gviani-ar-aris-donald-trampi ირანმა უნდა დადოს ბირთვული შეთანხმება, ვიდრე გვიანი არ არის - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/341405397.jpg 2025-06-13 331470 სასამართლო გადაწყვეტილებას არ აღასრულებ? - ციხე იქნება - ირაკლი ზარქუა ნიკა გვარამიამ ციხესთან მისვლით სპექტაკლი დადგა, ცოტა ხანში დაიწყებენ, იქნებ, შეგვიწყალონ და ასე შემდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამა განაცხადა. მისი თქმით, თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ კანონი არსებობს და გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. თუ არ გინდა ციხეში ჯდომა, მაშინ გირაო გადაიხადე. „მგონია, ამ ყველაფერს შეგნებულად აკეთებენ, რომ დრამა დადგან. თითოეულმა მათგანმა იცოდა, რომ კანონი არსებობს და გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებს. არ გინდა ციხეში ჯდომა? მაშინ გირაო გადაიხადე და როგორც ვაშაძე დარბის გარეთ, ისე იარე, ფუჭი და ცრუ პოლიტიკური საქმიანობა გააგრძელე. თუ არ იხდი, მაშინ დაგაკავებენ. ყველა თავის არჩევანს აკეთებს. შეზღუდულები არ არიან. არ გადაიხდიან? სასამართლო მიუსჯის. ციხესთან მისვლით სპექტაკლი დადგა. ცოტა ხანში დაიწყებენ, იქნებ შეგვიწყალონ და ა.შ. ვნახოთ. ყველას თავისი არჩევანი აქვს. დააშავე – კანონი და სასამართლო გადაწყვეტილებაა. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ – ციხე იქნება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. https://ghn.ge/news/331469-sasamartlo-gadatsqvetilebas-ar-aghasruleb-tsikhe-ikneba-irakli-zarkua სასამართლო გადაწყვეტილებაა. კეთილი ინებე და აღასრულე. არ აღასრულებ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1482719827.png 2025-06-13 331469 სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველსა და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა პრაღაში მიმდინარე GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველსა და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა. ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. “საუბარი გაიმართა “ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ მასობრივ რეპრესიებზე: - პოლიტიკური ფიგურების ციხეში ჩასმაზე, დიდი ოდენობით ჯარიმებზე, მასობრივ დაჯარიმებაზე საზოგადოების იმ წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც,,ქართული ოცნების“ საგარეო კურსსა და პოლიტიკას არ ეთანხმებიან“, - ნათქვამია ზურაბიშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   https://ghn.ge/news/331468-salome-zurabishvili-chekhetis-prezident-petr-pavelsa-da-safrangetis-evropis-sakmeta-ministrs-benjamin-hadads-shekhvda სალომე ზურაბიშვილი ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველსა და საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრს ბენჯამინ ჰადადს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1649295896.jpg 2025-06-13 331468 ბუნებრივი რესურსებით,  მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბრაში, სატყეო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო. აღსანიშნავია, რომ იმერეთის სატყეო სამსახურში დასაქმებულია 134 თანამშრომელი, მათ შორის  15 მეტყევე და 72 ტყის მცველია.  შენობა აღჭურვილია მაღალი სტანდარტების საჭირო ინვენტარით და ტექნიკით. „ბუნებრივი რესურსებით, მათ შორის ტყით,  უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია. მეტყევეებისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების პროფესიონალიზმის, მათი აქტიური მუშაობის შედეგია სამართალდარღვევების  პრევენცია და ოპერატიული აღკვეთა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით, გაუმჯობესებულია სამუშაო პირობები და სოციალური გარანტიები, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი თანამშრომლების  მოტივაციას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, რეგიონული სატყეო სამსახურების მეშვეობით, ქვეყნის 9 რეგიონში ოპერირებს. სააგენტოს ძირითადი მიმართულებებია ტყეების აღდგენა და სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება, მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობა და ლეგალურ მერქანზე ხელმისაწვდომობის ზრდა. „რეგიონული სატყეო სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერება, კვალიფიციური კადრების მოზიდვა ჩვენი გეგმის ეფექტიანი განხორციელების აუცილებელი პირობაა, რამაც, შედეგად, ჩვენი ტყეების მდგრადი მართვა უნდა უზრუნველყოს“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ. მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი  იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/news/331467-bunebrivi-resursebit-mat-shoris-tqit-ukanono-sargeblobis-aghkveta-garemosdatsviti-politikis-ert-erti-mtavari-shemadgeneli-natsilia-davit-songhulashvili ბუნებრივი რესურსებით,  მათ შორის ტყით, უკანონო სარგებლობის აღკვეთა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია - დავით სონღულაშვილი ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/90930265.jfif 2025-06-13 331467 უახლოეს პერიოდში, ქ.ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი შენობის მშენებლობა - დავით სონღულაშვილი დავით სონღულაშვილმა გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონული ოფისი დაათვალიერა და თანამშრომლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. გარემოს ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონულ ოფისში განთავსებულია ისეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები, როგორებიცაა: იმერეთის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, დასავლეთ საქართველოს რეგიონული გეოლოგიური განყოფილება, ასევე, გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის იმერეთის ლაბორატორია. „უახლოეს პერიოდში, ქალაქ ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციული და ლაბორატორიული ფუნქციის მქონე ახალი შენობის მშენებლობა, რომელშიც განთავსდება თანამედროვე ტიპის ლაბორატორიები და ობსერვატორია, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამეცნიერო-კვლევით შესაძლებლობებს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ გარემოსდაცვით სფეროში ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება და, შედეგად, არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე ეფექტიანი და სწრაფი რეაგირება ჩვენი პრიორიტეტია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, ახალ რეგიონულ ოფისში  შესაძლებელი იქნება საკვლევი კომპონენტების გაფართოება და კვლევების წარმოება უახლესი მეთოდებით, საველე გეოლოგიური და ჰიდროლოგიური ჯგუფების გაძლიერება, შესაბამისად, ახალი კადრების მოზიდვა და  სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება. მინისტრთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი  იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/news/331466-uakhloes-periodshi-kkutaisshi-daitsqeba-garemos-erovnuli-saagentos-akhali-shenobis-mshenebloba-davit-songhulashvili უახლოეს პერიოდში, ქ.ქუთაისში დაიწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი შენობის მშენებლობა - დავით სონღულაშვილ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/311086042.jfif 2025-06-13 331466 დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის  რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისი დაათვალიერა. მინისტრი სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისგან მოისმინა ინფორმაცია რეგიონში არსებული ვითარების, გამოწვევებისა და საქმიანობის შესახებ. დავით სონღულაშვილმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოს დაცვა მთავრობის პრიორიტეტული მიმართულებაა. შესაბამისად, სამინისტროს მიზანია, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერებით, მაქსიმალურად უზრუნველყოს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმერეთის რეგიონში  განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ისეთ საკითხებს, როგორიცაა უკანონო ტყითსარგებლობა, ბრაკონიერობა, წიაღის უკანონო მოპოვება და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება. ქუთაისი საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქს შორის ერთ-ერთია, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს ახორციელებენ. „დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ოფისის მშენებლობა გასულ წელს დასრულდა, მინისტრთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თანამშრომლებისთვის  სათანადო სამუშაო პირობების შექმნისა და თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით  აღჭურვის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რაც ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა“,-განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. მინისტრთან ერთად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი  იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/news/331465-davit-songhulashvili-garemosdatsviti-zedamkhedvelobis-departamentis-dasavletis-regionuli-sammartvelos-tanamshromlebs-shekhvda დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის  რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/751317975.jfif 2025-06-13 331465 შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც - ელენე ხოშტარია ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან - შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. „შეიძლება ტექნიკურად ხელბორკილები დაადონ, მაგრამ სინამდვილეში სწორედ, ირაკლი ოქროაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ აიძულეს სისტემა და სისტემამ ისინი ვერ გატეხა. იმიტომ, რომ არაფრის ფასად ისინი არ თანამშრომლობენ, ამ სისტემას არ აღიარებენ. ეს არის ბრძოლა. ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან. შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულია: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქროაშვილიც. ამიტომ დიახ, ეს ბრძოლა დისკომფორტზე გადის. დისკომფორტზე - უამრავი ადამიანი სცემეს, უამრავი ახალგაზრდა დაპატიმრებულია. გუშინ მათეს ამბავმაც ბევრს გული მოუკლა, მაგრამ სხვანაირად, დისკომფორტის გარეშე ასეთ რეჟიმებს ვერ მოერევიან და აუცილებლად, მოვერევით, მათ შორის ნიკას ხათრით”, - განაცხადა ხოშტარიამ. https://ghn.ge/news/331464-sheidzleba-teknikurad-dapatimrebuli-iqvnen-magram-brdzolashi-gamarjvebulebi-arian-gvaramiats-jafaridzets-meliats-da-okruashvilits-elene-khoshtaria ეს ადამიანები დღეს ბრძოლაში არიან - შეიძლება ტექნიკურად დაპატიმრებული იყვნენ, მაგრამ ბრძოლაში გამარჯვებულები არიან: გვარამიაც, ჯაფარიძეც, მელიაც და ოქრუაშვილიც, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ელენე ხოშტარია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1444212717.png 2025-06-13 331464 შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან საწყენია - საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის - კახა კალაძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ  ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე ეს დამოკიდებულება შეიცვლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ  ტუსკის განცხადების კომენტირებისას, აღნიშნა.      მისი თქმით, საქართველოსთან მიმართებაში შანტაჟი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გააქტიურდა და ყველასთვის ცნობილია, თუ რა არის ამის მიზანი. „შანტაჟი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვისმენთ, გრძელდება,  განსაკუთრებით ეს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და გაჩაღდა ომი. ვიცით, თუ რა იყო წინაპირობა, რას ითხოვდნენ საქართველოსგან -  ეს იყო მეორე ფრონტის გახსნა, რაზეც პირდაპირი განცხადებები კეთდებოდა. გარდა ამისა, არ დავაკონკრეტებ სახელსა და გვარს, ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი, მაღალი თანამდებობის პირი გვაშანტაჟებდა, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მზადყოფნაში დაეწყო და გაეჩაღებინა ომი რუსეთის წინააღმდეგ, ამასთანავე, უნდა მივერთებოდით სანქციებს.  რა თქმა უნდა, ჩვენ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, იქიდან გამომდინარე, რომ ვიცავდით ქვეყნის ინტერესებს და დღესაც ეს პოლიტიკა და ეს დამოკიდებულება გვაქვს, გვინდა მშვიდობის შენარჩუნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ ეს დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში მალე შეიცვლება.  „ის შანტაჟი, რასაც ბოლო წლები და თვეებია ვისმენთ, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია, საწყენია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე  ეს დამოკიდებულება შეიცვლება.   საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ყველამ უნდა გაითავისოს ის, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული სახელმწიფო და, პირველ რიგში, ჩვენს დამოუკიდებლობასა და ქართველ ხალხს უნდა სცენ პატივი“, - აღნიშნა თბილისის მერმა.   https://ghn.ge/news/331463-shantazhi-grdzeldeba-rats-dzalian-satsqenia-sakartvelos-khelisufleba-mzad-aris-megobrobistvis-da-partniorobistvis-kakha-kaladze-donald-tuskis-gantskhadebaze შანტაჟი გრძელდება, რაც ძალიან საწყენია - საქართველოს ხელისუფლება მზად არის  მეგობრობისთვის და პარტნიორობისთვის - კახა კალაძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1171537533.jpg 2025-06-13 331463 ნიკა გვარამია დააკავეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია დააკავეს. გვარამიას სამართალდამცავებმა ხელბორკილები რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაადეს, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თავად მივიდა. "ოლიგარქია უნდა დაემხოს, დიდება საქართველოს" , - თქვა ნიკა გვარამიამ დაკავებისას. მანამდე, გვარამიამ, რუსთავის საპატიმროსთან მისვლის შემდეგ 112-ში დარეკა და პატრული თავად გამოიძახა. თავის მხრივ, როგორც ადგილზე მისულმა პატრულის თანამშრომლებმა განაცხადეს, გვარამიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია „შესაბამის სამსახურს გადასცეს“. ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა. ფოტო: პუბლიკა https://ghn.ge/news/331462-nika-gvaramia-daakaves ნიკა გვარამია დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1131609734.jpg 2025-06-13 331462 ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს. აირკვა, რომ ერთ-ერთ სტატუსს, რომელიც ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, ე.წ. "სმაილი" დაურთო და სწორედ ეს "სმაილი" მიიჩნია მომჩივანმა შეურაცხყოფად. ჟორჟოლიანმა სტატია გადააზიარა, სადაც საუბარი მარიამ ლაშხის სახლთან გამართულ აქციას ეხებოდა და დაასათაურა "მარიამ ლაშხის სახლი" და დაურთო გაღიმებული სმაილი.  თქვენ ახლა ამბობთ, რომ ეს ნიუსი სამართალდარღევა მაშინ გახდა, როდესაც მას დაემატა სმაილი?, - ჰკითხა ბრალდების მხარეს ჟორჟოლიანის ადვოკატმა.  ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას მოლოდინი არ აქვს, რომ მის მიმართ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს. „ხვალაც და ზეგაც, როგორც კი ნებისმიერი თანამდებობის პირი, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ეს წარმოადგენდეს ჩემს მხარეს ან სხვა მხარეს, გიორგი ანწუხელიძის გმირობას დააყენებს ეჭვქვეშ, გავბრაზდები და არ ვიცი რა იქნება ჩემი ბრაზის ემოცია, ამას წინასწარ ვერ გასაზღვრავ, ბრაზი იმიტომაა ბრაზი, რომ იმ წუთას ემოციას გამოთქვამ, აუცილებლად გამოვხატავ იმ ემოციას, რასაც ჩემი ბრაზი მომცემს. აუცილებლად, ნებისმიერი ადამიაი, რომეიც მეტყვის, რომ მასონების ხმები ესმის, მე მას დავცინებ, - თქვა ჟორჟოლიანმა პროცესზე. ",- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანმა. ნანუკა ჟორჟოლიანს შს სამინისტრო 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. კერძოდ, ჟორჟოლიანს დეპუტატების მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან. https://ghn.ge/news/331461-nanuka-zhorzholianis-sakmeze-mosamartlem-gadatsqvetilebis-gamotskhadeba-gadado ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადება გადადო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1314699677.png 2025-06-13 331461 ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია - კაია კალასი ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, დეესკალაციისთვის საუკეთესო გზა დიპლომატიაა. „ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია. დიპლომატია კვლავ საუკეთესო გზად რჩება და მზად ვარ, მხარი დავუჭირო დეესკალაციისკენ მიმართულ ნებისმიერ დიპლომატიურ ძალისხმევას“, - წერს კალასი. The situation in the Middle East is dangerous. I urge all parties to exercise restraint and prevent further escalation. Diplomacy remains the best path forward, and I stand ready to support any diplomatic efforts toward de-escalation. — Kaja Kallas (@kajakallas) June 13, 2025   https://ghn.ge/news/331460-akhlo-aghmosavletshi-arsebuli-vitareba-sakhifatoa-movutsodeb-qvela-mkhares-gamoichinon-tavshekaveba-da-tavidan-aitsilon-shemdgomi-eskalatsia-kaia-kalasi ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება სახიფათოა, მოვუწოდებ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია,  მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1471054928.jpg 2025-06-13 331460 ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები, მეგობრობა და პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი - კალაძე ბრიტანეთის საელჩოზე „უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილ პროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში, და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა. კახა კალაძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბრიტანეთის საელჩოს მიმართა გაასაჯაროოს, თუ ვის და რა თანხით აფინანსებდა არჩევნების დროს. თბილისის მერის თქმით, მსგავსი დაფინანსებების მიზანი ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა იყო. „ამ ყველაფრის მიზანი იყო ხელისუფლების ცვლილება სხვადასხვა ფორმით - სახელმწიფო გადატრიალებით, დამხობით, რევოლუციის გზით. ეს არახალია და არ არის პირველი შემთხვევა. თანხები, რომელიც უცხოეთიდან ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა, რა თქმა უნდა, ძირითადად ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას ხმარდებოდა. ეს კი იფუთებოდა ისე, თითქოს კეთილ პროექტს აკეთებდნენ, მაგრამ თანხების 90% ზიზღის კამპანიაში, საზოგადოების გახლეჩისა და პოლარიზაციის გაღრმავების მცდელობაში იხარჯებოდა. ჩვენ ფაქტებზე დაყრდნობით ვსაუბრობთ და ეს მოგონილი არაა. ამის არაერთი მცდელობა ვნახეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა. ასევე, კახა კალაძემ ისაუბრა ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალურ წარმომადგენელზე და მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებზეც საქართველოსთან მიმართებაში. „ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები. რა დააშავა ქართველმა ხალხმა, რომ ასეთი დამოკიდებულება არსებობდეს? ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვიცავთ, არავის ვერჩით და ვართ თავდაცვის რეჟიმში. ამ განცხადებებიდან იკვეთება, რომ თურმე ეს ყოფილა დანაშაული, რომ ქვეყანამ საკუთარი ინტერესები დაიცვა, არ გახსნა მეორე ფრონტი და არ შეუერთდა სანქციებს. ასევე, წარმოუდგენელია ზოგიერთი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლის, მათ შორის ელჩების მხრიდან, შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევა. ასევე, ჩვენ გვახსოვს რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა  და პოლიტიკური გზავნილები გააჟღერა. მეგობრობა და პარტნიორობა უნდა იყოს ორმხრივი. ამიტომ მინდა ყველას მოვუწოდო, პატივი სცენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას“, - განაცხადა კახა კალაძემ. https://ghn.ge/news/331459-chventvis-kategoriulad-miughebelia-msgavsi-gantskhadebebi-megobroba-da-partnioroba-unda-iqos-ormkhrivi-kaladze-britanetis-saelchoze კალაძე ბრიტანეთის საელჩოზე: ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია მსგავსი განცხადებები პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1847893807.jpg 2025-06-13 331459 ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა, მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან - ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა, ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელში დაწერა. „ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები ძალიან საგანგაშოა. ევროპა მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაუყოვნებლივ მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან. რეგიონის სტაბილურობისა და გლობალური უსაფრთხოების მიზნით, დიპლომატიური გადაწყვეტა ახლა უფრო სასწრაფოა, ვიდრე ოდესმე“, – წერს ფონ დერ ლაიენი. The reports emerging from the Middle East are deeply alarming. Europe urges all parties to exercise maximum restraint, de-escalate immediately and refrain from retaliation. A diplomatic resolution is now more urgent than ever, for the sake of the region's stability and global… — Ursula von der Leyen (@vonderleyen) June 13, 2025   https://ghn.ge/news/331458-akhlo-aghmosavletidan-mighebuli-tsnobebi-sagangashoa-movutsodebt-mkhareebs-dauqovnebliv-moakhdinon-deeskalatsia-da-tavi-sheikavon-sapasukho-kmedebebisgan-ursula-fon-der-laieni ახლო აღმოსავლეთიდან მიღებული ცნობები საგანგაშოა, მოვუწოდებთ მხარეებს, დაუყოვნებლივ მოახდინონ დეესკალაცია და თავი შეიკავონ საპასუხო ქმედებებისგან - ურუსლა ფონ დერ ლაიენი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2066639412.jpg 2025-06-13 331458 ქუთაისის ლაბორატორია დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულების მაღალკვალიფიციური კვლევებით უზრუნველყოფს - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორიის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრმა უახლესი აპარატურით აღჭურვილი ლაბორატორია დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მიმართულებებზე მიიღო ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა კვლევის იმ მეთოდებზე, რომლებიც 2025 წელს უნდა დაინერგოს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით 15 კვლევა უკვე დანერგილია. „საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. ქუთაისის ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულების მაღალკვალიფიციური კვლევებით უზრუნველყოფს  და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს რეგიონის განვითარებაში. ჩვენთვის პრიორიტეტია, რეგიონულ დონეზე მოხდეს ლაბორატორიული სერვისების გაძლიერება, რაც ჯანსაღი პროდუქციის წარმოების აუცილებელი პირობაა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. როგორც სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა აღნიშნა, ლაბორატორიის შესაძლებლობები ფართოვდება როგორც დიაგნოსტიკური მიმართულებების, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით. ლაბორატორიაში დაგეგმილია ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მიმართულებების დამატება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს მის ფუნქციონირებას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასავლეთ საქართველოს დიაგნოსტიკურ უზრუნველყოფას. ლაბორატორიის ძირითადი საქმიანობის სფეროებია ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, განსაკუთრებით ისეთი ინფექციების, რომლებიც განსაკუთრებით საშიშ პათოგენებს უკავშირდება, ასევე სურსათისა და სასმელი წყლის ლაბორატორიული კვლევა. მინისტრთან ერთად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი  იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/news/331457-kutaisis-laboratoria-dasavlet-sakartvelos-soflis-meurneobis-mimartulebis-maghalkvalifitsiuri-kvlevebit-uzrunvelqofs-davit-songhulashvili ქუთაისის ლაბორატორია დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულების მაღალკვალიფიციური კვლევებით უზრუნველყოფს - დავით სონღულაშვილი ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1453288337.jfif 2025-06-13 331457 განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ - კახა კალაძე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, - ამის შესახებ კახა კალაძემ განცხადა. „კატეგორიულად მიუღებელია რასაც ვხედავთ, ვისმენთ, ეს მიზანმიმართული ქმედებებია. შეიძლება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება, მოსაზრებები გვქონდეს სხვადასხვა საკითხისადმი, მაგრამ ეს არ ნიშავს, რომ ერთმანეთს ფიზიკურად გავუსწორდეთ, შეურაცხყოფა მივაყენოთ და ა.შ. უნდა შევძლოთ ერთმანეთის მოსმენა, პოლიტიკოსები ვართ, სიყვარულს ერთმანეთისადმი არავინ ითხოვს, მაგრამ პატივისცემა აუცილებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ. https://ghn.ge/news/331456-ganskhvavebuli-politikuri-shekhedulebebis-gamo-ertmanetis-sheuratskhqofa-ar-unda-mivaqenot-kakha-kaladze განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო ერთმანეთის შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ, - ამის შესახებ კახა კალაძე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/41579308.jpg 2025-06-13 331456 იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის ფერმერებს, საშუალება აქვთ, ადგილზე ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალი ხარისხის სერვისებით - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა და სააგენტოს მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნო. დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა რეგიონში სურსათის ეროვნული სააგენტოს გამართულად მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სამივე მიმართულება - სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა, რომელსაც სააგენტო ახორციელებს, უმნიშვნელოვანესია აგრარული სექტორის განვითარებისთვის. როგორც მინისტრმა განაცხადა, რეგიონული სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებით, პროფესიონალი კადრებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით და აღჭურვილობით არის შესაძლებელი სოფლის მეურნეობის განვითარების  და გარემოს დაცვის პოლიტიკის აღსრულება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის ფერმერებს, საშუალება აქვთ, ადგილზე ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალი ხარისხის სერვისებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის გიორგი იაკობაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი სააგენტოს რეგიონული სამსახურების შესაძლებლობები და მომსახურების ხარისხი. „იმერეთის რეგიონული სამმართველო მოიცავს 12 მუნიციპალიტეტს, სადაც სამმართველოს ინსპექტორები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს, ვეტერინარულ ღონისძიებებს, მათ შორის ცხოველების უფასო ვაქცინაციას. აქტიურად ტარდება მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რომელიც, პირველ რიგში, ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობებს გულისხმობს", - აღნიშნა გიორგი იაკობაშვილმა. მინისტრთან ერთად, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და სოლომონ პავლიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/news/331455-imeretis-regionis-mosakhleobas-mat-shoris-fermerebs-sashualeba-akvt-adgilze-isargeblon-sursatis-erovnuli-saagentos-maghali-khariskhis-servisebit-davit-songhulashvili იმერეთის რეგიონის მოსახლეობას, მათ შორის ფერმერებს, საშუალება აქვთ, ადგილზე ისარგებლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალი ხარისხის სერვისებით - დავით სონღულაშვილი ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1253654691.jfif 2025-06-13 331455 როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში, შესაბამის ქმედებებს განახორციელებს. მისივე განმარტებით, არ აქვს მნიშვნელობა კანონდარმღვევი პოლიტიკოსი იქნება თუ არა, ყველა თანაბრად აგებს პასუხს. „რასაც ვხედავთ, ზოგიერთი პოლიტიკოსების მხრიდან კანონის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება ამ ყველაფრის ფარი. ხელისუფლება კანონის ფარგლებში იმოქმედებს და შესაბამის ქმედებებს განახორციელებს“,  - განაცხადა კახა კალაძემ. https://ghn.ge/news/331454-rodesats-kanons-arghvev-politikosis-statusi-fari-ver-ikneba-kakha-kaladze-nika-gvaramias-dakavebaze კახა კალაძე ნიკა გვარამიას დაკავებაზე: როდესაც კანონს არღვევ, პოლიტიკოსის სტატუსი ფარი ვერ იქნება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/848539682.jpg 2025-06-13 331454 ნატო-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციაზე - მარკ რუტე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის რამდენიმე წევრი სახელმწიფო მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციაზე, რომელიც ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ შეიქმნა. „ეს ძალიან დინამიური და სწრაფად ცვალებადი სიტუაციაა. ჩვენ ვსაუბრობთ ისრაელის მხრიდან ცალმხრივ ქმედებაზე. ნატო-ს ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისთვის, მნიშვნელოვანია კონფლიქტის დეესკალაციაზე მუშაობა. ვიცი, რომ ისინი ამაზე მუშაობენ“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა სტოკჰოლმში გამართულ პრესკონფერენციაზე. მან ასევე განაცხადა, რომ ნატო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში არ მონაწილეობს. https://ghn.ge/news/331453-nato-s-ramdenime-tsevri-kveqana-mushaobs-akhlo-aghmosavletshi-konfliktis-deeskalatsiaze-mark-rute ნატო-ს რამდენიმე წევრი ქვეყანა მუშაობს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაციაზე - მარკ რუტე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1024720845.png 2025-06-13 331453 აბსურდის თეატრია, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს - პეტრე ცისკარიშვილი “აბსურდის თეატრია, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს“ - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. თვითმარქვია პარლამენტის თვითმარქვია თვითგამოცხადებული რეჟიმის მიერ არაკანონიერი კომისია, რომელიც გიბარებს და იქ არ მიდიხარ, ეს ნამდვილად არ არის კანონდარღვევა და არალეგალური მოქმედება, აქედან გამომდინარე მთელი ეს აბსურდის თეატრი, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს, ამ თვითგამოცხადებული არალეგიტიმური ხელისუფლების კომისიაზე არ გამოცხადების გამო, ვერ ჩავთვლი, რომ რაიმე დარღვევაა რომელიმე პირის მხრიდან, თუნდაც ნიკა გვარამიას მხრიდან” ,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა https://ghn.ge/news/331452-absurdis-teatria-rats-nika-gvaramias-garshemo-trialebs-petre-tsiskarishvili აბსურდის თეატრია, რაც ნიკა გვარამიას გარშემო ტრიალებს-პეტრე ცისკარიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/854519716.jpeg 2025-06-13 331452 მოცვი, თხილთან და ციტრუსთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა - დავით სონღულაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში იმყოფებოდა, სადაც კომპანიაში „აგროლეინი“ მოცვის მოსავლის აღებისა და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო. დავით სონღულაშვილი მოცვის წარმოებაში ჩართულ ფერმერებსაც შეხვდა და მათგან მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის პროცესის შესახებ მიმდინარე  ინფორმაცია მოისმინა. „სახელმწიფოს აქტიური ხელშეწყობით, რაც გულისხმობს ფინანსებზე, ცოდნაზე, ტექნოლოგიებზე, ბაზრებზე წვდომაში მხარდაჭერას, დღეს მოცვის ბაღები საქართველოში 2,700 ჰექტარზე  მეტ ფართობზეა გაშენებული. მოცვი, თხილთან და ციტრუსთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 28 მლნ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების (5.0 ათასი ტონა) ლურჯი მოცვი, რაც 33%-ით აღმატება 2023 წლის მაჩვენებელს. ექსპორტის  ამ მონაცემების წინაპირობა ხარისხიანი, თანამედროვე  სტანდარტების დაცვით მოყვანილი პროდუქციის წარმოებაა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა. მინისტრის განცხადებით, კომპანია „აგროლეინი“ აერთიანებს ლურჯი მოცვის  წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლს - პირველად წარმოებას, გადამუშავებას და ექსპორტს. მიღწეული წარმატება სახელმწიფოს მხარდაჭერის და ბიზნესის სწორი მართვის შედეგია. ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით არის შექმნილი.  საწარმოში, ჯამურად, 3,5 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 420,000 ლარზე მეტი  სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, ხოლო დაახლოებით 800,000 ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.  კომპანია სეზონზე 60 ადგილობრივს ასაქმებს.  საწარმოს წლიური წარმადობა 300 ტონამდე ლურჯი მოცვის გადამუშავებაა. პროდუქციის რეალიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზრებზე ხდება. კომპანია „აგროლეინი“ ლურჯი მოცვის ექსპორტს წელს პირველად ისრაელში განახორციელებს; გასულ წელთან შედარებით გაზრდილი რაოდენობით ექსპორტს  გეგმავს  ინდოეთში; მოლაპარაკებები მიმდინარეობს იაპონიაში ექსპორტის განხორციელების თაობაზე. შემსყიდველებთან თანამშრომლობა ქ. ტოკიოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan”  დაიწყო, სადაც მიმდინარე წელს „აგროლეინმა“ მონაწილეობა სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიიღო. შპს აგროლეინს 36 ჰექტარზე, 17 ჯიშის მოცვის ბაღი აქვს გაშენებული. კომპანია იმერეთის რეგიონში არსებული მოცვის პლანტაციების მფლობელ ფერმერებთან აქტიურად თანამშრომლობს; შედეგად, შპს აგროლეინის საწარმო 100 ჰექტარზე გაშენებული ბაღებიდან მიღებული მოსავლის სწრაფ გაციებას, დახარისხებას და შეფუთვას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით, ლურჯი მოცვის  პირველადი წარმოების მიზნობრიობით გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტი  197  მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსების ოდენობა  87 მლნ ლარია. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2,700 ჰექტარზე მეტ ფართობზე 39,8 მლნ ლარით თანადაფინანსებულია ლურჯი მოცვის გაშენება, მათ შორის იმერეთის რეგიონში 900 ჰექტარზე მეტ ფართობზე 6,2 მლნ ლარით. მინისტრთან ერთად ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ზვიად შალამბერიძე, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი გიორგი დარჩია იმყოფებოდნენ. https://ghn.ge/news/331451-motsvi-tkhiltan-da-tsitrustan-ertad-dasavlet-sakartveloshi-chveni-fermerebis-da-metsarmeebis-ert-erti-mtavari-shemosavlis-tsqaro-gakhda-davit-songhulashvili დავით სონღულაშვილი: „მოცვი, თხილთან და ციტრუსთან ერთად, დასავლეთ საქართველოში ჩვენი ფერმერების და მეწარმეების ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყარო გახდა“ ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1357355008.jfif 2025-06-13 331451 სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას - გიორგი ბარამიძე „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანი, გიორგი ბარამიძე კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ლიდერს სოლიდარობას უცხადებს. ბარამიძის თქმით, “რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი გადადგას მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ“. დღეს ასევე იმართება ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, მორიგი სამარცხვინო პროცესი ამ რეჟიმის მიერ ინიციირებული, რადგან ის არ გამოცხადდა არალეგიტიმურ პარლამენტში, ივანიშვილის მიერ შექმნილ ღალატის კომისიაში. მეც იქ უნდა ვყოფილიყავი, უბრალოდ სასამართლო პროცესი დაემთხვა პრეზიდენტ სააკაშვილის. ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას და ვუსურვებთ მას მხნეობას. ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა შეიძლება კიდევ ერთი კრიმინალური ნაბიჯი გადადგას მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ ვართ ნიკა გვარამიას გვერდით, ისევე როგორც ვართ ყველა პოლიტიკურად დევნილი და შევიწროებული ადამიანის გვერდით.”  - განაცხადა გიორგი ბარამიძემ. https://ghn.ge/news/331450-srul-solidarobas-vutskhadebt-nika-gvaramias-giorgi-baramidze სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ნიკა გვარამიას-გიორგი ბარამიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1925941506.jpeg 2025-06-13 331450 მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს გორთან, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს. თვითმხილველთა თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდასთან ახლოს, მოზარდი მეგობრებთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა, რა დროსაც ლიახვის დინებამ გაიტაცა და გამოსვლა ვეღარ შეძლო. შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. https://ghn.ge/news/331449-mdinare-liakhvshi-16-tslis-mozardis-tskhedari-ipoves მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1249505739.jpeg 2025-06-13 331449 არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს - ნიკა გვარამია არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხოს! დიდება საქართველოს! - ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რითაც მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას ეხმაურება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით, პროკურატურის მიმართვის საფუძველზე შეუცვალა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება. https://ghn.ge/news/331448-arts-erti-nabiji-ukan-chvens-ukan-chveni-samshobloa-oligarkia-unda-daemkhos-nika-gvaramia ნიკა გვარამია - არც ერთი ნაბიჯი უკან! ჩვენს უკან ჩვენი სამშობლოა! ოლიგარქია უნდა დაემხ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/419645100.jpg 2025-06-13 331448 მოსამართლემ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 4 ათასი ლარით დააჯარიმა საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ჟურნალისტს ეკა მიშველაძეს სახდელის სახით ჯარიმა 4000-ლარი განესაზღვრა. პროცესს არ დასწრებია არც ჟურნალისტი და არც მისი უფლებადამცველი. პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/331447-mosamartlem-zhurnalisti-eka-mishveladze-4-atasi-larit-daajarima მოსამართლემ ჟურნალისტი ეკა მიშველაძე 4 ათასი ლარით დააჯარიმა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1803168312.jpg 2025-06-13 331447 ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა სასამართლომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა.  დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გვარამიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - 30 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. პროკურორების განმარტებით, შუამდგომლობის მიზეზი გვარამიას მხრიდან მისთვის დაკისრებული გირაოს გადაუხდელობაა. დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილი შესვენების შემდეგ, მოსამართლემ ადვოკატებს შუამდგომლობაზე პოზიცია ჰკითხა, რაზეც დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიასთან კონსულტაციის შემდეგ, მათ მხოლოდ ის აქვთ სათქმელი, რომ გადაწყვეტილება მოსამართლეს თავად მიეღო. სხდომას არ ესწრებოდა ნიკა გვარამია. როგორც ცნობილია, ის რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებისკენ მიემართება. ნიკა გვარამია საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ნიკა გვარამიას გირაოს გადასახდელად 50-დღიანი ვადა განესაზღვრა, მას აღნიშნული ვადა 7 ივნისს ამოეწურა. https://ghn.ge/news/331446-nika-gvaramias-aghkvetis-ghonisdziebis-sakhit-shefardebuli-girao-patimrobit-sheetsvala ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1547247015.png 2025-06-13 331446 მივესალმებით იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას სრული შემოწმების მიზნით პატიმრის მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების შესახებ - სახალხო დამცველი საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებულია სახალხო დამცველის მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეულის მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების შესახებ, – ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გყავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სახალხო დამცველი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით. „საქართველოს სახალხო დამცველმა 2025 წლის 5 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა კონსტიტუციური სარჩელით, რომელშიც სადავოდ იყო გამხდარი №2, №3, №6, №8, №11, №14, №15, №16, №17 და №18 პენიტენციური დაწესებულებების დებულებების ის ნორმები, რომლებიც ითვალისწინებს პატიმრის სხეულის მთლიან გაშიშვლებას მისი სრული შემოწმების დროს. კერძოდ, სადავო ნორმების შესაბამისად, სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებული იყო, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ მთლიანად გაეხადა ან გაეშიშვლებინა სხეულის შესაბამისი ნაწილები. საგულისხმოა, რომ საპარლამენტო ანგარიშებში საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პენიტენციურ დაწესებულებათა შესაბამის დებულებებში ცვლილებების შეტანით უზრუნველეყო სრული შემოწმებისას პატიმრის სხეულის სხვადასხვა ნაწილის ერთდროულად გაშიშვლების მოთხოვნის პრაქტიკის აღმოფხვრა. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის რეკომენდაციები აქამდე არ იყო შესრულებული. კონსტიტუციური სარჩელის შეტანის შემდეგ, 2025 წლის 11 ივნისის წერილით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობა, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანებებით ცვლილებები განხორციელდა № 1851 კონსტიტუციური სარჩელით გასაჩივრებულ დებულებებში და ამჟამინდელი მოწესრიგებით სრულად აღმოიფხვრა მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საკითხები. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გაზიარებული იქნა სახალხო დამცველის აღნიშნული მოთხოვნა სრული შემოწმების მიზნით პატიმრის სხეულის მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმის წარმოების შეწყვეტის მოთხოვნით“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. https://ghn.ge/news/331445-mivesalmebit-iustitsiis-ministris-gadatsqvetilebas-sruli-shemotsmebis-miznit-patimris-mtlianad-gashishvlebis-praktikis-gaukmebis-shesakheb-sakhalkho-damtsveli მივესალმებით იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას სრული შემოწმების მიზნით პატიმრის მთლიანად გაშიშვლების პრაქტიკის გაუქმების შესახებ - სახალხო დამცველი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1282688365.jpg 2025-06-13 331445 შიდა ქართლში 400 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. შიდა ქართლში, სოფელ მეჯვრისხევის ტერიტორიაზე ტირიფონის მაგისტრალური სარწყავი არხის 2,5 კილომეტრიანი  მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, არხის გამტარუნარიანობა გაიზრდება,   რაც დაახლოებით 400  ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სამელიორაციო მომსახურებას გააუმჯობესებს. საირიგაციო არხი მეჯვრისხევის, ზერტის, კირბალისა და კვარხეთის მოსახლეობას ემსახურება.   სამუშაოებს კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს.    აღსანიშნავია, რომ დღეისათვის შიდა ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტურქტურის 6 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს. შედეგად,   წყალუზრუნველყოფა   11,870 ჰექტარ სავარგულზე გაუმჯობესდება. https://ghn.ge/news/331444-shida-kartlshi-400-hektaramde-sasoflo-sameurneo-mitsis-fartobze-sartsqavi-tsqlis-mitsodeba-gaumjobesdeba შიდა ქართლში 400 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/946270223.jpg 2025-06-13 331444 ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა - მედია CNN ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა. საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მოკლულ მეცნიერებს შორის არიან ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი ფერეიდუნ აბასი და ფიზიკოსი მოჰამედ მეჰდი თეირანჩი, რომელიც ასევე ისლამური აზადის უნივერსიტეტის პრეზიდენტი იყო. ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ დაადასტურა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე სამხედრო მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. https://ghn.ge/news/331443-israelis-sahaero-dartqmebis-shedegad-ekvsi-iraneli-birtvuli-metsnieri-daighupa-media ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ექვსი ირანელი ბირთვული მეცნიერი დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1518341148.jpg 2025-06-13 331443 ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებში არ შედის - კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა თავშეკავებისკენ მოუწოდა ისრაელის მიერ ირანის რამდენიმე სამიზნეზე თავდასხმის შემდეგ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ირანსა და ისრაელს მოუწოდა სასწრაფოდ განმუხტონ დაძაბულობა. კირ სტარმერმა ისრაელის დარტყმების შესახებ ცნობებს „შემაშფოთებელი“ უწოდა. „მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ შეამცირონ დაძაბულობა და უკან დაიხიონ. ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებში არ შედის. ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს და ჩვენ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ დეესკალაციისთვის. ახლა თავშეკავების, სიმშვიდისა და დიპლომატიასთან დაბრუნების დროა, - წერს სტარემერი  X-ზე.   https://ghn.ge/news/331442-akhlo-aghmosavletshi-stabiluroba-prioriteti-unda-iqos-eskalatsia-regionshi-aravis-interesebshi-ar-shedis-kir-starmeri ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობა პრიორიტეტი უნდა იყოს, ესკალაცია რეგიონში არავის ინტერესებში არ შედის - კირ სტარმერი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/992689888.jpg 2025-06-13 331442 სალომე ზურაბიშვილი დღეს, პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 13 ივნისს პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „წელს GLOBSEC-ი მეოცე საიუბილეო ფორუმს გამართავს, რომელშიც პოლიტიკოსები, საერთაშორისო პოლიტიკისა და სამხედრო ექსპერტები, ბიზნესისა და აკადემიის წარმომადგენლები განიხილავენ მსოფლიო უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კიბერუსაფრთხოებისა და ტრანსატლანტიკური პარტნიორობის საკითხებს. სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვა, GLOBSEC 2025-ის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე „საქართველოს დემოკრატიული მომავალი“, რომელიც სრულად ეძღვნება საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს - მზარდ ინსტიტუციურ და დემოკრატიულ უკუსვლას ქვეყანაში და ამის ფონზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. დისკუსია შეეხება იმ გადამწყვეტ როლს, რაც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და დასავლური ღირებულებების მტკიცე კურსს ეკისრება. GLOBSEC FORUM ევროპის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ყოველწლიური უსაფრთხოების ფორუმია, რომელიც 2005 წლიდან ტარდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/331441-salome-zurabishvili-dghes-praghashi-globsec-is-usafrtkhoebis-saertashoriso-forumshi-miighebs-monatsileobas სალომე ზურაბიშვილი დღეს, პრაღაში GLOBSEC-ის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/152714683.jpg 2025-06-13 331441 დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფება, სადაც ბაღდათში, სოფელს ვარციხეში, შპს „აგროლეინის“ მოცვის ბაღს, გადამმუშავებელ და შემნახველ საწარმოს დაათვალიერებს. დავით სონღულაშვილი შეხვედრას გამართავს ფერმერებთან და მეწარმეებთან. მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები: სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ოფისში, რომელიც იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს; ქუთაისის ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, სადაც განსაკუთრებით საშიში პათოგენით გამოწვეულ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკა, სურსათისა და სასმელი წყლის საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება. მინისტრი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსაც ესტუმრება და თანამშრომლებს შეხვდება; დაათვალიერებს გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფისს, რომელშიც განთავსებულია მნიშვნელოვანი სტრუქტურული ერთეულები – ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორია, გეოლოგიური განყოფილება და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი. დავით სონღულაშვილი, იმერეთის რეგიონში ყოფნის დროს, პრომეთეს მღვიმესაც დაათვალიერებს, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. https://ghn.ge/news/331440-davit-songhulashvili-imeretis-regionshi-imqofeba გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთის რეგიონში იმყოფე ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1212442036.jpg 2025-06-13 331440 ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანზე დარტყმების შედეგად მოკლულია სამი უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაური ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) პრესსპიკერის ოფისის ცნობით, ირანში ჩატარებული ოპერაციის დროს ისრაელმა ქვეყნის სამი უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაური გაანადგურა, მათ შორის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური. სამხედროებმა აღნიშნეს, რომ ღამის ოპერაციის დროს, ისრაელის საჰაერო ძალების 200-ზე მეტმა გამანადგურებელმა, სადაზვერვო სააგენტოს ზუსტი ინსტრუქციების შესაბამისად, ირანის მასშტაბით 100-ზე მეტ სამიზნეს შეუტია, მათ შორის ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნების სამალავს. საჰაერო დარტყმების შედეგად ირანის სამი უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაური დაიღუპა: ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, მოჰამედ ჰოსეინ ბაქერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, ჰოსეინ სალამი და ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სარდლობის ხელმძღვანელი, გოლამ ალი რაშიდი. https://ghn.ge/news/331439-israelis-tavdatsvis-dzalebis-gantskhadebit-iranze-dartqmebis-shedegad-moklulia-sami-umaghlesi-rangis-samkhedro-metauri ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანზე დარტყმების შედეგად მოკლულია სამი უმაღლესი რანგის სამხედრო მეთაური მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1361345510.png 2025-06-13 331439 ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა, რთულ საათებს ველოდებით - ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიტანილი საჰაერო იერიშების საპასუხოდ ირანმა ისრაელის მიმართულების 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ ეფიმ დეფრინის განცხადებით, დრონების მოსაგერიებლად ამოქმედებულია ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემა. „საჰაერო თავდაცვის ყველა სისტემა საფრთხეების მოსაგერიებლად მუშაობს. ეს განსხვავებული მოვლენაა იმისგან, რაც აქამდე გამოგვიცდია, რთულ საათებს ველოდებით. უნდა გამოვიჩინოთ გამძლეობა და მოთმინება“, – განაცხადა ეფი დეფრინმა. https://ghn.ge/news/331438-iranma-israelis-mimartulebit-100-mde-droni-gaushva-rtul-saatebs-velodebit-israelis-tavdatsvis-dzalebis-presspikeri ირანმა ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 100 დრონი გაუშვა, რთული საათები გველოდება მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/755275945.jpg 2025-06-13 331438 მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს - შალვა პაპუაშვილი მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით. „ბრიტანეთის საელჩოს განცხადების შემდეგ გამჟღავნდა, რომ საელჩო აპირებდა ადგილობრივი არჩევნების ჩაშლის გაცხადებული მიზნის მქონე პარტიული პროპაგანდის და ექსტრემისტი პოლიტიკოსების დაფინანსებას, რაც ამყარებს ეჭვს, რომ ეს არ იყო პროპაგანდისა და ექსტრემიზმის დაფინანსების პირველი მცდელობა. მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს. ასევე მივმართავ ყველას, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით, მომაწოდოთ ეს ინფორმაცია,“ – წერს შალვა პაპუაშვილი. https://ghn.ge/news/331437-mivmartav-britanetis-saelchos-gaasajaroos-vis-da-ra-tankhit-afinansebda-2024-tslis-saparlamento-archevnebtan-dakavshirebit-da-vis-da-ra-tankhit-afinansebs-dghes-shalva-papuashvili მივმართავ ბრიტანეთის საელჩოს, გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს  დღეს - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/904837109.jpg 2025-06-13 331437 ისრაელის დარტყმების შედეგად, ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი დაიღუპა ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, მოკლულია ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი. მანამდე, ირანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის თავდასხმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მთავარსარდალი, გენერალი ჰოსეინ სალამი დაიღუპა. ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება. https://ghn.ge/news/331436-israelis-dartqmebis-shedegad-iranis-sheiaraghebuli-dzalebis-shtabis-ufrosi-mohamed-bageri-daighupa ისრაელის დარტყმების შედეგად, მოკლულია შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამედ ბაგერი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/19600320.jpg 2025-06-13 331436 მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს გარდაცვლილთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მეხანძრე-მაშველებმა 10 წლის წინ, თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს. „მეხანძრე-მაშველებმა, მემორიალთან კიდევ ერთხელ გაიხსენეს 10 წლის წინ გმირულად გარდაცვლილი მაშველი ზურაბ მუზაშვილი. ის, 13 ივნისის მოვლენების დროს ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც სტიქიის ეპიცენტრში, ვერეს ხეობაში, წყალდიდობის დროს მიმდინარე სამაშველო ოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული. ზურაბ მუზაშვილმა ექვსი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლო, თვითონ კი, წყლიდან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. 2015 წლის 13 ივნისის მოვლენების დროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ერთ-ერთი პირველი უწყება იყო, რომელმაც რეაგირება მოახდინა. მეხანძრე-მაშველები, სტიქიური უბედურების ცხელ წერტილებში, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები, პირველადი რეაგირების გარდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში, სტიქიის სალიკვიდაციო, საძიებო და აღდგენით სამუშაოებშიც იყვნენ ჩართულნი“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/331435-mekhandzre-mashvelebma-13-ivnisis-stikiis-dros-daghupulta-khsovnas-pativi-miages მეხანძრე-მაშველებმა 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1281892707.jpeg 2025-06-13 331435 ისრაელი და აშშ თავდასხმისთვის მაღალ ფასს გადაიხდიან - ირანი ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა, ბრიგადის გენერალმა აბოლფაზლ შეკარჩიმ, განაცხადა, რომ თეირანი ისრაელის დარტყმებს უპასუხებს და აღნიშნა, რომ აშშ-ც „ძვირს გადაიხდის“ ვაშინგტონის მიერ არჩართულობის გარანტიების მიუხედავად. „ირანის ისლამური რესპუბლიკა აუცილებლად უპასუხებს და მტერი მაღალ ფასს გადაიხდის,“ - თქვა შეკარჩიმ. მან დასძინა, რომ როგორც ისრაელი, ასევე აშშ „მძიმე დარტყმას მიიღებენ“. მისი თქმით, ისრაელის დარტყმების შედეგად საცხოვრებელი ტერიტორიები დაზიანდა. როგორც შეკარჩიმ აღნიშნა, ირანის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან. ირანის სახელმწიფო მედია IRNA ასევე თვითმხილველებზე დაყრდნობით უწყება, მსხვერპლთა შორის ქალები და ბავშვები არიან. ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება. ისრაელის დარტყმების შედეგად  დაღუპულია ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური. ასევე ვრცელდება ინფორმაცია სხვა მაღალი რანგის პირების დაღუპვის შესახებაც. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანზე ისრაელის დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა აშშ ოპერაციაში არ მონაწილეობდა. https://ghn.ge/news/331434-israeli-da-ashsh-tavdaskhmistvis-maghal-fass-gadaikhdian-irani ისრაელი და აშშ თავდასხმისთვის მაღალ ფასს გადაიხდიან - ირანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1120697412.jpg 2025-06-13 331434 დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანზე ისრაელის დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა აშშ ოპერაციაში არ მონაწილეობდა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მან წინასწარ იცოდა ისრაელის ირანზე თავდასხმის გეგმების შესახებ, თუმცა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები ოპერაციაში არ მონაწილეობდა. მისი თქმით, ვაშინგტონი ელოდება, განახორციელებს თუ არა თეირანი საპასუხო ზომებს, აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) მაღალ მზადყოფნაშია, განაცხადა მან. ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დაიცავს თავს და ისრაელს, თუ ირანი საპასუხო ნაბიჯს გადადგამს. „ჩვენ არ შეგვიძლია ირანს ბირთვული ბომბის მიღების უფლება მივცეთ და ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ“, - თქვა ტრამპმა. ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება. https://ghn.ge/news/331433-donald-trampma-ganatskhada-rom-man-iranze-israelis-dartqmebis-shesakheb-tsinastsar-itsoda-tumtsa-ashsh-operatsiashi-ar-monatsileobda დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან ირანზე ისრაელის დარტყმების შესახებ წინასწარ იცოდა, თუმცა აშშ ოპერაციაში არ მონაწილეობდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/328271038.jpg 2025-06-13 331433 ისრაელმა საკუთარი თავისთვის მწარე ბედისწერა მოიმზადა და ის აუცილებლად მიიღებს მას - აიათოლა ალი ხამენეი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის განცხადებით, ისრაელს მკაცრი სასჯელი ელოდება. „რეჟიმი მკაცრ სასჯელს უნდა ელოდოს. მტრის თავდასხმების დროს არაერთი მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. ამ დანაშაულით სიონისტურმა რეჟიმმა მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. ხამენეიმ დაადასტურა, რომ დარტყმების დროს რამდენიმე მეთაური და მეცნიერი დაიღუპა. მისი თქმით, ისრაელმა „დანაშაული გამთენიისას ჩაიდინა“ და საცხოვრებელ უბნებს დაარტყა. ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება.   https://ghn.ge/news/331432-israelma-sakutari-tavistvis-mtsare-bedistsera-moimzada-da-is-autsileblad-miighebs-mas-aiatola-ali-khamenei მწარე და მტკივნეული ბედისწერა მოიმზადა საკუთარი თავისთვის და ის აუცილებლად მიიღებს მას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1736394848.jpg 2025-06-13 331432 ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში - მარკო რუბიო ჩვენ არ ვართ ჩართულები ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა. „დღეს ღამით ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ცალმხრივი ქმედება განახორციელა. ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში და ჩვენი მთავარი პრიორიტეტი რეგიონში ამერიკული ძალების დაცვაა. ისრაელმა გვაცნობა, რომ მათი აზრით, ეს ქმედება აუცილებელი იყო თავდაცვისთვის. პრეზიდენტმა ტრამპმა და ადმინისტრაციამ გადადგეს ყველა საჭირო ნაბიჯი ჩვენი ძალების დასაცავად და მჭიდრო კონტაქტში რჩებიან ჩვენს პარტნიორებთან. მინდა, ნათლად განვაცხადო: ირანმა არ უნდა დაუმიზნოს აშშ-ის ინტერესებს ან პერსონალს“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში. ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება. https://ghn.ge/news/331431-chven-ar-vart-chartuli-iranis-tsinaaghmdeg-gankhortsielebul-dartqmebshi-marko-rubio ჩვენ არ ვართ ჩართული ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებში - მარკო რუბიო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/782865601.jpg 2025-06-13 331431 ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური დაიღუპა ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური, ჰოსეინ სალამი დაიღუპა. იუწყება BBC ალამი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა. ჰოსეინ სალამი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსეინ სალამი თავდასხმის შედეგად დაღუპულ რამდენიმე მაღალჩინოსანს შორისაა. დაღუპულები არიან ასევე ატომური ენერგიის ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ფერეიდუნ აბასი და თეირანის „ისლამური აზადის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი, მეჰდი თეირანჩი. ისრაელში ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ისრაელმა ირანზე დარტყმა დაიწყო და ისრაელში „განსაკუთრებული საგანგებო მდგომარეობა“ გამოცხადდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მათი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს და ოპერაცია გაგრძელდება, მანამდე, ვიდრე საჭირო იქნება. https://ghn.ge/news/331430-israelis-dartqmebis-shedegad-iranis-islamuri-revolutsiis-gushagta-korpusis-metauri-daighupa ისრაელის დარტყმების შედეგად ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური დაიღუპა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1673525038.png 2025-06-13 331430 ისრაელმა ირანის ბირთვულ სამიზნეებს დაარტყა ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკეროს განცხადებით, ისრაელმა დაიწყო „პრევენციული, ზუსტი, კომბინირებული შეტევა“ ირანის ბირთვულ პროგრამაზე დასარტყმელად. „დღეს ირანი უფრო ახლოსაა ბირთვული იარაღის მიღებასთან, ვიდრე ოდესმე. ირანის რეჟიმის ხელში მასობრივი განადგურების იარაღი წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს ისრაელის სახელმწიფოსთვის და მნიშვნელოვან საფრთხეს მსოფლიოსთვის“, – აღნიშნულია  ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, „მზად არიან, გააგრძელონ მოქმედება საჭიროებისამებრ“. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, თეირანის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ყველა რეისი შეჩერებულია. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ისრაელის მიერ ირანის დედაქალაქში საცხოვრებელი შენობების დაბომბვის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ დარტყმები ოპერაცია „აღმავალი ლომის“ ნაწილი იყო და დასძინა, რომ ირანი ისრაელის გადარჩენისთვის საფრთხეს წარმოადგენს. „ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, მიზანმიმართული სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნე იმ საფრთხის შემცირებაა, რომელიც ირანის მხრიდან ირანის გადარჩენას ემუქრება. ეს ოპერაცია გაგრძელდება იმდენი დღის განმავლობაში, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ. https://ghn.ge/news/331429-israelma-iranis-birtvul-samizneebs-daartqa ისრაელმა ირანის ბირთვულ პროგრამაზე დარტყმები განახორციელა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1797015843.png 2025-06-13 331429 ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ უკრაინითაც - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან იმედგაცრუებულია არა მხოლოდ რუსეთის, არამედ უკრაინის გამოც. ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ  ერთხელ ისაუბრა ომში მიყენებულ დიდ დანაკარგებზე და აღნიშნა, რომ მხარეებს შეეძლოთ შეთანხმებისთვის მიეღწიათ. ამავდროულად, ის დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ომის დასრულებას შეძლებს. „მე ძალიან ახლოს ვარ ამ სიტუაციასთან. ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ უკრაინით, რადგან ვფიქრობ, რომ შეთანხმებების მიღწევა შეიძლებოდა. ისინი კვირაში ხუთიდან ექვს ათასამდე ადამიანს კარგავენ - ძირითადად ჯარისკაცებს, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას, რადგან ქალაქებს კვლავ რაკეტებს ესვრიან“. როგორია სახლში ცხოვრება და იმის ფიქრი, რომ საღამოს რაკეტა შეიძლება შენს შენობას დაეჯახოს? საშინელებაა. ასეთ პირობებში ცხოვრება საშინელებაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამას გადავლახავთ. უბრალოდ, იმედგაცრუებული ვარ, რომ ჯერ ვერ დავასრულეთ“, - განაცხადა ტრამპმა. https://ghn.ge/news/331428-dzalian-imedgatsruebuli-var-rusetit-magram-aseve-imedgatsruebuli-var-ukrainitats-donald-trampi დონალდ ტრამპი - ძალიან იმედგაცრუებული ვარ რუსეთით, მაგრამ ასევე იმედგაცრუებული ვარ უკრაინითაც მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/132875810.jpg 2025-06-13 331428 უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს. არსებული ცნობებით, გარდაცვლილია დემეტრე დარჩია. „ქართული ლეგიონის“ ინფორმაციით, დარჩია დაიღუპა დივერსიული ინციდენტის შედეგად. „დღეს, ქართული ლეგიონის ბაზაზე, დივერსიული აქტი განხორციელდა, რის შედეგადაც უცნობი პირის მიერ შემოტანილი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა. ამ ინციდენტის შედეგად ჩვენი მებრძოლი დემეტრე დარჩია დაიღუპა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა კარგად დაგეგმილ ქმედებას, რომელიც საეჭვოდ დაემთხვა რუსეთის დღეს, რომელიც 12 ივნისს აღინიშნება. ხელისუფლება აგრძელებს გამოძიებას. სხვა დეტალები ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის. ქართული ლეგიონის თითოეული მებრძოლი პატივს მიაგებს დემეტრე დარჩიას ხსოვნას. თანაგრძნობას ვუცხადებთ ოჯახს და ნათესავებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. https://ghn.ge/news/331427-ukrainashi-kidev-erti-kartveli-mebrdzoli-daighupa უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1771800831.png 2025-06-13 331427 აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირზე კარვები გაშალეს  ჭავჭავაძის გამზირზე, თსუ-ს პირველ კორპუსთან, სადაც მათე დევიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს ივანიშვილის რეჟიმი“, „ძირს უსამართლო სასამართლო“. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცავები. 21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.  მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/331426-aktsiis-monatsileebma-chavchavadzis-gamzirze-karvebi-gashales აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარედ გზა გადაკეტეს და ორი კარავი გაშალეს საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2064321518.jpg 2025-06-12 331426 აშშ-ის ელჩი რუსეთში თანამდებობას ტოვებს რუსეთში ამერიკის საელჩომ განაცხადა, რომ მისი ელჩი, ლინ ტრეისი, თანამდებობას მალე დატოვებს. რუსეთში აშშ-ის საელჩომ არ დააკონკრეტა, თუ ზუსტად როდის დატოვებს ტრეისი თანამდებობას, თუმცა მისი გამოსამშვიდობებელი მიმართვა პარასკევს, 13 ივნისს საღამოსთვის დააანონსა. ამერიკელმა დიპლომატმა მოსკოვში მუშაობა 2023 წლის იანვარში დაიწყო. მისი საქმიანობა დაემთხვა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრას და აშშ-რუსეთის ურთიერთობების ჩამოშლას. ტრეისი აქტიურად მონაწილეობდა რუსეთში პატიმრობაში მყოფი ამერიკელი მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩის და ყოფილი საზღვაო ქვეით პოლ უილანის, გათავისუფლების მცდელობებში. ტრეისის წინამორბედი ამ თანამდებობაზე, ჯონ სალივანი, ელჩის თანამდებობას ორი წლისა და შვიდი თვის განმავლობაში, 2020 წლის თებერვლიდან 2022 წლის სექტემბრამდე იკავებდა. https://ghn.ge/news/331425-ashsh-is-elchi-rusetshi-tanamdebobas-tovebs აშშ-ის ელჩი რუსეთში თანამდებობას ტოვებს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1045474446.png 2025-06-12 331425 მე ჩემს პროცესზე არ ვიქნები - ნიკა გვარამია კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია საკუთარ სასამართლო პროცესზე დასწრებას არ აპირებს - აღნიშნულის შესახებ განცხადება ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. "მე პროცესზე არ ვიქნები, ამიტომ მე იქ არაფერს არ ვიტყვი. ჩემი მთავარი სათქმელია, რომ თავისუფლება საქართველოს, საქართველო არის ევროპა, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ძირს ოლიგარქია, ოლიგარქია უნდა დაემხოს. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი. მთელი ცხოვრება ამას ვამბობდით. მგონია, რომ დღეს ნიკა გვარამია და ყველანი, ვისაც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ზუსტად ერთი და იგივე რაიმეს ვამბობთ." - განაცხადა ნიკა გვარამიამ. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის გვარამიას 30 000-ლარიანი გირაო 17 აპრილს შეეფარდა. მას გირაოს გადახდისთვის 50-დღიანი ვადა მისცეს, რომელიც 7 ივნისს ამოიწურა. გვარამიას სასამართლო პროცესი 13 ივნისს, 11:00 საათზე გაიმართება. https://ghn.ge/news/331424-me-chems-protsesze-ar-viknebi-nika-gvaramia "მე პროცესზე არ ვიქნები პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1325823962.png 2025-06-12 331424 ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ - ჯო უილსონი ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა, ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ , - ამის შესახებ კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) X-ის საკუთარ გვერდზე წერს. “ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა ციხეში უბრალოდ იმისთვის, რომ თავისი ქვეყნისთვის თავისუფალი მომავალი სურდა. ნინო გალუსტაშვილი და ამ საზარელი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ“, - წერს უილსონი. https://ghn.ge/news/331423-ivanishvilis-usamartlo-sasamartlom-udanashaulo-momitinges-21-tslis-mate-devidzes-4-tseli-da-6-tve-miusaja-nino-galustashvili-da-am-sazareli-danashaulis-skhva-chamdenebi-sanktsiebis-tsinashe-unda-aghmochndnen-jo-uilsoni ჯო უილსონი - ივანიშვილის უსამართლო სასამართლომ უდანაშაულო მომიტინგეს, 21 წლის მათე დევიძეს 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა - ნინო გალუსტაშვილი და ამ საზიზღარი დანაშაულის სხვა ჩამდენები სანქციების წინაშე უნდა აღმოჩნდნენ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1939019704.png 2025-06-12 331423 POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პროკურატურა ტელეკომპანია “პოსტ TV” -ის მიერ პროკურატურისთვის მომართული განცხადების საფუძველზე,ტელეკომპანიის ჟურნალისტის მარიმ ნებიერიძისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორამციას პროკურატურა ავრცელებს. ამავე ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო. „გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, ტელეკომპანია ,,პოსTV“-ის შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 12 ივნისს, აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი - მარიამ ნებიერიძე ახორციელებდა ჟურნალისტიურ საქმიანობას თბილისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე, რა დროსაც იქ მყოფმა პირებმა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების გზით უკანონოდ შეუშალეს ხელი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში”, - აღნიშნულია განცხადებაში. https://ghn.ge/news/331422-postv-is-zhurnalististvis-profesiul-sakmianobashi-khelis-sheshlis-faktze-gamodzieba-daitsqo-prokuratura POSTV-ის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - პროკურატურა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/185538739.jpg 2025-06-12 331422 ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის დანაყოფები რუსეთის ძალებს სუმის ოლქში თანდათან უკან დახევას აიძულებენ. ამის შესახებ მან თავის მიმართვაში განაცხადა.  „სუმის რეგიონში ჩვენი დანაყოფები აიძულებენ ოკუპანტებს უკან დახევისკენ. მადლობა მათ! მადლობა ჩვენს თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს და ოფიცერს ამ შედეგისთვის. თითოეულ დანაყოფს,“ - განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან განიხილა მოლაპარაკების საკითხები და უკრაინის თავდაცვისა და სამხედრო მრეწველობის დაფინანსება. „ჩვენი წარმომადგენლების ყველა დონისთვის მკაფიო ამოცანა: ჩვენ გვჭირდება, პარტნიორებს ესმოდეთ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნამდვილად მუშაობს. ნამდვილად მუშაობს მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლების მიერ ამ სანქციებთან ადაპტაციას ასწრებენ. სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, ყველა რუსული ბანკისა და მთელი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ, სანქციები ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს მსოფლიო ზეწოლასთან ადაპტირებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ. https://ghn.ge/news/331421-chveni-danaqofebi-sumis-olkshi-okupants-tandatan-ukan-dakhevas-aidzuleben-volodimir-zelenski ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დანაყოფები სუმის ოლქში ოკუპანტს თანდათან უკან დახევას აიძულებენ, მადლობა თითოეულ ჩვენს სამხედროს ამ შედეგისთვის მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1022861260.jpg 2025-06-12 331421 ინდოეთში ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა ინდოეთის დასავლეთში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა. ამის შესახებ The New Indian Express პოლიციაზე დაყრდობით იუწყება. „დაახლოებით 317 ადამიანი დაიღუპა“, - წერს გამოცემა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე დაახლოებით 75 ადამიანი დაიღუპა. ასევე დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი თითქმის ყველა ადამიანი. ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა ატასტროფა დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის. პოლიციის ცნობით, ავიაკატასტროფას ერთი მგზავრი ბრიტანეთის მოქალაქე 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში გადაურჩა. https://ghn.ge/news/331420-indoetshi-aviakatastrofis-shedegad-daghupulta-raodenoba-317-mde-gaizarda ინდოეთში ვიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 317-მდე გაიზარდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/107156139.jpg 2025-06-12 331420 მათე დევიძის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებმა ჭავჭავაძის გამზირი გადაკეტეს მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მსვლელობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს. მელიქიშვილის გამზირის შემდეგ მოქალაქეებმა ჭავჭავაძის გამზირიც გადაკეტეს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “ძირს ივანიშვილის რეჟიმი, ძირს უსამართლო სასამართლო”. 21 წლის მათე დევიძეს სასამართლომ 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა - გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა.  მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფოტო: პუბლიკა https://ghn.ge/news/331419-mate-devidzis-mkhardamcheri-aktsiis-monatsileebma-chavchavadzis-gamziri-gadaketes მათე დევიძის მხარდასაჭერ აქციაზე საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1256432028.jpg 2025-06-12 331419 საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი, საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს - TI საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მათე დევიძის საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ორგანიზაცია ადგენს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. გთავაზობთ სრულ განცხადებას: "21 წლის მათე დევიძეს ივანიშვილის სასამართლო საქართველოს სიყვარულისთვის სჯის. დღეს ივანიშვილის მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათე დევიძე ისჯება საქართველოს სიყვარულისთვის და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო. საქმის წარმართვისა და არსებული მასალების შესწავლის შედეგად ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი. ამ და სხვა საქმეებში აშკარად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი პარტია იყენებს ძალოვან და სასამართლო სისტემას თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. კერძოდ, ადამიანების დაშინებისთვის, საზოგადოების ყველა ჯგუფის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების დევნისთვის, ადამიანების უფლებების შელახვისთვის და საქართველოს ევროპული მომავლის გასანადგურებლად." https://ghn.ge/news/331418-sakme-aris-politikurad-motivirebuli-da-mate-devidze-aris-sindisis-patimari-saertashoriso-sazogadoeba-am-fakts-reagirebis-gareshe-ar-datovebs-ti - საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული და მათე დევიძე არის სინდისის პატიმარი - საერთაშორისო საზოგადოება ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1806405930.png 2025-06-12 331418 თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს „ლელო -ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს. კოალიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თაზო დათუნაშვილი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, ის სოფელ დიღმის პოლიციაში ჰყავდათ გადაყვანილი. თაზო დათუნაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში დააკავეს.  https://ghn.ge/news/331417-tazo-datunashvili-gaatavisufles თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1542761475.jpg 2025-06-12 331417 სერიოზულად ვართ შეშფოთებული თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას - “ევროპის სახალხო პარტია” ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებული „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით,- ამის შესახებ “ევროპის სახალხო პარტიის” განცხადებაშია ნათქვამი. „ევროპის სახალხო პარტია“ შეშფოთებას გამოთქვამს, „ასევე ბავშვების უსაფრთხოებაზე განხორციელებული მუქარებით“. „მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას”, - წერია განცხადებაში. https://ghn.ge/news/331416-seriozulad-vart-sheshfotebuli-tina-bokuchavas-meughlis-gatatsebis-shesakheb-gavrtselebuli-informatsiit-movitkhovt-dauqovnebliv-da-efektur-gamodziebas-evropis-sakhalkho-partia “ევროპის სახალხო პარტია” - სერიოზულად ვართ შეშფოთებული თინა ბოკუჩავას მეუღლის გატაცების შესახებ გავრცელებული ინფორმაციით - მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და ეფექტურ გამოძიებას პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/63085426.jpeg 2025-06-12 331416 ივანიშვილის მონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში პოლიტიკოსებზე, თაზო დათუნაშვილი ნაცემია სასამართლო დარბაზში და იქვე ბანდიტურად დაკავებული, არ შეგრჩებათ - მამუკა ხაზარაძე "ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, პარტიის ერთ-ერთი წევრი, თაზო დათუნაშვილი სასამართლო დარბაზში სცემს. მისი თქმით, თაზო დათუნაშვილი სასამართლოში ჰყავთ დაკავებული. „ივანიშვილის მონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში პოლიტიკოსებზე. თაზო დათუნაშვილი ნაცემია სასამართლო დარბაზში და იქვე ბანდიტურად დაკავებული! არ შეგრჩებათ! მწარედ მოიმკით დღევანდელ დღეს!“,- წერს ხაზარაძე „ფეისბუქზე“. ინფორმაციისათვის, საქალაქო სასამართლოს ეზოში, “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი, ლიდერი თაზო დათუნაშვილი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დათუნაშვილი გინების გამოა დაკავებული. https://ghn.ge/news/331415-ivanishvilis-monebma-kidev-ertkhel-miitanes-ierishi-politikosebze-tazo-datunashvili-natsemia-sasamartlo-darbazshi-da-ikve-banditurad-dakavebuli-ar-shegrchebat-mamuka-khazaradze ივანიშვილის მონებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში პოლიტიკოსებზე, თაზო დათუნაშვილი ნაცემია სასამართლო დარბაზში და იქვე ბანდიტურად დაკავებული, არ შეგრჩებათ - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/242378915.jpg 2025-06-12 331415 უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, უკლებლივ ყველა მოძალადე დაისჯება, ვთავისუფლება მათე დევიძეს! - "გახარია საქართველოსთვის" პარტია "გახარია საქართველოსთვის" მათე დევიძისთვის 4 წლითა და 6 თვით პატიმრობის მისჯას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ სრულ განცხადებას: "დღეს, 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა; ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ. დღეს „ოცნების“ დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ. უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას! თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს". https://ghn.ge/news/331414-uklebliv-qvela-politpatimari-gatavisufldeba-uklebliv-qvela-modzalade-daisjeba-vtavisufleba-mate-devidzes-gakharia-sakartvelostvis უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდება, უკლებლივ ყველა მოძალადე დაისჯება, ვთავისუფლება მათე დევიძეს! - "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1151383643.jpg 2025-06-12 331414 ელჩ დანიგანს სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის სახელმწიფოს დეპარტამენტის სპიკერმა, ტემი ბრიუსმა საქართველოში აშშ-ს ელჩის, რობინ დანიგანის თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით globalnews.ge-ს მიერ დასმულ შეკითხვას წერილობით უპასუხა და განაცხადა, რომ "ელჩ დანიგანს თანამდებობის დატოვებამდე აქვს" აშშ-ს სრული მხარდაჭერა. "მადლობას ვუხდით ელჩ დანიგანს 33 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების გამორჩეული სამსახურისთვის. მას ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსადმი ჩვენი მიდგომის შეფასებას ამერიკული ინტერესების წინსვლისთვის. შეერთებულმა შტატებმა ნათლად აჩვენა, თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს მთავრობას, რათა დაამტკიცოს, რომ იგი სერიოზულადაა განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით," წერია სახდეპის განცხადებაში, რომელსაც globalnews.ge ავრცელებს. აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი პოზიციას ტოვებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატი წერს, რომ პირადი გადაწყვეტილებით, პენსიაზე გადის. რობინ დანიგანის განცხადებით, მისი გაწვევა აშშ-ის მთავრობას არ მოუთხოვია. https://ghn.ge/news/331413-elch-danigans-sruli-mkhardachera-akvs-tanamdebobis-datovebamde-ashsh-is-sakhelmtsifo-departamenti აშშ-ს სახდეპი: ელჩ დანიგანს სრული მხარდაჭერა აქვს თანამდებობის დატოვებამდე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1876840639.png 2025-06-12 331413 უკრაინამ რუსული ტყვეობიდან დამცველების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა სტამბოლის შეთანხმებების ფარგლებში, 12 ივნისს, უკრაინამ რუსული ტყვეობიდან დაიბრუნა დამცველთა კიდევ ერთი ჯგუფი, რომლებიც მძიმედ დაიჭრილები და მძიმედ დაავადებულები არიან. „დღეს ჩვენი არმიის ჯარისკაცები, ეროვნული გვარდიის წევრები და მესაზღვრეები სახლში არიან. ყველას სჭირდება მკურნალობა და მათ აუცილებლად გაეწევათ საჭირო დახმარება. ეს უკვე მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული ჯარისკაცების დაბრუნების მეორე ეტაპია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, საჰაერო-სადესანტო ჯარების, საზღვაო ძალების, საჰაერო ძალების, თავდაცვის ჯარების, უსაფრთხოების სამსახურის, ასევე უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები. გათავისუფლებულებს შორის არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ტყვეთა გათავისუფლების საკოორდინაციო შტაბის ცნობით,  გათავისუფლებულებს შორის არიან რიგითები და სერჟანტები. დღეს გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი საბრძოლო მოქმედებების დროს დაკარგულად ითვლებოდა. სახლში ბრუნდებიან დონეცკის, ხერსონის, ხარკოვის, ზაპოროჟიესა და ლუჰანსკის მიმართულებით მებრძოლი უკრაინელები . https://ghn.ge/news/331412-ukrainam-rusuli-tqveobidan-damtsvelebis-kidev-erti-jgufi-daibruna უკრაინამ რუსული ტყვეობიდან დამცველების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/514409686.png 2025-06-12 331412 ინდოეთში ავიაკატასტროფას ერთი მგზავრი გადაურჩა ინდურმა საინფორმაციო სააგენტო ANI-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ Air India-ს 171-ე რეისის ჩამოვარდნის შედეგად ერთი გადარჩენილი იპოვეს და არა ორი, როგორც მანამდე გავრცელდა. „პოლიციამ ერთი გადარჩენილი 11A ადგილას [თვითმფრინავის სალონში] იპოვა. ის საავადმყოფოშია და მკურნალობას გადის. დაღუპულთა რაოდენობის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი“, - განმარტავს სააგენტო. ამასთან, ინდური მედიის თანახმად, გადარჩენილი მგზავრი აცხადებს, რომ აფრენიდან ოცდაათი წამის შემდეგ ძლიერი ხმაური გაისმა და თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბრიტანეთის მოქალაქე 40 წლის ვიშვაშ კუმარ რამეში რამდენიმე დღით ინდოეთში ოჯახის მოსანახულებლად იმყოფებოდა და დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ის 20 წელია, ბრიტანეთში ცხოვრობს. ინდური მედია წერს, რომ გადარჩენილმა მგზავრმა „დარტყმითი დაზიანებები“ მკერდზე, თვალებსა და ფეხებზე მიიღო. ავიაკომპანია Air India-ს სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა დღეს ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში განიცადა. თვითმფრინავი – Boeing 787-8 Dreamliner დასავლეთ ინდოეთის ქალაქის აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში, საცხოვრებელ რაიონში ჩამოვარდა. ავიაკომპანიის ცნობით, 230 მგზავრიდან 169 ინდოეთის მოქალაქე იყო, 53 – ბრიტანეთის, შვიდი – პორტუგალიის და ერთი – კანადის. მანამდე ადგილობრივმა პოლიციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჰმედაბადში თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, სავარაუდოდ, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. https://ghn.ge/news/331411-indoetshi-aviakatastrofas-erti-mgzavri-gadaurcha ინდოეთში ავიაკატასტროფას ერთი მგზავრი გადაურჩა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1575269755.png 2025-06-12 331411 რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! - მამუკა ხაზარაძე მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა , -ასე აფასებს „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძისთვის თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთას. „რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ივანიშვილის კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომაა! მათე დღეს ყველა ჩვენგანის შვილია - შეუპოვრობის, თავდადების და ძლიერი სულის სიმბოლოა. მაგარო ბიჭო, არ გატყდე! თავისუფლებისთვის ბრძოლა ყველას არ შეუძლია! შენს გვერდით გვიგულე!“,- წერს ხაზარაძე. პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, სამ პოლიციელს ბრალდებულმა დროშის ტარი ჩაარტყა. "2024 წლის 19 ნოემბერს დილის საათებში, ქ. თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, ბრალდებული თავს დაესხა შს სამინისტროს თანამშრომლებს და ხის ჯოხით სხვადასხვა დაზიანებები მიაყენა პოლიციის სამ თანამშრომელს", - აცხადებს პროკურატურა.     https://ghn.ge/news/331410-rezhimis-msakhurma-sasamartlom-dghes-mates-tavi-sachveneblad-miartva-usamshoblo-patrons-mamuka-khazaradze „რეჟიმის მსახურმა სასამართლომ დღეს მათეს თავი საჩვენებლად მიართვა უსამშობლო პატრონს! პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1933882629.png 2025-06-12 331410 სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, ამის ფასს გადაიხდიან ადამიანები, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ, მათე დევიძე შევიდა ისტორიაში, ხოლო ისინი იქნებიან მონები - სალომე ზურაბიშვილი დღეს არის სამარცხვინო დღე, სამარცხვინო დღე საქართველოსთვის , - ამის შესახებ მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, მათე დევიძე დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში და მას საზოგადოება არ დაივიწყებს . „იმ დარბაზში იყო საქართველოს დროშა, გერბი და იუსტიციის ქანდაკება - სამივეს შეურაცხყოფაა. ჩვენთან ბევრს ლაპარაკობენ შეურაცხყოფაზე და ჯარიმებს აწესებენ, რეალურად, დღეს არის შეურაცხყოფა თითოეული ადამიანის, რომელიც აქ დგას და რომელიც აქ არ დგას, საზოგადოების თითოეული წევრის, რომელიც დუმს, რადგან ქვეყანა, სადაც სასამართლო არ არსებობს, ის ქვეყანა არ არის. ამის ფასს ყველა გადაიხდის ხვალ, ზეგ. ის ადამიანები, რომლებიც ასეთ სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ, ის მოსამართლე, პროკურორი, რომლებიც ამ დარბაზში სხედან, არ ვიცი როგორი მომავალი ექნებათ მათ. მე ვიცი რა მომავალი ექნება მათე დევიძეს. ის დღეს შედგა, როგორც ადამიანი, შევიდა ჩვენ ისტორიაში , ჩვენ მას არ დავივიწყებთ . ის იქნება ჩვენი ღირსების სიმბოლო, ხოლო ისინი იქნებიან მონობის სიმბოლოები. მონები არიან, ამას ვიტყვი და ამას გავიმეორებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. https://ghn.ge/news/331409-samartskhvino-dghea-sakartvelostvis-amis-fass-gadaikhdian-adamianebi-romlebits-samartskhvino-gadatsqvetilebas-tashs-ukraven-mate-devidze-shevida-istoriashi-kholo-isini-iknebian-monebi-salome-zurabishvili სამარცხვინო დღეა საქართველოსთვის, ამის ფასს გადაიხდიან ადამიანები, რომლებიც სამარცხვინო გადაწყვეტილებას ტაშს უკრავენ, მათე დევიძე შევიდა ისტორიაში, ხოლო ისინი იქნებიან მონები - სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/983128183.png 2025-06-12 331409 გერმანია უკრაინისთვის დამატებით 1.9 მილიარდ დოლარს გამოყოფს - ბორის პისტორიუსი გერმანია წელს უკრაინის მხარდასაჭერად დამატებით 1.9 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს, კერძოდ, უკრაინული შორი მოქმედების იარაღის წარმოებისთვის. გადაწყვეტილება ჯერ საბოლოოდ მიღებული არ არის, თუმცა მოსალოდნელია, რომ დამტკიცდება, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. „გერმანია მონაწილეობას მიიღებს შორი დისტანციის იარაღის დაფინანსებაში. მათი წარმოება აუცილებლად უნდა დაიწყოს. და ის უახლოეს მომავალში ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ჩვენ ამისთვის დაფინანსება უნდა გამოვყოთ, რათა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მასალები შეიძინონ“, - განაცხადა პისტორიუსმა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა განხორციელდეს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად გერმანია წელს უკრაინისთვის დახმარებისთვის 4 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავდა, თუმცა შემდგომში ეს თანხა 7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. პისტორიუსის თქმით, ამჟამად იგეგმება ამ დაფინანსებას კიდევ 1.9 მილიარდი ევრო დაემატოს და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ არის საბოლოოდ მიღებული. „ნაწილი გამოყენებული იქნება შორი დისტანციის შეიარაღების პროექტის დასაფინანსებლად. ამგვარად, ჩვენ უკრაინის მხარდასაჭერად 9 მილიარდ ევროს გამოვყოფთ“, - აღნიშნა პისტორიუსმა. https://ghn.ge/news/331408-germania-ukrainistvis-damatebit-19-miliard-dolars-gamoqofs-boris-pistoriusi გერმანია უკრაინისთვის დამატებით 1.9 მილიარდ დოლარს გამოყოფს - ბორის პისტორიუსი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1450625765.png 2025-06-12 331408 გავრცელებული ინფორმაციით, თაზო დათუნაშვილი დააკავეს ცოტა ხნის წინ ხმაური იყო საქალაქო სასამართლოს ეზოში, სადაც “ლელო - ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი, სავარაუდოდ, დააკავეს. დათუნაშვილი სასამართლოს შენობას ტოვებდა, რა დროსაც ის მანდატურებმა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანეს. კოალიცია "ძლიერი საქართველო" ამ წუთებშიც არკვევს, სად ჰყავთ გადაყვანილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.  https://ghn.ge/news/331407-gavrtselebuli-informatsiit-tazo-datunashvili-daakaves გავრცელებული ინფორმაციით, თაზო დათუნაშვილი დააკავეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/773177379.png 2025-06-12 331407 მათ დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საპროტესტო აქციებისას დაკავებული 21 წლის მათე დევიძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, დევიძეს 4 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია მათე დევიძე, მან საბოლოო სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, სხდომათა დარბაზი დატოვა, რადგან განაცხადა, რომ ის "ამას ვერ მოუსმენდა". მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/331406-mat-devidzes-4-tslita-da-6-tvit-tavisuflebis-aghkveta-miesaja მათ დევიძეს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1797214405.jpg 2025-06-12 331406 21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“ - სალომე ზურაბიშვილი 21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში მათე დევიძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით წერს, რომელსაც თავად ესწრებოდა. როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, პროცესის მცირე ადგილიან დარბაზში გამართვა, „რეჟიმის შიშის ნიშანია“. „ოც ადგილიან დარბაზში რომ ჩანიშნავ მათე დევიძის, საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მატარებელ სასამართლოს, ეს უკვე რეჟიმის შიშის ნიშანია! 21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“. მათე მაგალითად დარჩება სინდისისა და ღირსების. პატარა ბიჭი, არასრულწლოვანი შესული ციხეში, 7 თვის მერე დადგა კაცად და გვიჩვენებს ყველას სიმართლის გზას!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი. https://ghn.ge/news/331405-21-tslis-bichi-sinatlis-madziebeli-ufro-dzlieri-aghmochnda-vidre-shushistvaleba-prokurori-mosamartle-da-is-politsielebi-visats-etkinat-sitsitle-aghmoachndat-salome-zurabishvili სალომე ზურაბიშვილი - 21 წლის ბიჭი, „სინათლის მაძიებელი“, უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე შუშისთვალება პროკურორი, მოსამართლე და ის პოლიციელები, ვისაც „ეტკინათ“, „სიწითლე აღმოაჩნდათ“ - მათე სინდისისა და ღირსების მაგალითად დარჩება პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/202012278.png 2025-06-12 331405 ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა 12 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7301 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 3.87 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1625 ლარი გახდა. 2.06 თეთრით გაუფასურდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.7058 ლარი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.94 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/news/331404-lari-dolartan-gamqarda-evrostan-gaufasurda ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1722668186.jpg 2025-06-12 331404 მივდივარ სინათლის საძიებლად, უსასრულო წყვდიადში - მათე დევიძემ სასმართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა საპროტესტო აქციებისას დაკავებული მათე დევიძე სასმართლო სხდომა სხდომა დატოვა.  ამჟამად, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი მათე დევიძის საქმეზე განაჩენის გამოსაცხადებლად სათათბიროდ არის გასული.  "არ შემიძლია გადაწყვეტილების მოსმენა" - თქვა მათე დევიძემ.  დღეს დაცვის მხარემ დღეს დასკვნითი სიტყვა თქვა.  სასამართლო სხდომაზე 21 წლის მათე დევიძემ სიტყვით გამოსვლით ისარგებლა.  "იცით ყველამ, რომ აქ თქვენ სანახავად მოვდიოდი. დღეს ალბათ ბოლო დღე იქნება. დიდი ხანი ვეღარ მნახავთ. იცით ყველამ, რომ თბილისში აქციებზე თელავიდან ჩამოვდიოდი, რადგან თანამონაწილეებთან ერთად გამეპროტესტებინა ევროკავშირის კურსიდან გადახვევა. 19 ნოემბრის გამთენიისას, ჭავჭავაძის გამზირზე როდესაც დაიწყო ფორმიანმა დაჯგუფებამ პატარა, ლამაზი სამყაროს დანგრევა და სისხლიანი ხელებით შელახვა, მაგ დღეს 2 დღის უძილო ვიყავი. ძალიან დაღლილი ვიყავი და ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. როდესაც მათ დაიწყეს ჩვენზე გადამეტებული ძალის გამოყენება, მე შეხლა-შემოხლაში მოვყევი. იცით, შემდეგ რაც მოხდა. მაშინ, როცა ამდენი ჟურნალისტი და ახალგაზრდა დასისხლიანებული იყო, პოლიციელი არის თუ არა პასუხისგებაში მიცემული? შეგიძლიათ გააკეთოთ შედარება ჩვენსა და მათ შორის. ისინი არიან სისხლიან ძალაუფლებას და ფულს ამოფარებული. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებიც ცეცხლს დავუდექით პირისპირ. ჩვენ გვწირავთ მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს მბრძანებელს ბრძანება შეუსრულოთ. მაპატიეთ, მეგობრებო, მაგრამ მე უნდა დავტოვო დარბაზი, რადგან არ შემიძლია ამ გადაწყვეტილების მოსმენა. მაპატიეთ, მაგრამ ვტოვებ თქვენ ბინძურ სამფლობელოს. მივდივარ სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიადში." - განაცხადა მათე დევიძემ.  დევიძემ საბოლოო სიტყვის წარმოთქმა რამდენჯერმე, ნერვიულობის გამო შეწყვიტა, დარბაზში მყოფების უმეტესობა კი ტიროდა. https://ghn.ge/news/331403-mivdivar-sinatlis-sadzieblad-usasrulo-tsqvdiadshi-mate-devidzem-sasmartlos-skhdomata-darbazi-datova მივდივარ სინათლის საძიებლად, უსასრულო წყვდიადში სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/544764711.png 2025-06-12 331403 აქციების დროს დაკავებული 8 პირი კვლავ პატიმრობაში რჩება თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის  აქციების ფარგლებში დაკავებული 8 პატიმრის პროცესი დასრულდა. ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე, ირაკლი მიმინოშვილი, ვასილ კაძელაშვილი, თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გიორგაძე და ინსაფ ალიევი პატიმრობაში რჩებიან.  დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს. კერძოდ, სასამართლოში ჩვენება 4-მა მოწმემ მისცა. ჩვენება მისცეს ასევე პატაკის ავტორმა გამომძიებლებმა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ პატიმრობის ძალაში დატოვებას მოითხოვდა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი განმარტებით, დაკავებულების პატიმრობაში დატოვების საფუძვლები არ არსებობდა. სწორედ ამიტომ, ისინი სასამართლოს გირაოს და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებების გამოყენებას სთავაზობდნენ. ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. https://ghn.ge/news/331402-aktsiebis-dros-dakavebuli-8-piri-kvlav-patimrobashi-rcheba აქციების დროს დაკავებული 8 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/774991901.jpg 2025-06-12 331402 დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა - გია ვოლსკი დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა, ისეთ თემებზე ლაპარაკობს, რომლებიც არც ისტორიას ახსოვს და არც პოლიტიკურ პრაქტიკაში არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „პაატა ბურჭულაძე კარგად მღეროდა და პუტინსაც უმღეროდა, მაგრამ, ზოგადად, უნიჭო ადამიანია თუ ყეყეჩი არა. მას საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ჰყავს სალომე ზურაბიშვილის სახით, „ნაცმოძრაობის“ სახით – ბოროტი. მათი მიზანია, როგორმე ქვეყანა დააზიანონ, მაგრამ ამის რესურსი არ აქვთ. სალომე ზურაბიშვილი და პაატა ბურჭულაძე ერთმანეთს ეჯიბრებიან, მაგრამ პაატამ ყეყეჩობაში აჯობა“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ. პაატა ბურჭულაძემ ეროვნული ყრილობა დააანონსა, რაც, მისივე თქმით, მესამე რესპუბლიკის შექმნას ნიშნავს. https://ghn.ge/news/331401-didi-intelektit-arts-salome-zurabishvili-gamoircheva-magram-paata-burchuladzem-siqeqecheshi-qvelas-ajoba-gia-volski დიდი ინტელექტით არც სალომე ზურაბიშვილი გამოირჩევა, მაგრამ პაატა ბურჭულაძემ სიყეყეჩეში ყველას აჯობა - გია ვოლსკი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1350559392.png 2025-06-12 331401 გალტ & თაგარტმა სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პირველი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა გალტ & თაგარტმა ერევანში, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის (CMS) პროგრამის ფარგლებში,  პირველი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა თემაზე – Capital Markets: Preparation and Approval. კონფერენციაში სომხური კომპანიების და ფინანსური სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიების მთავარ თემატიკას კაპიტალის ბაზრების როლი ეკონომიკაში, მათი სტრუქტურა და საჯარო ბაზრებზე დაფინანსების მოზიდვის უპირატესობები წარმოადგენდა. კონფერენციაზე ასევე განიხილეს რეგულაციური ჩარჩო, რომელიც სომხეთის კაპიტალის ბაზრის გარემოს განსაზღვრავს და კაპიტალის ბაზრებზე წვდომის მოსამზადებელი პროცესები. გალტ & თაგარტის საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელმა, თამთა გორგაძემ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა. მან საქართველოს კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის გამოცდილება გააზიარა, რომელიც გალტ & თაგარტის ჩართულობით წარმატებით განხორციელდა. ასევე, თამთა გორგაძემ ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც ქართულმა კომპანიებმა კაპიტალის ბაზრებზე გასასვლელად გაიარეს — ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია სომხური კომპანიებისთვის, რომლებიც მსგავს პროცესს ახლა იწყებენ. „მოხარული ვართ, რომ გალტ & თაგარტის გამოცდილება კაპიტალის ბაზრის განვითარებაში უკვე ცდება ქვეყნის ფარგლებს და რეგიონის მასშტაბებზე გადის. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ კორპორაციული სექტორის ზრდასა და მათი დაფინანსების დივერსიფიცირებას. სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პროგრამის იმპლემენტაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია გალტ & თაგარტისთვის, და ხაზს უსვამს ჩვენი, როგორც რეგიონული ფინანსური ინსტიტუტის, როლს”, - ამბობს თამთა გორგაძე, გალტ & თაგარტის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი. ინფორმაციისთვის, CMS პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ევროკავშირის (EU) ერთობლივ ინიციატივას წარმოადგენს. პროგრამას  სომხეთში  გალტ & თაგარტი ახორციელებს, სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს პარტნიორობით. პროგრამის მიზანია სომხეთში კაპიტალის ბაზრების გაძლიერება და ადგილობრივი კომპანიებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა. პროგრამას ორი ძირითადი კომპონენტი აქვს: საგანმანათლებლო და საგრანტო. საგანმანათლებლო კომპონენტი მოიცავს ვებინარებსა და კონფერენციებს, რომლებიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას და პროფესიული მხარდაჭერის უზრუნველყოფას. გრანტების კომპონენტი კი კომპანიებს კაპიტალის ბაზარზე განთავსების პროცედურების დაფინანსებაში ეხმარება. https://ghn.ge/news/331400-galt-tagartma-somkhetshi-kapitalis-bazris-ganvitarebis-pirveli-saganmanatleblo-konferentsia-chaatara გალტ & თაგარტმა სომხეთში კაპიტალის ბაზრის განვითარების პირველი საგანმანათლებლო კონფერენცია ჩაატარა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1414033287.jpg 2025-06-12 331400 უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების დაბრუნება პრაქტიკაში დარგის სტაბილურ განვითარებას ნიშნავს - ლევან უჯმაჯურიძე „ქართული ვაზის თითოეული უნიკალური ჯიშის აღდგენა, გენეტიკური რესურსების დაცვა და გამოყენება არა მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, არამედ ღვინის წარმოების დივერსიფიცირებას, ექსპორტის ზრდას და რეგიონების ეკონომიკური გააქტიურებას ემსახურება“, – აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ჯიღაურას კოლექციური ნაკვეთებიდან მიღებული ღვინოების დეგუსტაციაზე, რომელიც ისტორიული ღვინის ქარხანაში, ღვინის ბარ „საძველეში“ გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის იმ უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების გაცნობას, რომლებიც ჯიღაურას საკოლექციო ვენახშია დაცული და მევენახეობის სხვადასხვა რეგიონებს წარმოაჩენს. დეგუსტაციისთვის შერჩეული იყო 12 ადგილობრივი წითელი და თეთრყურძნიანი ჯიშისგან დაყენებული ღვინო, რომელთა ენოლოგიური მახასიათებლები და გავრცელების პოტენციალი დამსწრეებს მევენახეობა-მეღვინეობის კვლევითი სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიჩუამ გააცნო. ლევან უჯმაჯურიძემ დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის იმ პროექტების შესახებ, რომლებიც ემსახურება ქართული ვაზის ჯიშების მოძიებას, აღდგენას, შერჩევას, კოლექციურ დაცვასა და სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების საფუძველზე მათი თანამედროვე წარმოებაში ინტეგრაციას. ღონისძიება, რომელსაც  ქართველი და უცხოელი ღვინის სპეციალისტები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და თემის აქტიური განხილვით გაგრძელდა. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მსგავსი ფორმატის შეხვედრებს სისტემატურად ჩაატარებს. https://ghn.ge/news/331399-unikaluri-kartuli-vazis-jishebis-dabruneba-praktikashi-dargis-stabilur-ganvitarebas-nishnavs-levan-ujmajuridze უნიკალური ქართული ვაზის ჯიშების დაბრუნება პრაქტიკაში დარგის სტაბილურ განვითარებას ნიშნავს - ლევან უჯმაჯურიძე ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/919535281.jpeg 2025-06-12 331399 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ორგანიზებით, ეკონომიკის ოლიმპიადა იწყება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, ეკონომიკის ოლიმპიადის ეროვნული რაუნდი 15 ივნისს ტარდება. ინიციატივა საერთაშორისო პროექტის ნაწილია, რომელიც 2016 წელს Institute of Economic Education (INEV) მიერ ჩეხეთში შეიქმნა და მასში ყოველწლიურად 30 ქვეყნის 80 000 მოსწავლე მონაწილეობს. საქართველოში პროექტი GELi-ს მიერ ხორციელდება. წელსაც, ტრადიციულად, ოლიმპიადა სამ ეტაპად ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები: სკოლის რაუნდში მოსწავლეები ქართულ ან ინგლისურ ენაზე ტესტს   ონლაინ დაწერენ. საუკეთესო შედეგის მქონე 200 ახალგაზრდა კი ეროვნულ ტურში იასპარეზებს; ეროვნული ეტაპი თბილისში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეები გაივლიან ტესტირებას და  შეძლებენ, დაესწრონ საინტერესო ღონისძიებებს ეკონომიკის შესახებ. ეროვნულ ეტაპზე გამოვლინდება 10 საუკეთესო შედეგის მქონე ახალგაზრდა, რომლებიც ეკონომიკის საზაფხულო ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას; ბანაკის დასრულების შემდეგ საუკეთესო შედეგის მქონე 5 მოსწავლე აგვისტოს ბოლოს საბერძნეთში გაემგზავრება და საერთაშორისო - ფინალურ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ისინი 30-მდე ქვეყნიდან შერჩეულ 100-ზე მეტ მოსწავლესთან ერთად იასპარეზებენ. ოლიმპიადის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს. ინფორმაციისთვის, ეკონომიკის ოლიმპიადა ორგანიზაცია GELi-ს ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და თავისუფალი უნივერსიტეტის პარტნიორობით კეთდება. https://ghn.ge/news/331398-sakartvelos-bankis-mkhardacherit-da-geli-s-organizebit-ekonomikis-olimpiada-itsqeba საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და GELi-ს ორგანიზებით, ეკონომიკის ოლიმპიადა იწყება საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/970224059.jpg 2025-06-12 331398 ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს და პროცესიდან გააძევეს "ლელო -ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი 500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება ლელა მილდენბერგერმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.  მანამდე ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევეს. ოპოზიციონერის განცხადებით, მოსამართლეს შემდეგი ფრაზა უთხრა - "ხალხი გყავს პაჭკა-პაჭკა დასაჭერი". მისი თქმით, სწორედ ეს სიტყვები აღმოჩნდა მისი დარბაზიდან გაძევების ერთ-ერთი მიზეზი.  "ჩემ ადვოკატს არცერთი შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა. ლაშა ტალახაძე მიჩივის და მოვიყვანოთ-მეთქი, არაო, ამდენი დრო არ მაქვსო. მე ვუთხარი, რომ ხალხი გყავს "პაჩკა-პაჩკა" დასაჭერი და მაგის გამო გამომაგდეს. დამაჯარიმეს". - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  ალეკო ელისაშვილს "ქართული ოცნების" დეპუტატისთვის, ლაშა ტალახაძისთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.   https://ghn.ge/news/331397-aleko-elisashvili-500-larit-daajarimes-da-protsesidan-gaadzeves უთხარი, რომ ხალხი გყავს პაჭკა-პაჭკა დასაჭერი და მაგის გამო გამომაგდეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1236430043.png 2025-06-12 331397 საქალაქო სასამართლოში ხმაურია თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მანდატურები ძალის გამოყენებით ცდილობენ პროცესზე დასწრების მსურველები სასამართლო შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანონ.  პარალელურად საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება. ასევ იმართება ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სასამართლო პროცესები. https://ghn.ge/news/331396-sakalako-sasamartloshi-khmauria საქალაქო სასამართლოში საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1638041942.png 2025-06-12 331396 სალომე ზურაბიშვილი მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდა სალომე ზურაბიშვილი სინდისის პატიმრის, მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე სხდომათა დარბაზშია.  ზურაბიშვილს ადგილზე შეკრებილ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.  დღეს 21 წლის მათე დევიძის დასკვნითი პროცესია.  მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/331395-salome-zurabishvili-mate-devidzis-sasamartlo-protsesze-mivida სალომე ზურაბიშვილი მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/858801945.png 2025-06-12 331395 ხობის მუნიციპალიტეტში 4,7 კილომეტრი სიგრძის  სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს  შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამეგრელოში სადრენაჟე სისტემების მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.   ექსპლუატაციის ღონისძიებები ხობის მუნიციპალიტეტში ხობი-უტორას დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფლების ხეთისა და პირველი მაისის ტერიტორიაზე,  ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან,  4,7  კილომეტრი სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები  იწმინდება.  ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, 80 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების გაზრდას უზრუნველყოფს.  სადრენაჟე არხების გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია აგვისტოში დაასრულებს. აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში სამეგრელოში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია  12 400 ჰექტარი მიწის ფართობი, ხოლო ჭარბი წყლის მოცილების სამუშაოები 10 170 ჰექტარ მიწის ფართობზე განხორციელდა. https://ghn.ge/news/331394-khobis-munitsipalitetshi-47-kilometri-sigrdzis-sadrenazhe-arkhebze-gatsmenditi-samushaoebi-mimdinareobs ხობის მუნიციპალიტეტში 4,7 კილომეტრი სიგრძის  სადრენაჟე არხებზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს  ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/919025714.JPG 2025-06-12 331394 ვიკა ბუკიას სასამართლო პროცესი გადაიდო ვიკა ბუკიას სასამართლო პროცესი გადაიდო. მოსამართლემ სხდომა 18 ივნისს ჩანიშნა.  დღეს, 12 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-მდე აქტივისტი და ჟურნალისტი დაიბარეს. ყველა მათგანს „ქართული ოცნების“ დეპუტატებისათვის ფეისბუქზე შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. აქტივისტებსა და ჟურნალისტებს, ასევე პოლიტიკოსებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/331393-vika-bukias-sasamartlo-protsesi-gadaido ვიკა ბუკიას სასამართლო პროცესი გადაიდო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/930676888.jpg 2025-06-12 331393 სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს. ჯარიმის ქვითარს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.  საქართველოს პრეზიდენტს 10 აპრილს რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებიან.   "აქტივისტად მოვინათლე დღეს. მე კი ვიდექი იქ სადაც ყველა დედა უნდა მდგარიყო - სინდისის პატიმრების დედების გვერდში!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.    https://ghn.ge/news/331392-salome-zurabishvili-5000-larit-daajarimes სალომე ზურაბიშვილი 5000 ლარით დააჯარიმეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/491853576.jpg 2025-06-12 331392 რეჟიმი შეწუხდა, დეპრესიაში არიან, ქუჩაში ვერ გადიან, კაფეში ვერ ჯდებიან მშვიდად და გადაწყვიტეს ხალხის გაჩუმება - ლევან ხაბეიშვილი რეჟიმი შეწუხდა, დეპრესიაში არიან, ქუჩაში ვერ გადიან, კაფეში ვერ ჯდებიან მშვიდად და გადაწყვიტეს ხალხის გაჩუმება, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმდჯომარე ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში “შეწუხდნენ, დეპრესიაში არიან და თავი რა ქვას დაახალონ არ იციან - სახლში მეუღლე ეუბნება, რომ იქ ვიღაცამ რაღაც დაწერა, მეზობელმა რაღაც უთხრა, სანათესავოში ვიღაც მოემდურა. იქეთ შვილები ეუბნებიან, რომ სკოლაში ასე და ასე თქვეს, ოჯახის წევრები ცალკე წერენ, ურეკავენ, რომ მათ გარშემოც ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას, რომ სამშობლოს მოღალატეებად მოიხსენიებენ. კაფეში ვერ დაჯდა თავის ჭკუაზე და სულ რომ სიმშვიდე იყოს, ყველგან ელანდება, რომ ვიღაც ლანძღავთ, ცუდად უყურებს, მივა და მიახლის სიმართლეს და ასე შემდეგ…მარკეტში მშვიდად ვერ შედის ვინმემ არ იცნოს, რესტორანში სანამ შევა ყველას აკვირდება, ვინმე ხომ არ უყურებს ცუდად - მოკლედ აბსოლუტურ მოჯადოებულ წრეში ცხოვრობენ. გადაწყვიტეს, მოდი გავაჩუმოთ ეს ხალხი, ავუკრძალოთ აზრის გამოთქმა და მიიღეს კანონი - Facebook სტატუსები გახდა დასჯადი. გამოაგორეს მდინარაძე, რუსული არხები “TV იმედი” და “პოსტ TV”, მოქოქეს კამპანია რომ გამკაცრდა კანონი, ამას გიზამთ, იმას გიზამთ და… და ჩაფლავდა! ოპოზიციონერი არ უყურებს პროპაგანდისტულ, სამთავრობო, რუსულ არხებს და თუ უყურებს სერიოზულად არ აღიქვამს. მოიფიქრეს უკეთესი - უჩივლეს ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოებიდან ცნობილ სახეებს და ჩვენსავე, ოპოზიციურ ველზე შემოიტანეს "ნიუსი" - არ გალანძღო ლაშხი, მდინარაძე, კობახიძე, თორემ დაგიჭერთ ყველას!!! ოპოზიციური მედიასაც უწევს ამ რეპრესიების გაშუქება და რეალურად, ეს უნდა ახლა ქოცს - იყოს ძლიერის პოზიციაში და ჩვენს ხალხს აჩვენოს, თუ როგორი მაგრები და ძლიერები არიან, “ცნობილ ხალხს რას უშვრებიან და მოქალაქეებს რას გიზამთ წარმოიდგინეთ”გზავნილით. გამოსავალი არის შემდეგი - ნაკლები ვისაუბროთ მათ რაზეც უნდათ იმაზე! ვისაუბროთ და ფოტოებით ვაჩვენოთ ყოველ დღე - ნაწამები, დასახიჩრებული ადამიანების და ამის გამო რომ არავინ, არსად არ დაუბარებიათ! მათ რაც უნდათ ის არ უნდა ვისაუბროთ - უნდა შევუტიოთ იქეთ!” - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში. https://ghn.ge/news/331391-rezhimi-shetsukhda-depresiashi-arian-kuchashi-ver-gadian-kafeshi-ver-jdebian-mshvidad-da-gadatsqvites-khalkhis-gachumeba-levan-khabeishvili რეჟიმი შეწუხდა, დეპრესიაში არიან, ქუჩაში ვერ გადიან, კაფეში ვერ ჯდებიან მშვიდად და გადაწყვიტეს ხალხის გაჩუმება, - პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1735995429.jpeg 2025-06-12 331391 ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს. ავიაკომპანია Air India-ს ცნობით, თვითმფრინავის Boeing 787-8-ის ბორტზე, რომელიც ქალაქ აჰმადაბადის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა, სულ 242 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 230 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი. თვითმფრინავი ავიაკომპანია Air India-ს ეკუთვნოდა და ლონდონის გეტვიკის აეროპორტისკენ მიემართებოდა. რეისს Boeing 787 Dreamliner ასრულებდა. თვითმფრინავი აჰმედაბადის (გუჯარათი) აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 13:39 საათზე აფრინდა. პილოტებმა მალევე გააგზავნეს განგაშის სიგნალი, რის შემდეგაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ხელისუფლებას კატასტროფის მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. https://ghn.ge/news/331390-indoetshi-chamovardnili-tvitmfrinavis-bortze-indoetis-didi-britanetis-portugaliisa-da-kanadis-mokalakeebi-imqofebodnen ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2089828016.png 2025-06-12 331390 რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ერთ მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა კიდევ 1140 ოკუპანტი გაანეიტრალეს; საერთო ჯამში, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, რუსეთის დანაკარგებმა ომში 1 მილიონზე მეტი დაღუპული და დაჭრილი ჯარისკაცი შეადგინა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს. რუსეთის დანაკარგები: პირადი შემადგენლობის  1000 340 ადამიანი; ტანლკი - 10 933; საბრძოლო ჯავშანმანქანა  - 22 786; საარტილერიო სსიტემა - 29 063; საჰაერო თავდაცვის სისტემა - 1 184; უპილოტო საფრენი აპარატები - 40 435; საავტომობილო ტექნიკა - 5 1715. https://ghn.ge/news/331389-rusetma-ukrainis-tsinaaghmdeg-omshi-ert-milionze-meti-samkhedro-dakarga-ukrainis-genshtabi რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომში ერთ მილიონზე მეტი სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/937365044.png 2025-06-12 331389 “ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა ბრიუსელში კიტ კელოგს და ბენჟამინ ჰადადს შეხვდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირად წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპულ საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა. "ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ცნობით, თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში თიბა ბოკუჩავა დონალდ ტრამპის წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა; “დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც ტრამპის პირადი წარმომადგენელია უკრაინაში და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე ვესაუბრეთ ბენჟამინ ჰადადს, საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე იმისთვის, რომ მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. https://ghn.ge/news/331388-natsionaluri-modzraobis-informatsiit-tina-bokuchava-briuselshi-kit-kelogs-da-benzhamin-hadads-shekhvda “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელის ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პირად წარმომადგენელს უკრაინაში, გენერალ კიტ კელოგს და საფრანგეთის მინისტრს ევროპულ საკითხებში, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1698264472.jpeg 2025-06-12 331388 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს ბანკი, პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად, ბანკთან თანამშრომლობით, თბილისში მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა. პროექტის ჯამური ღირებულება 22 მლნ. დოლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 15 მლნ. დოლარს შეადგენს.  თბილისის მშრალი პორტის პროექტი რეგიონული მნიშვნელობის მულტიმოდალურ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ცენტრს წარმოადგენს. პროექტი 19.5 ჰა მიწის ნაკვეთზე განხორციელდა და პირველი ფაზა მოიცავს 2,500 კვ.მ-მდე B კლასის საწყობს და 5.5 ჰა ტერიტორიაზე განთავსებულ საკონტეინერო მოედანს, რომელიც აღჭურვილია 4 სარკინიგზო ხაზით. სამომავლოდ, მომდევნო ფაზაში, დაგეგმილია 10,000 კვ.მ-მდე ფართობის A კლასის საწყობის მშენებლობა და საკონტეინერო მოედნის გაფართოება. პორტს გააჩნია თანამედროვე საკონტეინერო ტექნიკა და ასევე საკუთარი სარკინიგზო ლოკომოტივები. თბილისის მშრალი პორტი არის პირველი მასშტაბური ინფრასტრუქტურული ჰაბი, რომელიც უზრუნველყოფს ფოთისა და ბათუმის პორტებიდან შემოსული საკონტეინერო ტვირთების პირდაპირი რკინიგზით გადმოტანას თბილისში. ასევე პორტი შესაძლებლობას იძლევა ტვირთები სარკინიგზო გზით მიღებულ იქნს ჩინეთიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ან უკან. ასევე ადგილზე შესაძლებელია ტვირთების გადატვირთვა, დასაწყობება და შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელება. ამიერიდან, პორტს შესაძლებლობა აქვს წელიწადში 100,000 TEU-მდე ტვირთბრუნვას მოემსახუროს. მომდევნო ფაზის ამოქმედების შემდეგ კი ეს მაჩვენებელი 200,000 TEU-მდე გაიზრდება. „აღნიშნული პროექტი ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა არა მხოლოდ ფინანსური ჩართულობის, არამედ იმ ღირებულებების თვალსაზრისით, რასაც ის ქვეყნის ეკონომიკური პროგრესისთვის წარმოადგენს. საქართველოს ბანკი აქტიურად უჭერს მხარს ინიციატივებს, რომლებიც რეალურ ეკონომიკურ სარგებელს ქმნიან, აძლიერებენ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს და ახალ სამუშაო ადგილებს აჩენენ. თბილისის მშრალი პორტი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორობის წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ის არა მხოლოდ ეკონომიკურ სარგებელს ქმნის, არამედ საქართველოს გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე პოზიციონირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.   მსგავსი პროექტის განხორციელება თბილისში მომხმარებლებისთვის ტრანსპორტირების ხარჯსა და ლოდინის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ასევე, სარკინიგზო გადაზიდვების მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს ასრულებს გარემოს დაცვის მხრივაც. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მსგავსი მასშტაბური პროექტების განხორციელებას როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ტრანსპორტის და ტელეკომის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, მარიამ ჩიხრაძემ https://ghn.ge/news/331387-sakartvelos-bankis-mkhardacherit-tbilisis-mshrali-porti-ofitsialurad-gaikhsna საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1098008397.jpg 2025-06-12 331387 ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ დაითმობა - კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე „არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა - ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში,  ქართველი ხალხის ინტერესს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.  „ისმის კითხვა: რა არის ამის მიზეზი? რას აკეთებს საქართველო ისეთს, რომ ქართველებს შეუჩერონ უვიზო მიმოსვლა? ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ გავაკეთეთ განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ინტერესები არ და ვერ დაითმობა. საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის გაატარებს, პირველ რიგში,  ქართველი ხალხის ინტერესს და დაიცავს ქვეყანაში უსაფრთხოებას, მშვიდობას და განავითარებს ქვეყნის ეკონომიკას. ქვეყნის ინტერესების დათმობა არ მოხდება. ეს უნდა გაიგოს ყველამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და არავის აქვს უფლება, მითითებები მისცეს ხელისუფლებას. ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მის განვითარებას და არავის ვაძლევთ იმის საშუალებას, ისე მოიქცეს, როგორც მაგალითად, უკრაინასთან მიმართებით მოიქცნენ, როგორც ის იქნა გამოყენებული ვიღაცების ინტერესებისთვის. საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. ჩვენ გვახსოვს, რამხელა უბედურება მოუტანა 2008 წლის ომმა ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, კითხვაზე, თუ რა გეგმა აქვს ხელისუფლებას უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების თავიდან ასაცილებლად, მერი ამბობს, რომ გეგმა მარტივია: „ჩვენი გეგმა არის ძალიან მარტივი, ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა, მშვიდობის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მოწოდება იყო და რეზოლუციაშიც ასახეს, რომ ქვეყანა უნდა მიუერთდეს სანქციებს, არ ვაპირებთ სანქციებზე მიერთებას, ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე - არ გვინდა, ეკონომიკა ჩამოიშალოს და ამან კიდევ დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. ჩვენ არავის ვებრძვით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას და ხალხს. საქართველოს ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველო არ არის ვიღაცის უკანა ეზო, საქართველო არის დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფრისთვის ჩვენმა წინაპრებმა სისხლი დაღვარეს, იბრძოლეს, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები“, - აღნიშნა თბილისის მერმა. https://ghn.ge/news/331385-chven-ki-vitsit-rats-aris-amis-mizezi-tumtsa-araertkhel-ganvmartet-rom-sakartvelos-interesebi-ar-daitmoba-kakha-kaladze-uvizo-mimosvlis-shesadzlo-shecherebaze ჩვენ კი ვიცით, რაც არის ამის მიზეზი, თუმცა არაერთხელ განვმარტეთ, რომ საქართველოს ინტერესები არ დაითმობა - კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1699636548.jpg 2025-06-12 331385 მოსკოვის ოლქში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა - უკრაინის გენშტაბი 12 ივნისის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობასთან ერთად, რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მნიშვნელოვან ობიექტზე - მოსკოვის ოლქში მდებარე „რეზონიტის“ ტექნოპარკზე იერიში მიიტანეს. „აფეთქებები მოსკოვის ოლქის ქალაქ ზუბოვოში, „რეზონიტის“ ტექნოპარკის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ეს არის ქარხანა, რომელიც აწარმოებს ბეჭდური მიკროსქემების დაფების სერიულ წარმოებას და აწყობას, ასევე ელექტრონიკის წარმოებას. მისი პროდუქცია ფართოდ გამოიყენება მაღალტექნოლოგიური იარაღისა და აღჭურვილობის წარმოებაში“, - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში. აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგები ზუსტდება. „თავდაცვის ძალები აგრძელებენ ყველა ზომის მიღებას რუსი ოკუპანტების სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის შესასუსტებლად და აიძულონ რუსეთი, შეწყვიტოს შეიარაღებული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“, - აცხადებენ გენშტაბში. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ღამით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა, სავარაუდოდ, რუსეთის სამ რეგიონში და დროებით ოკუპირებულ ყირიმში 52 „უკრაინული დრონი“ ჩამოაგდეს. https://ghn.ge/news/331383-moskovis-olkshi-samkhedro-samretsvelo-kompleksis-obiektze-dronebit-tavdaskhma-gankhortsielda-ukrainis-genshtabi მოსკოვის ოლქში, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე   დრონებით თავდასხმა განხორციელდა- უკრაინის გენშტაბი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1809414176.png 2025-06-12 331383 ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება და პლატფორმა გვინახავს, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოუტანია - კახა კალაძე ოპოზიციაზე თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოპოზიციიდან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, მმართველ გუნდს დაწყებული აქვს მზაობა არჩევნებისთვის და საკუთარ ხედვას მოსახლეობას უახლოეს პერიოდში წარუდგენს. „არ ვიცი, ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ვინ რას აპირებს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს - რასაც ეტყვიან, დაავალებენ, იმას გააკეთებენ. ნახეთ, როგორი პოზიცია ეჭირათ სულ რამდენიმე ხნის წინ არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით და როგორც კი გარედან შეიცვალა რიტორიკა, მაშინვე დაიწყეს საუბარი, რომ ვიღაცები არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ. ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ რადიკალური დაჯგუფებების მხრიდან. დაწყებული გვაქვს მზაობა თვითმმართველობის არჩევნებისთვის და საზოგადოებას ძალიან მალე წარვუდგენთ ჩვენს ხედვას, თუ რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას „წინააღმდეგობის პლატფორმასთან“ დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს ქართველ ხალხთან და ქვეყნის ინტერესებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ: საზოგადოება ხედავს, რომ ამ ადამიანებს შორის არის დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება და პლატფორმა გვინახავს, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოუტანია. ინდივიდუალურად, ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, ვინ არის მათი რეალური პატრონი. მათ საზოგადოებასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, ისინი არ ეკუთვნიან ქართველ ხალხს, ჩვენ ქვეყანას, სამშობლოს. მათ სხვა ადამიანები მართავენ, სხვა ინტერესები აქვთ საქართველოსთან მიმართებაში და საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და აფასებს“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. https://ghn.ge/news/331386-chven-bevri-aseti-gaertianeba-da-platforma-gvinakhavs-romelsats-aranairi-tsvlileba-ar-moutania-kakha-kaladze-opozitsiaze ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება და პლატფორმა გვინახავს, რომელსაც არანაირი ცვლილება არ მოუტანია - კახა კალაძე ოპოზიციაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1149260232.jpg 2025-06-12 331386 როგორც ჩანს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შტაბის უფროსი იყოს - ლევან მახაშვილი პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა უცხოეთიდან ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად გახსნა. როგორც ჩანს, მას გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შტაბის უფროსი იყოს, ოღონდ გარედან, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა. „არ მგონია, მისთვის ნაციონალისტური სენტიმენტებით თამაში სასარგებლო იყოს, მით უმეტეს, ახლა, როცა ამ საკითხზე ლეგიტიმაციის დიდი პრობლემები აქვს. სხვა მხრივ, უვიზო მიმოსვლას ორი მხარე ჰყავს – ევროპული მხარე და საქართველო. რას აკეთებს ქართული მხარე, ევროკომისიის ანგარიშში ჩაიხედეთ და ნახავთ, რას ვაკეთებთ მიგრაციის ნაწილში, დანაშაულის პრევენციის ნაწილში, საზღვრების კონტროლის და რეადმისიის ნაწილში. ამ საკითხებზე არცერთი კითხვა არ არის. 1986 წლიდან, როცა უვიზო მიმოსვლა დაარსდა და შენგენი ძალაში შევიდა, მთავარი საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოება იყო. საქართველო უსაფრთხოების ნაწილში არცერთ სახელმწიფოს საფრთხეს არ უქმნის, ყოველ შემთხვევაში, არა იმდენს, რამდენსაც შეიძლება სხვა უქმნიდეს. სამწუხაროდ, ტენდენცია ფიქსირდება, როცა ვიზალიბერალიზაცია პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის საგანი ხდება. თუ ასე მოხდება, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი პასუხისმგებლობა რაც არის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და ჩვენი მოქალაქეების გადაადგილებამ საფრთხე არ შექმნას, ამას დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით. არ მგონია, ამ საქმეში პოლონეთს ისეთი სანდო პარტნიორი ჰყავდეს, როგორც საქართველოა. გადახედეთ, ვინ რა დანაშაულს ჩადის პოლონეთში და ნახავთ, რომ ქართველების თემების წამოწევა იყო მხოლოდ არაეფექტიანი შიდა მმართველობის გადაფარვა“, – განაცხადა მახაშვილმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. https://ghn.ge/news/331382-rogorts-chans-polonetis-premier-ministrs-gadatsqvetili-akvs-rom-kolektiuri-natsmodzraobis-shtabis-ufrosi-iqos-levan-makhashvili როგორც ჩანს, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილი აქვს, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შტაბის უფროსი იყოს - ლევან მახაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2140259641.jpg 2025-06-12 331382 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ქარი, მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში სეტყვა. „იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს. მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/331381-14-15-ivniss-sakartvelos-umetes-raionshi-mosalodnelia-tsvima-kari-mnishvnelovnad-daiklebs-haeris-temperatura 14-15 ივნისს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ქარი, მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/275252536.png 2025-06-12 331381 ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე 242 ადამიანი იმყოფებოდა დასავლეთ ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 240-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ამოდის აეროპორტიდან ცაში სქელი შავი კვამლი. გავრცელებული ინფორმაციით, აჰმადაბადიდან ლონდონში მიმავალი Air India-ს რეისი აჰმადაბადში, სარდარ ვალაბჰაი პატელის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. გუჯარათის პოლიციის ცნობით, თვითმფრინავში 242 ადამიანი იმყოფებოდა. https://ghn.ge/news/331380-indoetshi-samgzavro-tvitmfrinavi-chamovarda-bortze-242-adamiani-imqofeboda ინდოეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზე 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/757558000.png 2025-06-12 331380 აზრის გამოხატვა არ შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად - ლევან იოსელიანი აზრის გამოხატვა, მათ შორის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად - ეს არის ის სტანდარტი, როგორც სტრასბურგის სასამართლო კონვენციის 10 მუხლს განმარტავს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო იცავს ძალიან მკაცრ და კრიტიკულ მოსაზრებებს, მათ შორის ისეთსაც, რაც საზოგადოების უმეტესობისთვის შეიძლება მიუღებელი და შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ ის არ იცავს, მათ შორის არც საჯარო პირების მიმართ სიძულვილის ენას, ბულინგს, ძალადობის წაქეზებას ან ბილწსიტყვაობას. აზრის გამოხატვა, მათ შორის პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, არ შეიძლება მიმართული იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად ან დასაკნინებლად. ეს არის ის სტანდარტი როგორც სტრასბურგის სასამართლო განმარტავს კონვენციის 10 მუხლს და ამაზე არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული. დანარჩენი დამოკიდებულია საქმის დეტალებზე და სასამართლოში წარდგენილ მტკიცებულებებზე, რაზე დაყრდნობით იბარებენ ამ ადამიანებს ან რა ტიპის გამონათქვამებს ედავებიან“, - აცხადებს ლევან იოსელიანი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო სასამართლოში დაიბარეს ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელზეც შსს-ში საჩივარი "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა შეიტანა მისთვის "მონას" დაძახების გამო. ამავე მიზეზით ლაშხმა უწყებაში საჩივარი ჟურნალისტი ვიკა ბუკიას წინააღმდეგაც შეიტანა. პარტია ფედერალისტების ერთ-ერთ ლიდერს, თამარ ჩერგოლეიშვილს ხვალ სასამართლოში იბარებენ სოციალურ ქსელში მდინარაძისა და წულუკიანის შეურაცხყოფის მიზეზით. სასამართლოში დაიბარეს პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარიაც. აქტივისტ ანა სუბელიანის წინააღმდეგ საჩივარი სხვა დეპუტატმა, ნინო წილოსანმა დაწერა, როგორც სუბელიანი ამბობს, მიზეზი სოციალურ ქსელში წულუკიანისთვის "არაქალოს" დაძახება გახდა. გიორგი ტუმასიანის თქმით, მის წინააღმდეგ სარჩელი მარიამ ლაშხმა შეიტანა, სოცქსელში მისი "სამშობლოს მოღალატედ" და "თანამედროვე ბოლშევიკად" მოხსენიებისთვის. სასამართლოში დაიბარეს სხვა პოლიტიკოსები და საჯარო პირებიც. https://ghn.ge/news/331379-azris-gamokhatva-ar-sheidzleba-iqos-konkretuli-adamianis-dasazianeblad-levan-ioseliani იოსელიანი საჩივარზე: აზრის გამოხატვა არ შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანის დასაზიანებლად კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/564755605.jpg 2025-06-12 331379 ელენე ხოშტარიასა და ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები გადაიდო კოალიცია "ცვლილების" ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიასა და აქტივისტის, ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები გადაიდო. მიზეზი ორივე შემთხვევაში ადვოკატების შუამდგომლობა გახდა, რომლის მიხედვითაც სუბელიანი და ხოშტარია პროცესზე არ იყვნენ წარმოდგენილები. ანა სუბელიანს, ელენე ხოშტარიას და სხვა პირების მიმართ შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან - 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს. https://ghn.ge/news/331378-elene-khoshtariasa-da-ana-subelianis-sasamartlo-protsesebi-gadaido ელენე ხოშტარიასა და ანა სუბელიანის სასამართლო პროცესები გადაიდო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/993716065.png 2025-06-12 331378 “ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუძახებს მონას, საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ ზუსტად ამ სახელს - რუსული რეჟიმის მონებს - ანა წითლიძე “ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუძახებს მონას და რამდენ ადამიანზეც არ უნდა შევიდეს სარჩელი სასამართლოში, საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ ზუსტად ამ სახელს - რუსული რეჟიმის მონებს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა. “ეს იქნებოდა სასაცილო ტრაგიკული რომ არ იყოს და ნათლად უჩვენებს იმას, რომ “ოცნებას” აკომპლექსებს იმის დაძახება, რასაც იმსახურებს. მთელი ეს სარჩელები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ შეიტანეს ე.წ-მა პარლამენტის წევრებმა, არის არაკონსტიტუციური, რადგან მთლიანად ეწინააღმდეგება გამოხატვის თავისუფლებას და “ოცნებამ” უნდა იცოდეს , რომ რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტ წინააღმდეგობას მიიღებს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუძახებს მონას და რამდენ ადამიანზეც არ უნდა შევიდეს სარჩელი სასამართლოში, საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ ზუსტად ამ სახელს - რუსული რეჟიმის მონებს, რომლებიც ამ ქვეყანას აკარგვინებ ევროპული განვითარების მომავალს. პასუხი უნდა იყოს ერთი - დააჯარიმებენ ერთს, ასი ადამიანი დაუძახებს იმავეს და უნდა იცოდნენ, რომ ისინი ქუჩაში მშვიდად და წყნარად ვერ გაივლიან, ყველგან მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ, მაგრამ მათთვის ყველაზე დიდი სასჯელი მათთვის იქნება ის, რომ საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს საქართველოში და რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს.” - განაცხადა ანა წითლიძემ. https://ghn.ge/news/331377-otsnebam-unda-itsodes-rom-rats-ufro-mets-akrdzalavs-mit-ufro-meti-adamiani-daudzakhebs-monas-sakartvelos-istoria-daarkmevs-mat-zustad-am-sakhels-rusuli-rezhimis-monebs-ana-tsitlidze “ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ რაც უფრო მეტს აკრძალავს, მით უფრო მეტი ადამიანი დაუძახებს მონას, საქართველოს ისტორია დაარქმევს მათ ზუსტად ამ სახელს - რუსული რეჟიმის მონებს - ანა წითლიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/554755743.jpg 2025-06-12 331377 ოპოზიციას არ ჰყავს არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული - ირაკლი კობახიძე ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც აქვს ოპოზიციას არის ის, რომ მათ არ ჰყავთ არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, არცერთი ასეთი პოლიტიკოსი არ არის ოპოზიციაში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის თქმით, ამის გამოა, რომ ურეიტინგო პოლიტიკოსებს, ხან ერთ დავალებას აძლევენ გარედან, ხან მეორეს. „იმ პირობებში, როდესაც აქვთ სერიოზული კრიზისი, მათ შორის, პერსონალურ დონეზე, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/331376-opozitsias-ar-hqavs-artserti-reitinguli-da-karizmatuli-figura-vertserti-mati-initsiativa-ver-ikneba-tsarmatebuli-irakli-kobakhidze  ოპოზიციას არ ჰყავს არცერთი რეიტინგული და ქარიზმატული ფიგურა, ვერცერთი მათი ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/647832943.jpg 2025-06-12 331376 ჩვენ სწრაფად მივდივართ წინ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, ხოლო საქართველოსთან, ეს პროცესი ჩიხშია, ვშიშობ, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაკარგოს - პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირში ინტეგრაციაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაფართოების პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს, - ამის ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისში, ჟურნალისტებს განუცხადა. შეკითხვაზე, რა შეიძლება კრიზისიდან გამოსავალი იყოს, ელჩმა უპასუხა, რომ „დიალოგია საჭირო“. „ჩემს საქმეს არ წარმოადგენს ის, რომ რომელიმე პარტიას ვუთხრა რა გააკეთოს ან რა არ გააკეთოს. რისი ხილვაც ნამდვილად მსურს, არის ის, რომ ქართველებს შორის საუბარი შედგეს, საჭიროა დიალოგი და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია გაიმარჯვებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის მომხრე ყველა პოლიტიკური ძალა ამას ეროვნულ პრიორიტეტად მიიჩნევს. ვიმედოვნებ, რომ არსებული განსხვავებების დაძლევა მოხდება და საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნდება, რადგან გაფართოების პროცესი წინ მიიწევს. ეს ევროკომისიის პრიორიტეტს წარმოადგენს. უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებაში ჩვენ წინ მივიწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით ეს პროცესი ჩიხშია შესული, რაც სამწუხაროა და ვშიშობ, რომ საქართველოსთვის ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაიკარგოს“, - აღნიშნა ჰერჩინსკიმ. https://ghn.ge/news/331375-chven-stsrafad-mivdivart-tsin-ukrainastan-da-moldovastan-mimartebashi-kholo-sakartvelostan-es-protsesi-chikhshia-vshishob-rom-sakartvelom-es-istoriuli-shansi-sheidzleba-dakargos-pavel-herchinski-evrokavshirshi-integratsiaze ჩვენ სწრაფად მივდივართ წინ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, ხოლო საქართველოსთან, ეს პროცესი ჩიხშია, ვშიშობ, რომ საქართველომ ეს ისტორიული შანსი შეიძლება დაკარგოს - პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირში ინტეგრაციაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1716344702.png 2025-06-12 331375 პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და მათი მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს - ანა წითლიძე პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და მათი მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე. როგორც მან აღნიშნა, ამ საკითხზე დისკუსიის დაწყება ქართველი ხალხისთვის ცუდია და მასზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ოცნებასა“ და ბიძინა ივანიშვილს. „ის, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის პოლონეთი, რომელიც არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ამდენი წელია მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, საუბრობენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე, ცხადია ეს არის მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების” პასუხისმგებლობა. ეს არის “ოცნების” საგარეო პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დააშოროს ევროპას, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი დასავლელი პარტნიორების ლანძღვასა და ქვეყნის იზოლაციაზე. საბოლოოდ, ეს მოიტანს იმას, რომ საქართველო იქნება მარტო ყველა იმ სიკეთის გარეშე, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის გარეშე, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს ევროპელებისგან. უნდა გვესმოდეს, რომ პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და ამ საკითხის მათი მხრიდან ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს. ის, რომ ამაზე დისკუსია მიმდინარეობს უკვე არის ძალიან ცუდი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ პასუხისმგებლობა ამაზე ეკისრება “ოცნებას” და ივანიშვილს,” - განაცხადა ანა წითლიძემ. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. https://ghn.ge/news/331374-poloneti-aris-ert-erti-qvelaze-mnishvnelovani-kveqana-evrokavshirshi-da-mati-mkhridan-vizaliberalizatsiis-shecherebis-sakitkhis-lobireba-nishnavs-imas-rom-aman-sheidzleba-seriozuli-sakhe-miighos-ana-tsitlidze ანა წითლიძე - პოლონეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირში და მათი მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხის ლობირება ნიშნავს იმას, რომ ამან შეიძლება სერიოზული სახე მიიღოს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1871666525.jpeg 2025-06-12 331374 ევროკავშირმა დაარღვია 2010 წელს დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო სადამსჯელო გადაწყვეტილება - შალვა პაპუაშვილი ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „რაც შეეხება დიპლომატიურ პასპორტებს და ევროკავშირის ელჩის განცხადებას, კარგი იქნება, თუ იტყვის 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით, რომლითაც დიპპასპორტებზე უვიზო რეჟიმი ვრცელდებოდა, რომელი მუხლის რომელი პუნქტის საფუძველზე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. ევროკავშირმა დაარღვია საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც 2010 წელს საქართველოს და ევროკავშირს შორის დაიდო დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო რეჟიმზე, დაარღვია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო პოლიტიკური, სადამსჯელო გადაწყვეტილება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ბრიუსელის ბიუროკრატიაში, რომელიც მათ აქვთ ქართველი ხალხის მიმართ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. https://ghn.ge/news/331373-evrokavshirma-daarghvia-2010-tsels-diplomatiur-pasportebtan-dakavshirebit-dadebuli-saertashoriso-khelshekruleba-da-qovelgvari-safudzvlis-gareshe-miigho-sadamsjelo-gadatsqvetileba-shalva-papuashvili ევროკავშირმა დაარღვია 2010 წელს დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მიიღო სადამსჯელო გადაწყვეტილება - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1333854036.jpeg 2025-06-12 331373 პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართული საკითხის გამოყენება, რათა დონალდ ტუსკს რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს -  შალვა პაპუაშვილი ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება, რათა დონალდ ტუსკს რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებ ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას. „შემაშფოთებელია, როდესაც არის მცდელობა, პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენონ სხვა ხალხი. ვიცით, რომ გუშინ პრემიერ ტუსკს პოლონეთის პარლამენტში ჰქონდა ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით კენჭისყრა და იმისთვის, რომ რამდენიმე ხმით მეტი გარანტია ჰქონოდა, მოხდა ქართველი ხალხის და ქართული თემის, საკითხის გამოყენება პოლიტიკური მიზნით, რაღაც კონსერვატორულ ხაზზე დაჯდომის მცდელობა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ იოლად წირავენ ხოლმე ქართველ ხალხს საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. საუბარი იმასთან დაკავშირებით, თითქოს ქართველები რაღაცას აშავებენ პოლონეთში, ან ბევრნი არიან და ა.შ. არასერიოზულია. შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა, მათ შორის პოლონეთში უცხოელი მიგრანტების ქცევიდან გამომდინარე და გარწმუნებთ, რომ ნახავთ, მათ შორის პოლონეთის მეზობელ ქვეყანას, რომელიც რაოდენობრივად და სხვადასხვა დარღვევიდან გამომდინარე, სტატისტიკურად უფრო მეტია. ამიტომ ძალიან სამწუხაროა, რომ ასე პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართველების და ქართული საკითხის გამოყენება, რათა რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართველი ხალხის მიმართ არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს. https://ghn.ge/news/331372-politikuri-miznebistvis-mokhda-kartuli-sakitkhis-gamoqeneba-rata-donald-tusks-ramdenime-khmit-meti-miegho-parlamentshi-ndobis-gamotskhadebis-dros-shalva-papuashvili პოლიტიკური მიზნებისთვის მოხდა ქართული საკითხის გამოყენება, რათა დონალდ ტუსკს რამდენიმე ხმით მეტი მიეღო პარლამენტში ნდობის გამოცხადების დროს -  შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/936291904.png 2025-06-12 331372 გვიხარია, რომ ისევ განახლდა დემოკრატიული ძალების გაერთიანებაზე საუბარი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო და იქნება ერთობის მომხრე - ანა წითლიძე ჩვენ გვიხარია, რომ ისევ განახლდა დემოკრატიული ძალების გაერთიანებაზე საუბარი. „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო ერთიანობის მომხრე, ჩვენი მთავარი მიზანი იყო ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, რომელიც იბრძვის რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დისკუსიისთვის მზად არის. „ძალიან კარგია, ხაზარაძის გუშინდელი განცხადებიდან ჩანდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თემა არის მთავარი. ასევე, დაბრუნდა ერთობის თემა. დაველოდები, თუ რა იგულისხმება ამ ერთობაში. ჩვენი პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით არის ცხადი, მკაფიო და ურყევი, რომ ეს არ არის არჩევნები. რუსულ სპეცოპერაციაში საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ არ უნდა მიიღოს არავინ მონაწილეობა. ამ თემაზე საუბარი უნდა დაიხუროს რაც შეიძლება მალე და შეწყდეს ბოიკოტის სასარგებლოდ“,- განაცხადა წითლიძემ. https://ghn.ge/news/331371-gvikharia-rom-isev-ganakhlda-demokratiuli-dzalebis-gaertianebaze-saubari-natsionaluri-modzraoba-qoveltvis-iqo-da-ikneba-ertobis-momkhre-ana-tsitlidze გვიხარია, რომ ისევ განახლდა დემოკრატიული ძალების გაერთიანებაზე საუბარი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის იყო და იქნება ერთობის მომხრე - ანა წითლიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1288098259.jpg 2025-06-12 331371 დიდი ბრიტანეთი არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა - ირაკლი კობახიძე დიდი ბრიტანეთი, ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამოკიდებულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიაა და მზად არის კონსულტაციებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ როგორც ბრიტანეთის, ისე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ. „დიდი ბრიტანეთი, კონკრეტულად ინგლისი, არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, სამართლიანობის იდეას მიეცა სხვა დატვირთვა და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია ის, რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან ვხედავთ ამ მასშტაბის უსამართლობას და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების მიმართ უპატივცემულო დამიკიდებულებას. ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ჯანსაღი დამოკიდებულება. როდესაც კონკრეტული კითხვები ისმის იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რაც ფაქტებზეა დაფუძნებული, ჩვენ გვჭირდება ამასთან დაკავშირებით ჯანსაღი და მკაფიო, ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, თუმცა ვხედავთ, რომ არ ისმის არავითარი ფაქტებზე დაფუძნებული პასუხი, ერთადერთი ვისმენთ კვლავ შანტაჟს, მუქარას, ვხედავთ ექსტრემიზმის მხარდაჭერას, არჩევნებში უხეშად ჩარევას, ეს არის ძალიან სამწუხარო. ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ კონსულტაციებისთვის. იმედი გვაქვს, რომ ბრიტანეთის მხრიდან, ასევე სხვა ევროპული ქვეყნების მხრიდან შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ,“- განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/331369-didi-britaneti-aris-kveqana-sadats-chaisakha-samartliani-sakhelmtsifos-idea-chventvis-gansakutrebulad-gasakviria-mati-mkhridan-am-masshtabis-usamartloba-irakli-kobakhidze დიდი ბრიტანეთი არის ქვეყანა, სადაც ჩაისახა სამართლიანი სახელმწიფოს იდეა, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებულად გასაკვირია მათი მხრიდან ამ მასშტაბის უსამართლობა - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/371586678.jpg 2025-06-12 331369 ეს არის შანტაჟი, ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები ძალიან სამწუხაროა - ირაკლი კობახიძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე ეს არის შანტაჟი! - ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის იმ განცხადებას შეეხებოდა, სადაც მან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ისაუბრა. მისივე თქმით, არ შეიძლება ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ „ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი“. „რა თქმა უნდა, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია. გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ ქართველი ხალხის მიმართ მუქარა, რაც ბუნებრივია საქართველოში ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად არ აისახება. იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არა ეს არჩევანი, ყველამ მას პატივი უნდა სცეს. აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. ვფიქრობ, ეს არის შანტაჟი, შანტაჟი, რომელიც არის გათვლილი იმაზე, რომ შეიძლება პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში. თუმცა რეალურად ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა ასეც და ისეც ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ცნობისთვის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პარლამენტში არალეგალურ მიგრაციაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა. კერძოდ, ტუსკის თქმით, მზად არის, არსებული მეთოდები გამოიყენოს, საერთაშორისო სამართლის შესაცვლელად, რათა არალეგალური მიგრაციის რისკი, მინიმუმამდე შემცირდეს. პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. ამასთან, ტუსკმა ხაზი გაუსვა, რომ საკითხი მხოლოდ საქართველოს არ ეხება, არამედ იმ ქვეყნებსაც, საიდანაც მიგრაცია პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ ან საზოგადოებრივ წესრიგს პოლონეთში ან ევროპაში. https://ghn.ge/news/331370-es-aris-shantazhi-zogadad-shantazhi-shantazhad-darcheba-tumtsa-asets-da-isets-es-mukarebi-dzalian-samtsukharoa-irakli-kobakhidze-donald-tuskis-gantskhadebaze ეს არის შანტაჟი - ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა, ასეც და ისეც, ეს მუქარები ძალიან დასანანი და სამწუხაროა - ირაკლი კობახიძე დონალდ ტუსკის განცხადებაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/770860570.jpg 2025-06-12 331370 პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ - ირაკლი კობახიძე გუშინ ჩვენ პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ რეალურად მუქარა ქართველი ხალხის მიმართ, რაც, ბუნებრივია, არ აისახება ევროპული ბიუროკრატიის იმიჯზე დადებითად საქართველოში, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია. „მე იმედი მაქვს, რომ მომავალში დამოკიდებულება შეიცვლება. არ შეიძლება ასე ემუქრებოდნენ ქართველ ხალხს იმის გამო, რომ ვიღაცებს არ მოსწონთ ქართველი ხალხის არჩევანი. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი შარშან, მან მხარი დაუჭირა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას ქვეყანაში, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს ეს არჩევანი, მას ყველამ პატივი უნდა სცეს და აბსოლუტურად უადგილოა მუქარები ქართველი ხალხის მიმართ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შანტაჟი, რომელიც გათვლილია იმაზე, რომ პროცესები სხვა მიმართულებით განვითარდეს ქვეყანაში, თუმცა, რეალურად, ყველა ხედავს, რომ ასეთი შანტაჟი, რომელიც უკვე მრავალი წელია გრძელდება, არ მოქმედებს ქართველ ხალხზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ზოგადად, შანტაჟი შანტაჟად დარჩება, თუმცა   ასეც და ისეც, ეს მუქარები არის ძალიან დასანანი და სამწუხარო“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/331368-polonetis-parlamentshi-movisminet-mukara-da-shantazhi-kartveli-khalkhis-mimart-irakli-kobakhidze პოლონეთის პარლამენტში მოვისმინეთ მუქარა და შანტაჟი ქართველი ხალხის მიმართ - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2142641225.jpg 2025-06-12 331368 საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს - ირაკლი კობახიძე საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილის და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ზიზღისა და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს. „ხედავთ, რომ საქართველოში მიმდინარეობს სიძულვილის კამპანია, ზიზღის კამპანია. ეს მხოლოდ საქართველოსთვის არ არის დამახასიათებელი, ასეთივე კამპანიები ფინანსდება გარედან სხვადასხვა ქვეყანაში. უნგრეთიც არ არის ამ კუთხით გამონაკლისი, აქაც პრობლემაა გარედან დაფინანსებული სიძულვილისა და ზიზღის კამპანიები, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ. ვერავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ასეთი კამპანიები წარმატებით დაგეგმონ და განახორციელონ. საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს. ზიზღი და სიძულვილი არის ის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში მოვლენების განვითარებაზე და ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება, სამართლებრივ ჩარჩოებში დავუპირისპირდეთ ამ ხელოვნურად თავსმოხვეულ კამპანიებს. ზიზღისა და სიძულვილის ადგილი ქართულ საზოგადოებაში არ უნდა იყოს და ჩვენ გვაქვს სამართლებრივი უფლება, რომ მკვეთად დავუპირისპირდეთ ასეთ პროცესებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. https://ghn.ge/news/331367-sakartveloshi-gare-dafinansebit-atsarmoeben-sidzulvilisa-da-zizghis-kampaniebs-chven-qvela-samartlebriv-metods-davupirispirebt-am-protsesebs-irakli-kobakhidze საქართველოში გარე დაფინანსებით აწარმოებენ სიძულვილისა და ზიზღის კამპანიებს, ჩვენ ყველა სამართლებრივ მეთოდს დავუპირისპირებთ ამ პროცესებს - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/52629158.jpg 2025-06-12 331367 სელფი მობაილი ZEG ფესტივალის პარტნიორია ქართული მობილური ოპერატორი, სელფი მობაილი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.42 მლნ. აბონენტს ემსახურება, 13-15 ივნისს თბილისში დაგეგმილი, საერთაშორისო ფესტივალის ZEG პარტნიორია. თავისუფალი აზრის, ტექნოლოგიისა და კრეატიულობის გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პლატფორმა რეგიონში, ZEG -ი სთავაზობს დამსწრეებს მრავალფეროვანი გამოსვლების მოსმენას, ასევე ვორქშოფებსა და დისკუსიებზე დასწრებას. ფესტივალი ZEG ყოველწლიური ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო სპიკერებს, ავტორებს, მკვლევარებს, მედიისა და კრეატიული ინდუსტრიების წარმომადგენლებს. ფესტივალის მიზანია დიალოგის გაღრმავება და იდეების გაცვლისთვის ინსპირაციული სივრცის შექმნა. „სელფი მობაილი ორიენტირებულია ისეთი ეკოსისტემის შექმნაზე, რომელიც მომხმარებლებს თანამედროვე საკომუნიკაციო გადაწყვეტებს სთავაზობს. აქედან გამომდინარე, სელფი მობაილი სიხარულით  უწევს მხარდაჭერას ინიციატივებს, რომლებიც არა მხოლოდ ტექნოლოგიურ განვითარებას, არამედ ღირებულებების გაზიარებასაც ემსახურება. ფესტივალი ZEG კი სწორედ ის სივრცეა, რომელიც ლაპარაკისა და კომუნიკაციის შესანიშნავ შესაძლებლობას ქმნის," - აცხადებენ სელფი მობაილში. დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის შესახებ იხილეთ ბმულზე. https://ghn.ge/news/331365-selfi-mobaili-zeg-festivalis-partnioria სელფი მობაილი ZEG ფესტივალის პარტნიორია საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1252374045.jpg 2025-06-12 331365 საქართველოს ბანკი AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ Global Finance პირველი AI in Finance Awards 2025-ის გამარჯვებულები დაასახელა. დაჯილდოებების ფარგლებში საქართველოს ბანკმა უმაღლესი აღიარება მოიპოვა. იგი საცალო და კორპორაციული მიმართულებებით ფინანსებში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისთვის როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით საუკეთესო ბანკად დასახელდა. აღნიშნული ჯილდოები ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის წარმატებული და პასუხისმგებლიანი დანერგვის მიმართულებით ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტული აღიარებაა. დაჯილდოების პროგრამა  CGI-სთან – გლობალურ IT და საკონსულტაციო ფირმასთან პარტნიორობით ხორციელდება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის  პასუხისმგებლიან დანერგვაშია სპეციალიზებული. „ხელოვნური ინტელექტს ჩვენს სტრატეგიაში ცენტრალური მნიშვნელობა უჭირავს. მას საფუძვლად უდევს ჩვენი მიზანი  — შევთავაზოთ მომხმარებლებს თანამედროვე, პერსონალიზებული და ტექნოლოგიურად გამართული მომსახურება როგორც საცალო, ისე კორპორაციულ დონეზე. ეს უმაღლესი შეფასება ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის გზაზე აღწევს“,  — აცხადებს მიხეილ ნადარეიშვილი, საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მთავარი მონაცემთა ანალიტიკოსი. საქართველოს ბანკმა AI in Finance Awards-ის ფარგლებში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით — ქვეყნის დონეზე; საუკეთესო ბანკი საცალო მიმართულებით — რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა); საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — ქვეყნის დონეზე; საუკეთესო ბანკი კორპორაციული მიმართულებით — რეგიონულ დონეზე (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა). https://ghn.ge/news/331366-sakartvelos-banki-ai-is-finansebshi-integratsiistvis-kveqanashi-tsentralur-da-aghmosavlet-evropashi-sauketeso-bankad-dasakhelda საქართველოს ბანკი AI-ის ფინანსებში ინტეგრაციისთვის ქვეყანაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო ბანკად დასახელდა ბიზნესი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/113914011.jpg 2025-06-12 331366 პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის, მიზნად ისახავს შიშის დანერგვას - საია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული პოსტების გამო მოქალაქეების მიმართ დაწყებული გამოძიება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა და ხალხში შიშის დანერგვას ისახავს მიზნად, „რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ „ქართული ოცნების” ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან”. "საიას შეფასებით, ეს წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელ შეზღუდვას, ქმნის მსუსხავ ეფექტს და მიზნად ისახავს საზოგადოებაში შიშის დანერგვას, რათა ადამიანებმა თავი შეიკავონ ქართული ოცნების ქმედებებისა და პოლიტიკოსების კრიტიკული შეფასებისგან. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები, თუ ისინი არ შეიცავენ რეალური რისკის შემცველ მუქარას და მიმართულია პოლიტიკოსების მიმართ, რომელთაც თმენის მაღალი ვალდებულება აქვთ, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. ამ სტანდარტის საწინააღმდეგოდ გაკეთებული ნებისმიერი სასამართლო განმარტება იქნება მასობრივი ცენზურის პრეცედენტი". - წერს საია. https://ghn.ge/news/331364-politikosebis-mimart-gamokhatuli-shefasebiti-msjelobis-gamo-sakmeta-tsarmoeba-masobrivi-tsenzuris-pretsedents-kmnis-miznad-isakhavs-shishis-danergvas-saia საია - პოლიტიკოსების მიმართ გამოხატული შეფასებითი მსჯელობის გამო საქმეთა წარმოება მასობრივი ცენზურის პრეცედენტს ქმნის პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/799438258.jpg 2025-06-12 331364 გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავს გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი კიევში ხუთშაბათს, 12 ივნისს ჩავიდა. იუწყება სააგენტო dpa. ვიზიტის დროს ის უკრაინის ლიდერებთან ქვეყანაში არსებული ვითარების, ასევე დამატებითი სამხედრო დახმარების განხილვას გეგმავს. ვიზიტის წინ პისტორიუსმა განაცხადა: „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ უკრაინის მხარდასაჭერად, რათა მან შეძლოს თავის დაცვა და აღმოჩნდეს ისეთ მდგომარეობაში, რომლიდ დროსაც რუსეთი მზად იქნება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის“, - განაცხადა პისტორიუსმა. 4 ივნისს, ბრიუსელში, უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრამდე გამოსვლისას, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო პარტნიორებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების ინიციატივას, სახელწოდებით „დაუყოვნებელი მოქმედება საჰაერო თავდაცვის შესახებ“. გარდა ამისა, პისტორიუსმა გამოაცხადა იმ ქვეყნების ჯგუფის გაფართოება, რომლებიც უკრაინის ელექტრონული ომის შესაძლებლობების გაუმჯობესებაზე მუშაობენ. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ ჯგუფში გაწევრიანება ბელგიას, ესტონეთს, იტალიას, შვედეთსა და თურქეთს სურთ. კოალიციის მიზნებია უკრაინისთვის კომუნიკაციისა და დაზვერვის ჩატარების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების კომუნიკაციებისთვის ხელის შეშლა და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების აღკვეთა. „რუსეთი აგრძელებს უკრაინაზე მასირებული საჰაერო თავდასხმების განხორციელებას, დრონებითა და ფრთოსანი რაკეტებით თავდასხმების რაოდენობა უზარმაზარია. ყოველდღიურად, ამ თავდასხმების შედეგად, უდანაშაულო უკრაინელები იღუპებიან ან ზიანდებიან“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. https://ghn.ge/news/331363-germaniis-tavdatsvis-ministri-kievshi-chavida-sadats-ukrainistvis-akhali-samkhedro-dakhmarebis-sakitkhs-ganikhilavs ბორის პისტორიუსი კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების საკითხს განიხილავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/491128986.png 2025-06-12 331363 მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, რუს ხალხს რუსეთის დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ამერიკა „რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობის მისაღწევად რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციულ თანამშრომლობას ცდილობს“. რუბიოს მიმართვას სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს. „ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მივულოცო რუს ხალხს რუსეთის დღე. შეერთებული შტატები კვლავ ერთგულად უჭერს მხარს რუს ხალხს, რადგან ისინი აგრძელებენ თავიანთი მისწრაფებების წინსვლას უკეთესი მომავლისკენ. ასევე, ჩვენ ვიყენებთ ამ შესაძლებლობას, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ შეერთებული შტატების ერთგულება რუსეთის ფედერაციასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მიმართ, რათა მიღწეულ იქნას რუსეთსა და უკრაინას შორის მდგრადი მშვიდობა. ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებას,“ - აღნიშნავს მარკო რუბიო https://ghn.ge/news/331362-marko-rubio-rus-khalkhs-rusetis-dghes-ulotsavs მარკო რუბიო რუს ხალხს რუსეთის დღეს ულოცავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/503443893.png 2025-06-12 331362 ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, ადგილობრივ მკვიდრს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული. კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ სახერხი საამქრო დალუქულია და გადატანილია ყვარლის საქმიან ეზოში. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაგზავნილია შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.   ასევე,  თიანეთის მუნიციპალიტეტში,  სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე,   3 ერთეული  უნებართვო სანახშირეა გამოვლენილი.  მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულია უკანონოდ მოპოვებული 10 კუბურ მეტრამდე საშეშე მერქანიც. შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო საშეშე მერქანი, შემდგომო რეალიზაციის მიზნით,  გადატანილია   თიანეთის საქმიან ეზოში. „ბუნებრივი რესურსების უკანონო სარგებლობის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტო აქტიურად, პრაქტიკულად, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ  მონიტორინგი  თანამედროვე ტექნოლოგიების  - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებითაც ხორციელდება. ქვეყნის მასშტაბით პატრულირებაში ჩართულია როგორც ეროვნული სატყეო სააგენტოს ასევე,  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები”, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა კახა ცერცვაძემ. https://ghn.ge/news/331361-erovnuli-satqeo-saagentos-tanamshromlebma-kakhetisa-da-mtskheta-mtianetis-regionebshi-samartaldarghvevis-faktebi-gamoavlines ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინეს. საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/319054469.jpg 2025-06-12 331361 ქეშბექის აქცია „მიდეას დღეები ელიტში“ ლიბერთის მომხმარებლებისთვის არ გამოტოვო ლიბერთის მორიგი აქცია! ამჯერად ქეშბექი ელიტში გელოდება მიდეას დღეებზე. 13 ივნისს, ეწვიე ელიტის მაღაზიებს სადაც მიდეას სრულ ასორტიმენტზე დაგხვდება 40%-მდე ფასდაკლება, ხოლო ლიბერთის ბარათით გადახდისას დამატებით 20% ქეშბექსაც მიიღებ. დამატებითი პირობები: აქცია ვრცელდება მხოლოდ მიდეას პროდუქტების სრულ ასორტიმენტზე; სტუდიო ლიბერთის ბარათით გადახდისას ისარგებლებ 30% ქეშბექით; სტუდიო ლიბერთის მომხმარებლებისთვის აუცილებელია გადახდა განხორციელდეს მხოლოდ სტუდიოს ბარათით; ქეშბექი ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში; დასაბრუნებელი თანხის ლიმიტია 300 ლარი; ტოპ|ქარდით და ტოპ|ქარდ Black Edition-ით გადახდისას შესაძლებელია მხოლოდ თანხის გადანაწილების შეთავაზებით სარგებლობა. ქეშბექი მოქმედებს ელიტის შემდეგ მაღაზიებში: თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის 1 თბილისი, ისთ ფოინთი, ალ. თვალჭრელიძის 2 თბილისი, გლდანი, სავაჭრო ცენტრი სითი-მოლი, ხიზაბავრის 3 თბილისი, თბილისი ცენტრალი, სადგურის მოედ. 2 თბილისი, დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი 44 (აუთლეტი) რუსთავი, შარტავას 4 ბათუმი, გორგილაძის 94 ბათუმი, ჭავჭავაძის 78/88 ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის 20ბ (აუთლეტი) ზუგდიდი, კიკალიშვილის 6 ფოთი, რუსთაველის რკალი 5 ოზურგეთი, გაბრიელ ეპისკოპოსის 2 ახალციხე, მერაბ კოსტავას 39ა ქუთაისი, კ. გამსახურდიას 5 ხაშური, კოსტავას ქუჩა 1 გორი, ცხინვალის გზატკეცილი 9 საგარეჯო, აღმაშენებლის 39 თელავი, აღმაშენებლის და ალაზნის კვეთა   გადავიმეოროთ ქეშბექის მიღების წესები: გადმოწერე აპლიკაცია ან შედი ვებგვერდზე: cashback.ge გაიაქტიურე სასურველი შეთავაზება წინასწარ გადაიხადე ლიბერთის ნებისმიერი ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე თუ ჯერ კიდევ არ ხარ ლიბერთის მომხმარებელი, გახდი ჩვენიანი ონლაინ: https://bit.ly/3wF6LjG ​*წესები დეტალურად: შეთავაზების გასააქტიურებლად, გადმოწერეთ CashBack ის აპლიკაცია: iOS | Android ან შედით ვებ გვერდზე cashback.ge. თუ უკვე ხართ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ  ბანკის მომხმარებელი, CashBack-ის  აპლიკაციაში ავტორიზაციას იგივე მონაცემებით გაივლით. თუ ჯერ არ სარგებლობთ ლიბერთის ინტერნეტ/მობაილ ბანკით, გაიარეთ მარტივი რეგისტრაცია. ავტორიზაციის გავლის შემდეგ, CashBack ის აპლიკაციაში აირჩიეთ სასურველი  მეგობარი ობიექტი,  დააჭირეთ ღილაკს "აქტივაცია" და ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, დაიბრუნეთ თანხა მომენტალურად. https://ghn.ge/news/331360-keshbekis-aktsia-mideas-dgheebi-elitshi-libertis-momkhmareblebistvis ქეშბექის აქცია „მიდეას დღეები ელიტში“ ლიბერთის მომხმარებლებისთვის საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1956182724.jpg 2025-06-12 331360 აჭარის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1971 წელს დაბადებული ნ.ჯ. ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს. უწყების ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ჯ. ნარკოტიკულ საშუალებების რეალიზაციას ახდენდა. სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულისგან რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენოფინი“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/331359-acharis-politsiam-narkorealizatori-daakava აჭარის პოლიციამ ნარკორეალიზატორი დააკავა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1490215059.png 2025-06-12 331359 გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, დაშავდა 14 ადამიანი 12 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში განახორციელეს. დაშავდა 14 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ინფორმაციას ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი და ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი ავრცელებენ. ტერეხოვის ცნობით, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ფიტნესკლუბი, საბავშვო ბაღის ტერიტორია. ამასთან, პოლიციის განცხადებით, დაშავებულებს შორის ხუთი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დაშავებულები არიან 2, 12, 16 და 17 წლის ბავშვები, მათ შორის 2 წლის ბავშვი საავადმყოფოშია მოთავებული. https://ghn.ge/news/331358-gasul-ghames-rusma-okupantebma-kharkovze-ierishi-miitanes-dashavda-14-adamiani გასულ ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, დაშავდა 14 ადამიანი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/808166073.png 2025-06-12 331358 აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მდებარე საელჩოებიდან ნაწილობრივი ევაკუაციისთვის მზადება დაიწყო - მედია მედიის ცნობით, რეგიონში ვითარების ესკალაციის გამო, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან არაძირითადი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას Reuters და CNN ამერიკულ ერაყულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.  Reuters აღნიშნავს, რომ ოთხმა ამერიკელმა და ორმა ერაყელმა წყარომ არ დააკონკრეტა, თუ რა უსაფრთხოების რისკებმა გამოიწვია ეს გადაწყვეტილება, შესაძლო ევაკუაციის შესახებ ინფორმაციამ კი ნავთობის ფასების 4%-ზე მეტით ზრდა გამოიწვია. ამავდროულად, Reuters-ი ციტირებს თეთრი სახლის პრესმდივნის, ანა კელის სიტყვებს, რომელმაც ნაწილობრივი ევაკუაციის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას დეტალების დაუკონკრეტებლად უპასუხა. „სახელმწიფო დეპარტამენტი რეგულარულად ამოწმებს აშშ-ის პერსონალის საზღვარგარეთ ყოფნას და ეს გადაწყვეტილება ბოლოდროინდელ შემოწმებას მოჰყვა,“ - განაცხადა ანა კელიმ. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია გადაწყვეტილების შესახებ. ქუვეითში აშშ-ის საელჩომ ოთხშაბათს განაცხადა, რომ „მას არ შეუცვლია საკადრო პოლიტიკა და სრული დატვირთვით აგრძელებს მუშაობას“. Reuters აღნიშნავს, რომ ნაწილობრივი ევაკუაცია რეგიონში დაძაბულობის გამწვავების პერიოდში ხდება, რომელიც ღაზაში 18-თვიანი ომის შემდეგ ისედაც კონფლიქტშია გახვეული, რაც აძლიერებს შიშს ერთი მხრივ, შეერთებულ შტატებსა და ისრაელს, ხოლო მეორე მხრივ, ირანსა და მის მოკავშირეებს შორის კონფლიქტის გაფართოების შესახებ. ტრამპი არაერთხელ დაემუქრა ირანს დარტყმით, თუ ნელი ტემპით მიმდინარე ბირთვული მოლაპარაკებები ჩაიშლება. ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სულ უფრო მეტად დარწმუნებულია, რომ თეირანი დათანხმდება ურანის გამდიდრების შეჩერებას, რაც აშშ-ის მთავარი მოთხოვნაა. ირანის თავდაცვის მინისტრმა აზიზ ნასირზადემ ოთხშაბათს განაცხადა, რომ თუ ირანს თავს დაესხმებიან, ის რეგიონში ამერიკულ ბაზებზე დარტყმებით უპასუხებს. შეერთებულ შტატებს სამხედრო ბაზები აქვს ერაყში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. https://ghn.ge/news/331357-ashsh-ma-akhlo-aghmosavletis-kveqnebshi-mdebare-saelchoebidan-natsilobrivi-evakuatsiistvis-mzadeba-daitsqo-media აშშ-მა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში მდებარე საელჩოებიდან ნაწილობრივი ევაკუაციისთვის მზადება დაიწყო მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/677964358.png 2025-06-12 331357 ალექსანდრ ვუჩიჩმა ოდესის სამიტზე განაცხადა, რომ სერბეთი დაეხმარება უკრაინას აღდგენაში, თუმცა ერთობლივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა სერბეთის პრეზიდენტი უკრაინაში, ქალაქ ოდესაში რეგიონულ სამიტს დაესწრო.  ალექსანდრ ვუჩიჩმა სამიტზე განაცხადა, რომ სერბეთს შეუძლია, დაეხმაროს უკრაინას დაზარალებული რეგიონების აღდგენაში. იუწყება Reuters თუმცა სერბეთის ლიდერმა სამიტის ბოლოს ერთობლივ დეკლარაციაზე ხელის მოწერისგან თავი შეიკავა. ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ოდესაში ვიზიტით მან რუსეთს არ უღალატა, როგორც ამას ზოგიერთი სერბული მედიასაშუალება ამტკიცებს და, მისი თქმით, ის კვლავ ერთადერთია, ვინც ოდესის სამიტის დეკლარაციას ხელი არ მოაწერა. „მათგან [სავარაუდოდ, სამიტის სხვა მონაწილეებისგან] განსხვავებით, რომლებიც მზად არიან მიიღონ ყველაფერი, რაც რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული, ყველაფერი, რაც შეუძლიათ“, - თქვა ვუჩიჩმა. მან დასძინა, რომ სერბეთი იცავს საერთაშორისო საჯარო სამართლის ინტერესებს და ყოველთვის საკუთარი ინტერესებით ხელმძღვანელობს. „მე ვამაყობ სერბეთის პოლიტიკით, ჩვენი დამოუკიდებლობით, ჩვენი ავტონომიით და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - ხაზგასმით აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ალექსანდრ ვუჩიჩის გარდა, სამიტს 12 ქვეყნის მაღალჩინოსანი ესწრებოდა, რომლებსაც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმასპინძლა. სტუმრებს შორის იყვნენ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი. 12-წლიანი მმართველობის პირობებში სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში პირველად ჩავიდა. https://ghn.ge/news/331356-aleksandr-vuchichma-odesis-samitze-ganatskhada-rom-serbeti-daekhmareba-ukrainas-aghdgenashi-tumtsa-ertobliv-deklaratsias-kheli-ar-moatsera ალექსანდრ ვუჩიჩმა ოდესისი სამიტზე განაცხადა, რომ სერბეთი დაეხმარება უკრაინას აღდგენაში, თუმცა ერთობლივ დეკლარაციას ხელი არ მოაწერა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/52043516.png 2025-06-12 331356 კითხვა მინდა დავუსვა ბრიტანეთის ელჩს: რატომ ფიქრობს, რომ ეს ქართველი ხალხი შტერები ვართ და ვერ ვხვდებით რა არის მათი მიზანი? - ირაკლი ზარქუა დააკვირდით ბრიტანეთის ელჩის განცხადებას. ის აფინანსებდა ჩერგოლეიშვილს, აფინანსებდნენ „საიას“, გია ჯაფარიძეს და ამ ხალხს უნდა დაედო დასკვნა - სტანდარტის შესაბამისად ჩატარდა თუ არა ადგილობრივი არჩევნები, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ. „მე კითხვა მინდა დავუსვა ამ ელჩს: რატომ ფიქრობს, რომ ეს ქართველი ხალხი შტერები ვართ და ვერ ვხვდებით რა არის მათი მიზანი. კარგად ვნახეთ რას ემსახურებოდა [ბრიტანეთის ელჩი] ასევე, ევროკავშირის ელჩი და გერმანიის ელჩის, რომელიც პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში“, - აღნიშნა ზარქუამ ის ასევე გამოეხმაურა გრანტების შესახებ კანონთან დაკავშირებით დასავლეთის კრიტიკას. „ბუნებრივია კრიტიკა არ შეწყდება, იმიტომ რომ სწორედ ეს ორგანიზაციები და ეს ადამიანები იყვნენ, ვინც ამ რადიკალებს ახალისებდნენ ძალადობისკენ. ჩვენ ვნახეთ როგორ აფინანსებდნენ მათ შორის USAID-ის ცალკეული პროგრამები. მადლობა კიდევ ერთხელ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ კიდევ უფრო მეტად გააშიშვლა რასაც ჩვენ ვამბობდით. ახლა ეს ასე ვთქვათ მე მედროშეობა ამ რადიკალების დაფინანსების, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა მათ შორის ევროკავშირის ფონდებიდან. მადლობა ღმერთს, ჩვენ მივიღეთ დროულად გრანტების შესახებ კანონი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ღიას და გამჭვირვალეს გახდის. ამას ვერ პატიობენ ქართულ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას და საშუალებას, რომ აქ მაიდანი მოგვიწყონ, აქ ჩვენი ახალგაზრდები თავდაყირა დააყენონ და ცეცხლის ალში გახვიონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ყველაფერს ვიზამთ იმისთვის, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ და არავის მივცემთ უფლებას, რომ ჩვენი სარწმუნოება, ჩვენი რელიგია, ჩვენი ეროვნული ღირებულებები შელახონ და თავიანთი მარიონეტები დასვან ხელისუფლებაში“, - აცხადებს ზარქუა. https://ghn.ge/news/331355-kitkhva-minda-davusva-britanetis-elchs-ratom-fikrobs-rom-es-kartveli-khalkhi-shterebi-vart-da-ver-vkhvdebit-ra-aris-mati-mizani-irakli-zarkua ითხვა მინდა დავუსვა ამ ელჩს: რატომ ფიქრობს, რომ ეს ქართველი ხალხი შტერები ვართ და ვერ ვხვდებით რა არის მათი მიზანი. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/605804453.png 2025-06-12 331355 საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი, პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ქმედებებს - პაპუაშვილი ტუსკის განცხადებაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ლობირებს ინიციატივას, საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გასაუქმებლად. როგორც პაპუაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, საინტერესოა, რომ ტუსკი თავისი გადაწყვეტილების ერთ-ერთ საბაბად მიგრაციას ასახელებს. "ის შეეცადა, რომ მარცხი, რომელიც განიცადა საპრეზიდენტო არჩევნებში, დაეკომპენსირებინა პარლამენტში კიდევ ერთხელ ტექნიკურად მიღებული ნდობით. მონაცემების მიხედვით, დაახლოებით, მოსახლეობის 45% ითხოვს პრემიერ ტუსკის გადადგომას. ასე რომ, ეს ის შიდა საკითხებია, რომლითაც ისინი თამაშს ცდილობენ. რაც შეეხება საქართველოს მიმართ განზრახვებს - ამაში არაფერი ახალი არ არის, მათ შორის, პოლონეთის ამ მთავრობისა. ამ მთავრობის წევრია ბატონი სიკორსკი, საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს დღესაც აცხადებს დემოკრატიის შუქურად და მოდერნიზატორად. ანუ, ამ ღირებულების მქონე საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ რომელიც, სავარაუდოდ, არის დაკავებული სწორედ ამ უმრავლესობის შეკოწიწებით, რომ რაიმენაირად, იმდენად შეაწუხოს საქართველო, რომ იქნებ შეძლონ გარედან ხელისუფლების შეცვლა და სააკაშვილის მსგავსი პოლიტიკოსების ხელისუფლებაში მოყვანა. ამ საბაბებს რომ ეძებენ, საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი. პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში. ისაუბრებენ, თითქოს, პოლიტიკასა და ხელისუფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ქართველ ხალხს აბრალებს, საბოლოო ჯამში, მის ამ საქციელს და ქმედებებს. არავითარი გასაოცარი არ არის, იმ ხელისუფლების მხრიდან, რომლის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის სააკაშვილი არის ეტალონი მოდერნიზაციის, რას უნდა ველოდეთ ღირებულებების თვალსაზრისით?" - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. https://ghn.ge/news/331354-saintereso-isaa-rom-man-migratsiis-sakitkhs-gausva-khazi-pirdapir-ambobs-rom-kartvel-khalkhs-daabralebs-saboloo-jamshi-tavis-kmedebebs-papuashvili-tuskis-gantskhadebaze საინტერესო ისაა, რომ მან მიგრაციის საკითხს გაუსვა ხაზი, პირდაპირ ამბობს, რომ ქართველ ხალხს დააბრალებს, საბოლოო ჯამში, თავის ქმედებებს - პაპუაშვილი ტუსკის განცხადებაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/450837662.jpg 2025-06-12 331354 რად გვინდოდა მაშინ დამოუკიდებლობა თუ ბრიტანეთის ელჩი უნდა დადგეს და ჭკუა გვასწავლოს - შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას "ღამის კურიერის" ეთერში ეხმაურება. პაპუაშვილის შეფასებით, გაუგებარია მსგავსი დამოკიდებულება, რადგან ეს არღვევს საერთაშორისო ნორმებს. "ვინ ეკითხება ბრიტანეთის საელჩოს ან თუნდაც ბრიტანეთს საქართველოს არჩევნებს?! რომელი საერთაშორისო ნორმა განსაზღვრავს, რომ დიდი ბრიტანეთის რამე პროტექტორატი ვართ ჩვენ და რაიმენაირად აქვს ჩვენზე განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აღებული?! რომელ საერთაშორისო ნორმაში ამოიკითხეს?! სად არის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობის პატივისცემა?! ის ყველაფერი, რაზეც ვიბრძოდით და რაზეც გვეუბნებიან, რომ ეს არის ცივილიზებული დასავლეთი, ახლა რომ მივიღეთ სინამდვილეში ველური დასავლეთი, ეს სად არის?! ჩვენ რეკლამაში გვაჩვენებენ ცივილიზებულ დასავლეთს და პრაქტიკაში მივიღეთ ველური დასავლეთი," - აღნიშნა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, საელჩოს იმ განცხადებასაც პასუხობს, სადაც საუბარია, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია. "ბრიტანეთის მთავრობას არ ეხება არანაირად, რას აპირებს და რას არ აპირებს საქართველოს სახელმწიფო არჩევნებთან დაკავშირებით. რად გვინდოდა მაშინ ეს დამოუკიდებლობა, თუკი ახლა ბრიტანეთის ელჩი უნდა დადგეს და ჩვენ ჭკუა გვასწავლოს არჩევნები როგორ ჩავატაროთ. თუ ამის უნარიც არ გვაქვს, მაშინ რაღად გვინდა ეს დამოუკიდებლობა?! ჩაგვიტარებდნენ ბრიტანელები არჩევნებს, გერმანელები სასამართლოს გადაგვიწყვეტდნენ და ა.შ." - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. https://ghn.ge/news/331353-rad-gvindoda-mashin-damoukidebloba-tu-britanetis-elchi-unda-dadges-da-chkua-gvastsavlos-shalva-papuashvili რად გვინდოდა მაშინ დამოუკიდებლობა თუ ბრიტანეთის ელჩი უნდა დადგეს და ჭკუა გვასწავლოს" - შალვა პაპუაშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/813371334.jpg 2025-06-12 331353 სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება აჩვენებს, რამდენად სტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები - გიგა ბოკერია პარტია ფედერალისტების თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას თქმით, სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის მიერ ოპონენტების სასამართლოში დაბარება აჩვენებს, თუ რამდენად ტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები.  ბოკერია აღნიშნავს,რომ ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. "სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება ერთდროულად კომიკური, სამარცხვინო და საგანგაშო ამბავია და ამავდროულად აჩვენებს, რამდენად ტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები და როგორ უნდათ საზოგადოების თავისუფალი ნების გატეხვა.  ასეთი მასობრივი შეტევა პოლიტიკური სიტყვის თავისუფლებაზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიას არ ახსოვს.  იმდენად სცილდება საღ აზრს და იმდენად აბსურდულია, რომ შესაძლოა, ანალიზი საჭიროც კი არ იყოს, თუმცა მაინც უნდა აღინიშნოს, რომ რეჟიმის ეს ნაბიჯი არის არაკონსტიტუციური და პირდაპირ ეწინააღმდეგება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქარველოს კანონს, რომლითაც ნებისმიერი აზრი, შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით - ანუ ნებისმიერი სხვა კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან მოქალაქე სრულად და უპირობოდ თავისუფალია.  ცალკე ამბავია ორმაგი სტანდარტი - ეს არის რეჟიმი, რომლის პროპაგანდაც და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებიც არა მხოლოდ უხამსი და უცენზურო სიტყვებით ამკობდნენ ოპონენტებს და რიგით მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სავსე საჯარო განცხადებებს აკეთებენ მრავალი წელია - ამის გამორჩეული სიმბოლო დიმიტრი სამხარაძეა.  P.S. ვისი გვარებიც ახლა ფიგურირებს და ვის მიმართ შეფასებებსაც მოჰყვა ეს ამბავი - მამუკა მდინარაძე, თეა წულუკიანი, მარიამ ლაშხი - და საერთოდ ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირი, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის ნაწილია, მისი მეთაურობით, მიმაჩნია მოღალატეებად, მონებად, არარაობებად, არაკაცებად და არაქალებად... ასეთია ჩემი შეფასება".- აცხადებს გიგა ბოკერია.  https://ghn.ge/news/331352-sotsialur-mediashi-gamotkmuli-mtsvave-shefasebebis-gamo-rezhimis-oponentebis-sasamartloshi-dabareba-achvenebs-ramdenad-stkivat-ivanishvilis-msakhurebs-msgavsi-shefasebebi-giga-bokeria სოციალურ მედიაში გამოთქმული მწვავე შეფასებების გამო რეჟიმის ოპონენტების სასამართლოში დაბარება აჩვენებს, რამდენად სტკივათ ივანიშვილის მსახურებს მსგავსი შეფასებები - გიგა ბოკერია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/255436649.jpg 2025-06-11 331352 ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა საქართველოს შევუზღუდოთ ან შევუჩეროთ უვიზო მიმოსვლა - დონალდ ტუსკი პოლონეთი, სავარაუდოდ, აპირებს ნაწილობრივი კონტროლი დააწესოს გერმანიასთან საზღვარზე, თუკი გაგრძელდება მიგრანტების რაოდენობის ზრდა. ამის შესახებ პოლონელ კანონმდებლებს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განუცხადა. პოლონეთის პრემიერის თქმით, საჭირო უმრავლესობას ქმნის, რათა შეზღუდოს ან შეაჩეროს უვიზო მიმოსვლა, მათ შორის საქართველოსთან. "ჩვენ ვაგროვებთ საჭირო უმრავლესობას, რათა საქართველოს შევუზღუდოთ ან შევუჩეროთ უვიზო მიმოსვლა, სხვებთან ერთად. დიახ, ეს ჩემი მიზანია იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების მესამედი არის ხალხი, რომელსაც სურს ჩვენი ღირებულებების გაზიარება, თუმცა ვიცით, პრობლემა რაშიც მდგომარეობს. საქმე მხოლოდ საქართველოს არ ეხება - ბოდიშს ვუხდი ქართველებს, რომლებიც შეიძლება განაწყენებულები იყვნენ - ზოგადად, მე ვარ იმ ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეზღუდვის მტკიცე მომხრე, რომლებიც, როგორც საქართველოს შემთხვევაში, აღარ სცემენ პატივს სტანდარტებს, ან ავტორიტარული ხელისუფლების კუთხით, ან საიდან მიგრაციაც პირდაპირი საფრთხეა ჩვენს ქვეყანაში კანონისა და წესრიგისთვის.", - თქვა ტუსკმა. მიგრაციის პრობლემაზე საუბრისას ტუსკმა ასევე აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ქვეყნიდან ყოველდღიურად აძევებს კრიმინალებს.  "ბოლო ქართველი კრიმინალების დეპორტაცია 4 დღის წინ [მოხდა], როდესაც დანაშაულებრივ აქტივობებში ეჭვმიტანილი 50 ქართველი ქვეყნიდან გავაძევეთ". - თქვა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.  https://ghn.ge/news/331351-chven-vagrovebt-sachiro-umravlesobas-rata-sakartvelos-shevuzghudot-an-shevucherot-uvizo-mimosvla-donald-tuski აუცილებელი უმრავლესობის მოგროვებაზე ვმუშაობთ, რათა საქართველოს შევუზღუდოთ ან შევუჩეროთ უვიზო მიმოსვლა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1098352477.png 2025-06-11 331351 ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული პოსტების გამო სასამართლოში იბარებენ. ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, სასამართლოში დაბარებულები არიან: მისი შვილი, აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, ტელეწამყვანი ვახო სანაია, ტელეწამყვანი ვიკა ბუკია, აქტივისტი ანა სუბელიანი, ტელეწამყვანი ეკა მიშველაძე, ოპოზიციონერები - ელენე ხოშტარია, ალეკო ელისაშვილი, "საფარის" დამფუძნებელი - ბაია პატარაია, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ჟურნალისტი - დეა მამისეიშვილი. სასამართლოში ასევე დაიბარეს “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი. "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი. პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. ასევე ტელეწამყვანი მიშა მშვილდაძე. 6 ივნისს, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე თქვა, რომ მზადდებოდა საჩივარი, რომელიც სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში გამოქვეყნებულ იმ "უბინძურეს გამონათქვამებს და შეურაცხყოფას" ეხება, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ. ციფრულ სივრცეში დაწერილი კომენტარის გამო, პირი შეიძლება დაჯარიმდეს 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან შეეფარდოს ადმინისტრაციული პატიმრობა 45 დღემდე ვადით.   https://ghn.ge/news/331350-zhurnalistebi-opozitsionerebi-da-aktivistebi-atskhadeben-rom-kartuli-otsnebis-deputatebtan-dakavshirebuli-postebis-gamo-sasamartloshi-ibareben ჟურნალისტები, ოპოზიციონერები და აქტივისტები აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” დეპუტატებთან დაკავშირებული “პოსტების“ გამო სასამართლოში იბარებენ სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/80514181.jpg 2025-06-11 331350 ახლა საჭიროა, შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა, “წინააღმდეგობის პლატფორმა”კარგი შესაძლებლობაა, რომ ერთობა აღდგეს - ბადრი ჯაფარიძე ახლა საჭიროა შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა. ვფიქრობთ, რომ “წინააღმდეგობის პლატფორმა” არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ერთობა აღდგეს, - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სალომე ზურაბიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. "არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ, არამედ ყველაფერზე. არჩევნები არის ერთ-ერთი თემა. ყველაფერზე უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მთავარი არის ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ უნდა აღვადგინოთ “წინააღმდეგობის პლატფორმა”. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს. ნებისმიერი საკითხი ერთობლივად გადაწყდება. ერთობა არ ნიშნავს იმას, როდესაც ერთი მხარე მეორეს უყენებს პირობებს, არამედ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. “წინააღმდეგობის პლატფორმა” შეიძლება იყოს ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღმდგენელი. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან”,- განაცხადა ჯაფარიძემ. https://ghn.ge/news/331349-akhla-sachiroa-shesruldes-sazogadoebis-dakveta-tsinaaghmdegobis-platformakargi-shesadzleblobaa-rom-ertoba-aghdges-badri-jafaridze ახლა საჭიროა, შესრულდეს საზოგადოების დაკვეთა, “წინააღმდეგობის პლატფორმა”კარგი შესაძლებლობაა, რომ ერთობა აღდგეს - ბადრი ჯაფარიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/373228818.png 2025-06-11 331349 პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა ბუდაპეშტში უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია უნგრელ კოლეგა ბენცე ტუჟონს შეხვდა. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უწყებებს შორის მჭიდრო სექტორულ თანამშრომლობას, მათ შორის ციფრული მმართველობის სფეროში, ისევე როგორც ორმხრივი გამოცდილების გაზიარებას, რომელიც ხელს უწყობს სამართლებრივი სისტემების განვითარებას თანამედროვე გამოწვევების ეფექტიანად საპასუხოდ. შეხვედრის ბოლოს პაატა სალიამ უნგრელი კოლეგა მომავალ წელს თბილისში საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმზე მიიწვია, რომელსაც საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან ერთად უმასპინძლებს. https://ghn.ge/news/331348-paata-salia-ungrel-kolega-bentse-tuzhons-shekhvda მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა./ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2050962011.jpg 2025-06-11 331348 რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა მე-18 პაკეტი შეიძლება უფრო ძლიერი იყოს - ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციები დააწესოს, სანქციების მე-18 პაკეტის პროექტის გამოცხადებაზე კომენტარის გაკეთებისას. ზელენსკის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი „შეიძლება უფრო ძლიერი იყოს, განსაკუთრებით რუსული ნავთობტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის წინააღმდეგ ზომების თვალსაზრისით“. ნავთობზე 45 დოლარიანი ზედა ზღვარი 60 დოლარზე უკეთესია, ეს ცხადია, ეს მართალია. მაგრამ ნამდვილი მშვიდობა 30- დოლარიანი ზედა ზღვარით მოვა. ეს არის დონე, რომელიც ნამდვილად შეცვლის მოსკოვში აზროვნების წესს“, - თქვა მან. რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტის პროექტი მოიცავს წინადადებას რუსული ნავთობის ფასის ზედა ზღვრის ბარელზე 60 დოლარიდან 45 დოლარამდე შემცირების შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინამ ევროკავშირს მოუწოდა, რუსული ნავთობის მაქსიმალური ფასი ბარელზე 30 დოლარამდე შეამციროს. https://ghn.ge/news/331347-rusetis-tsinaaghmdeg-evrokavshiris-sanktsiata-me-18-paketi-sheidzleba-ufro-dzlieri-iqos-volodimir-zelenski უფრო მკაცრიც შეიძლებოდა - ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციათა მე-18 პაკეტზე მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/230266734.png 2025-06-11 331347 გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა გავრცელებული ინფორმაციით,ყვარელში, ნეკრესის მონასტრის მიმდებარედ მომხდარი ავარიის დროს 14 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა. https://ghn.ge/news/331346-gavrtselebuli-informatsiit-qvarelshi-momkhdari-avariis-shedegad-14-adamiani-dashavda გავრცელებული ინფორმაციით, ყვარელში მომხდარი ავარიის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/167514260.jpg 2025-06-11 331346 პუტინთან სატელეფონო საუბრიდან არაფერი გამოვიდა - დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ბოლო საუბარი კარგი იყო, თუმცა ჯერ მისგან არაფერი გამოვიდა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა, რომ რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, ორივე მხრიდან კვირაში 5 ათასზე მეტი ჯარისკაცი იღუპება. „მან [პუტინმა] ისაუბრა იმაზე, რაც სურდა და ისაუბრა იმაზე, რაც არ სურდა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. თუმცა, ჯერ არაფერი გამოვიდა“, - თქვა ტრამპმა. მისი თქმით, როგორც კი მოლაპარაკებებში გარკვეულ პროგრესს მიაღწევენ, იწყება „არასაჭირო აფეთქებები“ და პროცესი თავიდან იწყება. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები დრონების ომია. დრონები კი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. „მათ ორივე მხარე [უკრაინა და რუსეთი] იყენებს ისეთ დონეზე, რაც არავის წარმოედგინა. დიახ, ეს საშიშია. სინამდვილეში. ეს კარგი არ არის. ვის წარმოედგინა, რომ დრონი ასეთი ძლიერი იარაღი იქნებოდა, მაგრამ ის ბევრ სხვა იარაღს ცვლის, თვითმფრინავებსაც კი“, - აღნიშნა ტრამპმა. https://ghn.ge/news/331345-putintan-satelefono-saubridan-araferi-gamovida-donald-trampi პუტინთან სატელეფონო საუბრიდან არაფერი გამოვიდა - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/653133046.jpg 2025-06-11 331345 მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? დამიბარეს, ხვალ, საქალაქო სასამართლოში - ვიკა ბუკია ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს, რომ სასამართლოში დაიბარეს.  კი მაგრამ, ამ მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? რა ხდება? რა დამთხვევაა? Mariam Lashkhi - რა ქენი ამისთანა. დამიბარეს, ხვალ, 15:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში". - წერს ვიკა ბუკია.  ვიკა ბუკიას გარდა, სასამართლოში ანი სუბელიანი და ნანუკა ჟორჟოლიანი დაიბარეს. https://ghn.ge/news/331344-mariam-lashkhs-amdenma-katsma-ratom-daudzakha-mona-damibares-khval-sakalako-sasamartloshi-vika-bukia მარიამ ლაშხს ამდენმა კაცმა რატომ დაუძახა მონა? დამიბარეს, ხვალ, საქალაქო სასამართლოში - ვიკა ბუკია კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/31149137.jpg 2025-06-11 331344 გლობალისტები მარცხდებიან, პროცესი გაგრძელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ვინაიდან, როცა კარზე კაკუნი გვესმის, ეს უნდა იყოს მეგობრული, საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება - ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის, ევროკავშირის - ორბანი უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა - მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან, - ამის შემდეგ ვიქტორ ორბანმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან საქართველოს კრიტიკას შეეხებოდა. ვიქტორ ორბანის თქმით, „სოროსის ფონდი" ყველაფერს აკეთებს საქართველოს ხელისუფლების შესაცვლელად, რომელიც ხალხის მიერაა არჩეული, თუმცა, მისივე განცხადებით, გლობალისტები მარცხდებიან, ეს პროცესი გაგრძელდება და საქართველოსთვის ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის - ევროკავშირის კარი. „საქართველოს მივიჩნევთ შესანიშნავ ქვეყანად, უნგრელებისთვის ძალიან ბევრი გრძნობა, ბევრი ცნება არსებობს და ყველაზე ძვირფასი - მამაცობაა. უნგრეთში გვაქვს ასეთი გამოთქმა - მხდალ ერს ფასი არ აქვსო და საქართველო, ამის ფონზე, არის დიდი პატივისცემის ღირსი ქვეყანა ჩვენი მხრიდან. მე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენიმე დღეში ჩამოვედი საქართველოში, უნგრეთი იყო ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყანა და წარმოიდგინეთ, რამხელა ენერგია შემოვიტანე საქართველოში. მე გამიკვირდა ის განწყობა, რაც ვნახე. უნგრეთში სასწაული ხდება წნეხისა და ძალების გადანაწილების კუთხით. „სოროსის ფონდი" ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალოს, არადა საქართველოს ხელისუფლება ხალხის მიერაა არჩეული. იგივე ხდება უნგრეთშიც, ოღონდ სხვა მასშტაბით. მიმაჩნია, რომ მორალური ვალდებულება აქვს ქვეყანას, რომელსაც უპირისპირდებიან გლობალისტები, და ჩვენც იმავე რეჟიმში ვართ, რომ დადგეს მტკიცედ მათ წინააღმდეგ. ჩემი მოსაზრება ასეთია - გლობალისტები კარგავენ ბრძოლას, მარცხდებიან და მომდევნო პერიოდში კიდევ უფრო მეტ მარცხს განიცდიან ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ვინაიდან როცა კარზე კაკუნი გვესმის, ეს კაკუნი უნდა იყოს მეგობრული. როდესაც ორ წელიწადში შევხვდებით ერთმანეთს, კიდევ უფრო სხვა სიტუაცია იქნება. გლობალისტები არიან სხვა პროგრამის მხარდამჭერები, ორ წელიწადში ჩვენ ვიქნებით უმრავლესობაში, საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება და ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის, ევროკავშირის კარი",- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა. https://ghn.ge/news/331343-globalistebi-martskhdebian-protsesi-gagrdzeldeba-evropis-skhvadaskhva-kveqanashi-vinaidan-rotsa-karze-kakuni-gvesmis-es-unda-iqos-megobruli-sakartvelos-momavalits-dzalian-nateli-ikneba-qvela-kari-gaikhsneba-mat-shoris-evrokavshiris-orbani გლობალისტები მარცხდებიან, პროცესი გაგრძელდება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, ვინაიდან, როცა კარზე კაკუნი გვესმის, ეს უნდა იყოს მეგობრული, საქართველოს მომავალიც ძალიან ნათელი იქნება - ყველა კარი გაიხსნება, მათ შორის, ევროკავშირის - ორბანი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/328905347.jpg 2025-06-11 331343 გავრცელებული ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.  არსებული ინფორმაციით, 80 წლის კაცს სატვირთო მანქანა დაეჯახა. კაცი ადგილზე დაიღუპა.  ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.  https://ghn.ge/news/331342-gavrtselebuli-informatsiit-bakhtrionis-kuchaze-avarias-erti-adamiani-emskhverpla გავრცელებული ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1115563563.jpg 2025-06-11 331342 მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი - კობახიძე ორბანს საქართველოსა და უნგრეთს მსგავსი გამოწვევები აქვთ და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის,  საქართველო კი, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრელ კოლეგას ერთობლივ პრესკონფერენციაზე. მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გეგმაა, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. „მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ,  უკვე 2028 წლისთვის, დაგეგმილი გვაქვს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 %-ის შესრულება და ამ კუთხითაც, თუნდაც საექსპერტო თანამშრომლობა, ნებისმიერი მიმართულებით თქვენი მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს ძალიან მსგავსი გამოწვევები და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთად დგომა. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და საქართველო, რა თქმა უნდა, ყოველთვის იდგება იქ, სადაც არის უნგრელი ხალხის ინტერესები. ჩვენ ვგრძნობთ ვალდებულებას იმისა, რომ დაგიბრუნოთ სათანადო პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ვგრძნობთ და ვიღებთ თქვენი მხრიდან. ქართველი ხალხი აფასებს პირადად თქვენს მხარდაჭერას, ბატონო პრემიერ-მინისტრო და უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ჩვენი პარტნიორობის დღევანდელი მდგომარეობა ქმნის ძალიან კარგ საფუძველს, რომ ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, დინამიკაც არის დადებითი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ ორმხირივი თანამშრომლობა ჩვენს ქვეყნებს შორის,“- განაცხადა პრემიერმა. https://ghn.ge/news/331341-minda-madloba-gadagikhadot-sakartvelos-evropuli-gzis-mkhardacheristvis-chven-gvakvs-ambitsiuri-mizani-2030-tslistvis-sakartvelo-gakhdes-evrokavshiris-tsevri-da-tkveni-mkhardachera-aris-dzalian-mnishvnelovani-kobakhidze-orbans მინდა, მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერისთვის, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო და ამბიციური მიზანი - 2030 წლისთვის საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი - კობახიძე ორბანს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1599895063.jpg 2025-06-11 331341 დამიბარეს სასამართლო პროცესზე, მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუქზე” დაწერილი “სტატუსის” გამო - ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ტელეწამყვანი წერს, მას მარიამ ლაშხმა “ფეისბუკზე” დაწერილი პოსტის გამო უჩივლა, სადაც ჟორჟოლიანმა მას „მონა“ უწოდა. ჟორჟოლიანის ინფორმაციით, პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული. “ხვალ დამიბარეს სასამართლო პროცესზე. მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუკზე” დაწერილი სტატუსის გამო, სადაც მას მონა ვუწოდე. მონა ხარ მარიამ. რამდენჯერაც არ უნდა იჩივლო, ამას ვერაფერი შეცვლის. მოსამართლეა ნინო ენუქიძე”, - წერს ჟორჟოლიანი. https://ghn.ge/news/331340-damibares-sasamartlo-protsesze-michivis-mariam-lashkhi-feisbukze-datserili-statusis-gamo-nanuka-zhorzholiani ნანუკა ჟორჟოლიანი - დამიბარეს სასამართლო პროცესზე, მიჩივის მარიამ ლაშხი, “ფეისბუქზე” დაწერილი “სტატუსის” გამო კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/241715347.png 2025-06-11 331340 საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს, 7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა - ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს  საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს თქვენი -  7 %-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა, ამასთანავე, კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი, ასეთი შედეგების მქონე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია, - ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ მსგავსი მიღწევების გაზიარებას უნგრეთისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „ასეთი შეხვედრები უფრო ხშირად გვჭირდება, რადგან უკვე დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ევროპულ დელეგაციას - საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. საქართველოს მიღწევების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს შედეგები არის ძალიან დიდი ნახტომი წინ. ეს, ალბათ, არ იყო იოლი. ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, ასეთი შედეგი გვქონოდა. 2022 წელს, როდესაც გლობალური „მეინსტრიმ ლიბერალები“ ცდილობდნენ, ჩვენთვის და თქვენთვის შეეშალათ ხელი და ჩვენს ქვეყნებში არ ყოფილიყო ისეთი მთავრობები, როგორც ახლაა, რა იქნებოდა. დღესაც გვიწევს მათთან ბრძოლა, იმიტომ რომ საქართველოს მთავრობა მათთვის არის ის მხეცი, რომელთან ბრძოლაც ეშინია ევროკავშირს, ბრუსელს. საქართველო არის პირველი, რომელმაც გაუწია წინააღმდეგობა. ეს ემოცია არის ჩვენთვის საერთო. ჩვენც გვინდა მსგავსი ეკონომიკური ზრდა, დრო მოვა და ჩვენც გვექნება,“- განაცხადა ვიქტორ ორბანმა. https://ghn.ge/news/331339-sakartvelosi-shurs-qvelas-chvents-gvshurs-7-iani-ekonomikuri-zrda-ghmerto-chemo-es-khom-didi-mightsevaa-viktor-orbani-irakli-kobakhidzes საქართველოსი შურს ყველას, ჩვენც გვშურს თქვენი - ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1590547190.jpg 2025-06-11 331339 პოლონეთის პარლამენტმა დონალდ ტუსკის მთავრობას ნდობა გამოუცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, დონალდ ტუსკს პოლონეთის პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა. ტუსკმა მისი მთავრობისადმი ნდობის შესახებ კენჭისყრა მას შემდეგ ჩანიშნა, რაც მისი პარტიის, სამოქალაქო პლატფორმის ლიდერმა და ვარშავის მერმა პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელ კანდიდატთან, კაროლ ნავროცკისთან წააგო. გამარჯვება კი კაროლ ნავროცკიმ მოიპოვა, რომელსაც ოპოზიციური მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“ უჭერს მხარს. არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი ახალ რეალობაშია და მას ახალი დასაწყისი სჭირდება. https://ghn.ge/news/331338-polonetis-parlamentma-donald-tuskis-mtavrobas-ndoba-gamoutskhada პოლონეთის სეიმმა დონალდ ტუსკის მთავრობას ნდობა გამოუცხადა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/670781133.png 2025-06-11 331338 ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე მტკიცედ იაროს - ვიქტორ ორბანი უნგრეთი იცავს მტკიცედ საქართველოს სუვერენიტეტს არა მარტო ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, არამედ ევროკავშირის ტერიტორიაზეც, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთი ყველაფერს გააკეთებს საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იაროს მტკიცედ. „ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ თავს საქართველოს მოამაგედ, მოკავშირედ და ევროკავშირის წინაშე წარმოვადგენთ საქართველოს ყველა იმ ბრძოლაში, რომლითაც საქართველო იბრძვის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დასაცავად. მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე იარონ მტკიცედ. სექტემბერში 50 საჯარო მოხელე გვეყოლება გადამზადებული საქართველოდან და უნგრელ ექსპერტებსაც გავაგზავნით საქართველოში. დღეს ჩვენ საუბარი გვქონდა ეკონომიკურ მიმართულებაზე, მიღწევებზე, თანამშრომლობაზე და მადლობას ვუხდით ქართველ მეგობრებს“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა. https://ghn.ge/news/331337-qvelafers-gavaketebt-sakartvelos-dasakhmareblad-rata-evrokavshirisken-gzaze-mtkitsed-iaros-viktor-orbani ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს დასახმარებლად, რათა ევროკავშირისკენ გზაზე მტკიცედ იაროს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/555487882.png 2025-06-11 331337 თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან ამ ეტაპზე გაათავისუფლეს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან დაკითხვის შემდეგ, ამ ეტაპზე გაათავისუფლეს, თუმცა ფორმალური და ძალიან მნიშვნელოვანი იურიდიული დეტალები ჯერ მათთვის ცნობილი არაა.  სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის, თამთა მიქელაძის განცხადებით, შემდეგი სამართლებრივი პროცედურებისა და დეტალების დაზუსტებას ქათამაძის იურისტები ცდილობენ და შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას. ცნობისთვის, ბათუმში, აქციებზე დაკავებული თემურ ქათამაძე დღეს თურქეთში გადაიყვანეს.  შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ქათამაძის საქართველოდან იძულების წესით გაძევება ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად მოხდა, რადგან გაფარ ილმაზმა (ქათამაძემ) არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით. https://ghn.ge/news/331336-temur-katamadze-turketis-izolatoridan-am-etapze-gaatavisufles თემურ ქათამაძე თურქეთის იზოლატორიდან ამ ეტაპზე თავისუფალია სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/624989707.jpeg 2025-06-11 331336 პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" პირველი მოსმენით განიხილა და 83 ხმით მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კანონპროექტი შემოიღებს, ეს არის შინაური ბინადარი ცხოველების საყოველთაო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ვალდებულება, რაც გარანტია სამომავლოდ ქუჩაში ძაღლის გაგდების პრევენციისა", - განაცხადა მაია ბითაძემ. მისივე თქმით, კანონპროექტით სავალდებულო გახდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება, ხოლო გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საშენს. გარდა ზემოხსენებულისა, „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ'' საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ცხოველთა ჰიპერპოპულაციის მართვისათვის საპრევენციო ღონისძიებას, კერძოდ, მთავრობის უფლებამოსილებას, გამოაცხადოს მორატორიუმი გარკვეული ჯიშის ძაღლების გამრავლებაზე. კანონპროექტით, ასევე, იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის, იქმნება მართვის ერთიანი ელექტრონული ბაზა და ინერგება მართვის მრავალი ახალი ინსტრუმენტი. https://ghn.ge/news/331335-parlamentma-shinaur-binadar-tskhovelta-shesakheb-sakanonmdeblo-pakets-pirveli-mosmenit-mkhari-dauchira პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ" საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირ პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/347472315.jpeg 2025-06-11 331335 სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრების მიზანია აღდგეს ძლიერი ერთობა, რათა ერთიანი სტრატეგიით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი - მამუკა ხაზარაძე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტსა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს შორის შეხვედრა დასრულდა როგორც “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეხვედრების მიზანი არის, აღდგეს ძლიერი ერთობა. "ბოლო ერთი კვირაა, აქტიურად მიმდინარეობს საუბარი სხვადასხვა სტრატეგიაზე პოლიტიკური ცხოვრების გაგრძელების, არჩევნებთან დაკავშირებით, თუ ა.შ.. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. გუშინ ჩვენ შევხვდით ჩვენი პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების ჯგუფებს. შევხვდით რუსთაველის აქტივისტებს, ექსპერტებს, ჩვენს რეგიონულ წარმომადგენელს. დღეს ჩვენივე თხოვნით შევხვდით პრეზიდენტს. მინდა დავადასტურო, რომ ამ შეხვედრების მიზანი არის, რომ აღდგეს ძლიერი ერთობა, რომ ერთიანი სტრატეგიით, პოლიტიკური ცხოვრებით და სწორი პოლიტიკით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში. ჩვენი საუბარი ეხებოდა ამ ერთობის აღდგენას და განმტკიცებას. მე ვხედავ რესურსს ერთობის აღდგენის. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა არის გამარჯვების ფორმულა. აზრები უნდა შეჯერდეს და აღდეს ერთობლივი პლატფორმა". - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.    https://ghn.ge/news/331334-salome-zurabishviltan-shekhvedrebis-mizania-aghdges-dzlieri-ertoba-rata-ertiani-strategiit-davamartskhot-rusuli-rezhimi-mamuka-khazaradze შეხვედრების მიზანი არის, აღდგეს ძლიერი ერთობა, რათა ერთიანი სტრატეგიით დავამარცხოთ რუსული რეჟიმი საქართველოში - მამუკა ხაზარაძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1835668495.png 2025-06-11 331334 ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება, თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს  დიდი მიღწევაა, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა - ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი,  -  ამ სიტყვებით მიმართა  უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე. ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთისთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა. „მთავრობათაშორისი სამიტი მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატია. სულ 2-3 ქვეყანაა, ვისთანაც ასეთი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ამ ფორმატში ვთანამშრომლობთ. ამ ფორმატში განვიხილავთ სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებს და ეს არის იმის ნიშანი, რომ არა ცალკეული სამინისტროები, არამედ მთლიანად, მთელი მთავრობა თანამშრომლობს ჩვენს მთავრობასთან. ეს არის იშვიათი მოვლენა ჩვენს პრაქტიკაში და მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთან, თქვენთან თანამშრომლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უნგრელები პატივს სცემენ ისტორიას და თქვენ გაქვთ საოცარი ისტორია. თქვენი ქრისტიანული ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი. ძალიან დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა, რამდენადაც ორივე ქვეყანას გვიყვარს თავისუფლება. მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი  - ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ. თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რაც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ყოველთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ უნგრეთში“, -  განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/331333-evropuli-ekonomika-akhla-dzalian-ziandeba-tu-vinmes-akvs-1-ze-meti-ekonomikuri-zrda-es-didi-mightsevaa-tkveni-7-iani-zrda-aris-galaktikuri-movlena-viktor-orbani-irakli-kobakhidzes ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება, თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს  დიდი მიღწევაა, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა - ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/899358592.jpg 2025-06-11 331333 უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს სამთავრობო დელეგაცია, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოს შეხვდა და თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებს ნარჩენების ეფექტიანად მართვის და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიმართულებებით. „მადლობას გიხდით ურყევი მხარდაჭერის და  კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის. ჩვენი ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარების გზაზე საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის დანერგვა. საერთაშორისო პარტნიორების აქტიური ჩართულობით, ეს პროცესი უკვე დაწყებულია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უნგრეთის ნარჩენების მართვის სისტემასთან დაკავშირებული ზომების შესახებ ინფორმაციის გაცვლა ჩვენთვის განსაკუთრებულად ღირებულია. მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებაც, რომ თქვენი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ცნობადობის ამაღლებაა, რაც საზოგადოების ჩართულობისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მხარდაჭერის კუთხით გადამწყვეტია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა  და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართულებებით თანამშრომლობის ხელშეწყობა. „მემორანდუმი უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან ჩვენი პარტნიორობის მნიშვნელოვანი ეტაპია. აღნიშნული შეთანხმება ეფექტიანი და მიზანმიმართული თანამშრომლობის მხარდასაჭერად  მყარი და ორგანიზებული ჩარჩოს შექმნას უზრუნველყოფს“,  - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა  და უნგრეთის ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: ინტეგრირებული წყლის რესურსების მართვა, მდინარის აუზების მართვის გეგმების შემუშავება, კლიმატის ცვლილების შერბილებასა და ადაპტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები; მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გამოცდილების გაზიარებასა და ინფორმაციის გაცვლას, მათ შორის, გარემოს დაცვის კანონმდებლობის, სტრატეგიებისა და გეგმების მიმართულებებით. https://ghn.ge/news/331332-ungretshi-ofitsialuri-vizitis-farglebshi-davit-songhulashvili-ungretis-energetikis-ministr-chaba-lantos-shekhvda-mkhareebma-tanamshromlobis-memorandumi-gaaformes უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრ ჩაბა ლანტოს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2089049163.jfif 2025-06-11 331332 საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ირაკლი კობახიძე საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში, საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების შემდგომი განვითარება. ამ მიმართულებითაც გვაქვს ძალიან კარგი დინამიკა, თუმცა რესურსი კიდევ უფრო მეტია. ჩვენს ინტერესებშია, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ამ პოტენციალის მაქსიმალურად ასათვისებლად. ვფიქრობთ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის დარგობრივი თანამშრომლობის გაღრმავება. დღეს აქ წარმოდგენილია  მთავრობის მთლიანი შემადგენლობა და ჩვენთვის ყველა სფეროში საინტერესოა თანამშრომლობა, ისეთ სფეროებში, როგორიც არის ენერგეტიკა, დაკავშირებადობა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, კულტურა, სამართალდამცავი სფერო, იუსტიცია, ჯანდაცვა, ყველა მიმართულებით ვართ ძალიან დაინტერესებული, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ თანამშრომლობა. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ორმხრივი კომისიის დარგობრივი ფორმატებიც კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და ჩვენი სურვილია, რომ ამ კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ. ასევე მოხარული ვართ, რომ ვითარდება სამართლებრივი ჩარჩო, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობასთან და ამ მიმართულებითაც მზად ვართ მაქსიმალური თანამშრომლობისთვის. მოხარული ვართ, რომ ამ დღეების განმავლობაში ხელი მოეწერება მნიშვნელოვან მემორანდუმებს, რომლებიც ითვალისწინებს სხვადასხვა დარგში თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას. თქვენს მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის  მხარდაჭერისთვის. რა თქმა უნდა, რწმენას გამოვთქვამ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც, ეს სამიტიც თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებასა და განვითარებაში“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. https://ghn.ge/news/331331-sakartvelosa-da-ungrets-shoris-savachro-ekonomikuri-urtiertobebis-ganvitarebas-dzalian-didi-potentsiali-akvs-chveni-ormkhrivi-tanamshromloba-chventvis-dzalian-mnishvnelovania-irakli-kobakhidze საქართველოსა და უნგრეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია - ირაკლი კობახიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1986792367.jpg 2025-06-11 331331 თბილისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარედგინა საქართველოს პროკურატურამ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე რესტორნის მიმდებარედ, მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ პირს ძალადობის მუხლით ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  6 ივნისს ქალაქ თბილისში,  ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ რამდენიმე პირს შორის  ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა  ჩხუბში მონაწილე ალ. ყ.-მ დანისმაგვარი საგნის გამოყენებით დაჭრა ორი პირი. ჩხუბში მონაწილე სხვა პირებმა  ალ. ყ.-ს .  თავის და სხეულის არეში მრავალჯერ მიაყენეს დაზიანებები . ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირები,მათ შორის ალ.ყ. გამოკითხვის მიზნით გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში,სადაც იგი გახდა შეუძლოდ და საიდანაც მოხდა მისი საავადმყოფოში გადაყვანა.ალ.ყ. 9 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულ  სამ პირს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის  „ბ“ და 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის  „გ“ ქვეპუნქტებით წარედგინათ  და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მათ შორის სამედიცინო ექსპერტიზა  ალ.ყ.-ს გარდაცვალების მიზეზის დასადგენად. ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ შესაძლოა მოხდეს  წარდგენილი ბრალდების დამძიმება. ამასთან, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში  7 ივნისს დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით".- აღნიშნულია ინოფორმაციაში. https://ghn.ge/news/331330-tbilisshi-momkhdari-fizikuri-dapirispirebis-faktze-sam-pirs-braldeba-tsaredgina თბილისში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე სამ  პირს ბრალდება წარუდგინა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/689135248.jpg 2025-06-11 331330 ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა რაჭასა და ლეჩხუმში არსებული ღვინის მწარმოებელი  კომპანიების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებზე, რთველის მოსამზადებელ და საორგანიზაციო საკითხებზე ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყურძნისა და ღვინის ხარისხზე.  შეხვედრას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გოჩა ენუქიძე და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე ესწრებოდნენ. „რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი ვაზის ჯიშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პოტენციალის სრულად გამოყენება. ქართული ღვინის წარმატებისთვის და საერთაშორისო ბაზრებზე დამკვიდრებისთვის აუცილებელია აქცენტი გაკეთდეს ხარისხზე, რაც ქართულ ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი რეპუტაციის სეგმენტში დამკვიდრების  და მოთხოვნის ზრდის აუცილებელია პირობაა“, - განაცხადა ლევან მეხუზლამ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წლების მსგავსად, 2025 წლის რთველის ფარგლებში, ადგილობრივი ყურძნის ჯიშების ჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები იმუშავებენ და ჩასაბარებელი ყურძენს მონიტორინგს გაუწევენ. ამასთან, გატარდება სპეციალური ღონისძიებები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და ადგილობრივ ჯიშებში შერევა. https://ghn.ge/news/331329-ghvinis-erovnul-saagentoshi-racha-lechkhumis-ghvinis-mtsarmoeblebtan-shekhvedra-gaimarta ღვინის ეროვნულ სააგენტოში რაჭა-ლეჩხუმის ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1147376530.jfif 2025-06-11 331329 უნგრელ კოლეგასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც  დეტალურად არის გაწერილი სიღრმისეული თანამშრომლობის საკითხები - დავით სონღულაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილს, უნგრეთში მიმდინარე სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა ჰქონდა უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან. „კოლეგა მინისტრთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის და ტყეების მართვის მიმართულებით საკითხები განვიხილეთ; გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც  დეტალურად არის გაწერილი სიღრმისეული თანამშრომლობის საკითხები. განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების და გამოცდილების გაზიარების მიმართულება. ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით უნგრეთში სწავლისთვის დაფინანსებები მიიღონ“, -განაცხადა დავით სონღულაშვილმა. მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება სოფლის მეურნეობის სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროპულ სტანდარტებთან. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია უნგრეთის გამოცდილება. უნგრულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ გამოყოს ექსპერტი ამ საკითხებზე საქართველოსთან სათანამშრომლოდ. შეხვედრაზე განხილული იყო სხვადასხვა პროდუქციის მიმართულებით ის პოტენციური შესაძლებლობები, რომელიც უნგრეთის ბაზრისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. განხილული იყო ტყეების მართვის მიმართულებაც, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც ქართული, ასევე უნგრული მხარისთვის და ამ ნაწილში გამოცდილების გაზიარება არის ცალსახად პრიორიტეტული. დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვია. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის. https://ghn.ge/news/331328-ungrel-kolegastan-soflis-meurneobis-mimartulebit-gavaformet-memorandumi-sadats-detalurad-aris-gatserili-sighrmiseuli-tanamshromlobis-sakitkhebi-davit-songhulashvili უნგრელ კოლეგასთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით გავაფორმეთ მემორანდუმი, სადაც  დეტალურად არის გაწერილი სიღრმისეული თანამშრომლობის საკითხები - დავით სონღულაშვილი ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1505378849.jfif 2025-06-11 331328 დონალდ ტრამპი ილონ მასკთან ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს, თუმცა ახლა მას სხვა პრიორიტეტები აქვს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მილიარდერ ილონ მასკთან, ურთიერთობის აღდგენას არ გამორიცხავს, თუმცა პოტენციური შერიგება მისი მთავარი პრიორიტეტი არ არის. ამის შესახებ მან The New York Post-ის მიმომხილველ მირანდა დევაინთან საუბრისას განაცხადა.  „მისმინეთ, არანაირი წყენა არ მაქვს. ძალიან გამიკვირდა, რომ ეს მოხდა. ის ფენომენალურ კანონპროექტს ისახავდა მიზნად... ის უბრალოდ... ვფიქრობ, სინამდვილეში ძალიან ნანობს, რომ ეს თქვა“, - განაცხადა ტრამპმა. მან ასევე აღნიშნა, რომ იმედგაცრუებულია მასკით და დასძინა, რომ მას არაფერში ადანაშაულებს. როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხეს, შესაძლებელია თუ არა მასკთან კარგი ურთიერთობების აღდგენა, მან თქვა, რომ შესაძლენელია, მაგრამ, როგორც მან აღნიშნა, ჯერ ქვეყანაში წესრიგი უნდა დაამყარონ. „და ჩემი ერთადერთი ფუნქცია ახლა არის ეს ქვეყანა დავაბრუნო უფრო მაღალ დონეზე, ვიდრე ის ოდესმე ყოფილა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება შეგვიძლია“, - აღნიშნა ტრამპმა. https://ghn.ge/news/331327-donald-trampi-ilon-masktan-urtiertobebis-aghdgenas-ar-gamoritskhavs-tumtsa-akhla-mas-skhva-prioritetebi-akvs დონალდ ტრამპი ილონ მასკთან ურთიერთობების აღდგენას არ გამორიცხავს, თუმცა ახლა მას სხვა პრიორიტეტები აქვს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/264756292.png 2025-06-11 331327 უნგრეთში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უნგრეთში დაიწყო. უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ერთმანეთს მინისტრთა კაბინეტის წევრები წარუდგინეს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა. ორმხრივი ფორმატის მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის, რის შემდეგაც საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება. კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ დაგეგმილია საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია. https://ghn.ge/news/331326-ungretshi-irakli-kobakhidzis-ofitsialuri-viziti-daitsqo უნგრეთში ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1023606029.jpg 2025-06-11 331326 კოსოვო აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას დათანხმდა კოსოვო დათანხმდა აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას. ამის შესახებ Reuters იუწყება დაგეგმილია, რომ თავდაპირველად კოსოვო  წელიწადში 50 დეპორტირებულს მიიღებს. „მთავრობამ გამოთქვა მზადყოფნა მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებული ჯგუფიდან პირების შერჩევის შესაძლებლობით, იმ პირობით, რომ ისინი დააკმაყოფილებენ კანონის უზენაესობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ გარკვეულ კრიტერიუმებს“, - ნათქვამია განცხადებაში. ასევე დღეს The Washington Post -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობების ინფორმირების გარეშე, შესაძლოა, გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე აშშ-ში არალეგალურად მყოფი ათასობით უცხოელის გადაყვანოს პროცესი დაიწყოს. https://ghn.ge/news/331325-kosovo-ashsh-dan-deportirebuli-migrantebis-mighebas-datankhmda კოსოვო დათანხმდა აშშ-დან დეპორტირებული მიგრანტების მიღებას მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1206818390.png 2025-06-11 331325 ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა 11 ივნისის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით უცვლელი დარჩა, შედეგად დოლარის ღირებულება 2.7306 ლარია. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.49 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1238 ლარი გახდა. 0.06 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.6852 ლარი გახდა. ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 6.97 თეთრი შეადგინა. https://ghn.ge/news/331324-erovnulma-bankma-laris-akhali-kursi-daadgina ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა ეკონომიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2080878646.jpg 2025-06-11 331324 მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები - კოტე იოსელიანი მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, კოტე იოსელიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს. მისი თქმით, შსს-ს მიმართ ნულოვანი ნდობა აქვს. „მინდა ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც სოლიდარობა გამოხატა ჩემი ოჯახის მიმართ. ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ცხადია ძალადობის ფონზე. იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. თავიდან ვიფიქრე, რომ სახლთან დახვედრებისა და ძალადობის გაგრძელება იყო, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე პირბადესავით რაღაცის გაკეთების შემდეგ, მივხვდი თუ რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს არც თუ ისე შორს, ვვარაუდობ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე გადამიყვანეს. შემდეგ იყო მოთხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან შესრულდა. მე თითქოს რაიმე მორალურ ან პრინციპულ კომპრომისზე წავედი, ასე არ არის, მეორეჯერ ბოდიშის მოხდა დიდ ამბად არ ჩავთვალე. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რომელიც განხორციელდა, რომელსაც პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდეც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ და რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, იმ ფონზე, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მქონდა მოხდილი. მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, ადევნება განახორციელონ, თვალ-თვალი და ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთან მე მქონდა კომუნიკაცია, რომ თავისუფლად შეასრულონ დავალებები. იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, შემდეგ მე გავედი ერთგვარ კავშირზე, თვითონაც შეეშინდათ ამბავი არ ატეხილიყო და გამაგზავნინეს „ვოისი“, სადაც ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იყო და სახლში მალე დავბრუნდებოდი. ამის შემდეგ თინამ მიიღო ინფორმაცია, რომ ცოცხალი ვიყავი. შსს-ს მიმართ ნულოვანი ნდობა მაქვს, ვთვლი, რომ ეს არ არის ის ორგანო, რომელსაც ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, რადგან ეს პროცესიც, რომელიც წარიმართება, ფორმალობა იქნება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რეალურ გამოძიებას ჩაატარებენ. არ ვენდობი შსს-ს და არ ვაღიარებ ისეთ ორგანოდ, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს იცავს. ამოცნობადი არცერთი პირი არ არის, ყველა ნიღბებით იყო“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა. https://ghn.ge/news/331321-minda-uta-ivanishvils-mivmarto-tu-chemtan-saubari-ginda-damireke-da-piradad-dagelaparakebi-kote-ioseliani მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები,  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/806589133.jpg 2025-06-11 331321 ეს იყო კლასიკური გატაცება, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია - კოტე იოსელიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მისი გატაცების საქმეზე გამოიკითხება. იოსელიანმა ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ ისაუბრა "ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით, ეს მოხდა ჩემს სახლთან, ცხადია ძალადობის ფონზე. იმყოფებოდა რამდენიმე ადამიანი. თავიდან ვიფიქრე, რომ სახლთან დახვედრებისა და ძალადობის გაგრძელება იყო, თუმცა მანქანაში შეთრევის შემდეგ, თვალებზე პირბადესავით რაღაცის გაკეთების შემდეგ, მივხვდი თუ რაშიც იყო საქმე. გადამიყვანეს არც თუ ისე შორს, ვვარაუდობ, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე გადამიყვანეს. შემდეგ იყო მოთხოვნა, რომელიც ჩემი მხრიდან შესრულდა. მე თითქოს რაიმე მორალურ ან პრინციპულ კომპრომისზე წავედი, ასე არ არის, მეორეჯერ ბოდიშის მოხდა დიდ ამბად არ ჩავთვალე. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რომელიც განხორციელდა, რომელსაც პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდეც. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ და რატომ დაგეგმა, რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი, იმ ფონზე, როდესაც მე გულწრფელი ბოდიში მქონდა მოხდილი. მინდა უტა ივანიშვილს მივმართო, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემთან საუბარი გინდა, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეცსამსახურები, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, ადევნება განახორციელონ, თვალ-თვალი და ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთან მე მქონდა კომუნიკაცია, რომ თავისუფლად შეასრულონ დავალებები. იყო განხორციელებული რამდენიმე ზარი, შემდეგ მე გავედი ერთგვარ კავშირზე, თვითონაც შეეშინდათ ამბავი არ ატეხილიყო და გამაგზავნინეს „ვოისი“, სადაც ვთქვი, რომ ყველაფერი კარგად იყო და სახლში მალე დავბრუნდებოდი. ამის შემდეგ თინამ მიიღო ინფორმაცია, რომ ცოცხალი ვიყავი. შსს-ს მიმართ ნულოვანი ნდობა მაქვს, ვთვლი, რომ ეს არ არის ის ორგანო, რომელსაც ადამიანების უსაფრთხოებას ემსახურება. აქ მოსვლის მოტივაციაც არ მქონდა, რადგან ეს პროცესიც, რომელიც წარიმართება, ფორმალობა იქნება, რომელსაც კანონი ავალდებულებს. არანაირი მოლოდინი არ მაქვს, რომ რეალურ გამოძიებას ჩაატარებენ. არ ვენდობი შსს-ს და არ ვაღიარებ ისეთ ორგანოდ, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს იცავს. ამოცნობადი არცერთი პირი არ არის, ყველა ნიღბებით იყო“, - განაცხადა კოტე იოსელიანმა. https://ghn.ge/news/331323-es-iqo-klasikuri-gatatseba-kargad-dagegmili-spetsoperatsia-kote-ioseliani იოსელიანი: ეს იყო კლასიკური გატაცება, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1784887888.jpg 2025-06-11 331323 თათია აფრიამაშვილმა 12-დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა სამოქალაქო აქტივისტმა, თათია აფრიამაშვილმა, რომელსაც მარიამ ლაშმა უჩივლა და 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, იზოლატორი დატოვა. თავისუფალია სტუდენტი ლიკა ლორთქიფანიძეც. ორივე მათგანი "ქართული ოცნების" დეპუტატის  მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დააკავეს. https://ghn.ge/news/331322-tatia-afriamashvilma-12-dghiani-patimrobis-shemdeg-izolatori-datova თათია აფრიამაშვილმა 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/868281970.png 2025-06-11 331322 ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე - ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი 11 ივნისს, 23:00 საათზე, ევროპის 2025 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს. საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო გუნდების მთავარი სპონსორია. საქართველოს 21-წლამდე ნაკრები პოლონეთის ნაკრებს ჟილინას სტადიონზე შეხვდება. რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილი გუნდის შემადგენლობა ასე გამოიყურება: მეკარეები:  ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი). მცველები:  საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ირაკლი იაკობიძე (დინამო თბილისი), საბა მამაცაშვილი (სირიუსი, შვედეთი),  გიორგი მაისურაძე (პოლისია ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი (თელავი), საბა საზონოვი (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის შახტარი, უკრაინა). ნახევარმცველები:  ოთარ მამაგეიშვილი (ფამალიკაო, პორტუგალია), ლუკა გაგნიძე (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ირაკლი იეგოიანი (ვიტესი, ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბილისი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი (ჰაპოელ ჰადერა, ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბილისი). თავდამსხმელები:  გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ვასილიოს გორდეზიანი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი (იბერია 1999), ვახტანგ ბედოშვილი (გარეჯი), გიორგი აბუაშვილი (კოლხეთი 1913), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია). ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს ბანკი ეროვნული საფეხბურთო გუნდების მთავარი სპონსორია. https://ghn.ge/news/331319-ertad-vugulshematkivrot-sakartvelos-erovnul-nakrebs-21-tslamdelta-chempionatze-nakrebis-mtavari-mkhardamcheria-sakartvelos-banki ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 21-წლამდელთა ჩემპიონატზე - ნაკრების მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/507494201.jpg 2025-06-11 331319 ბრიტანეთის ელჩი პირდაპირ ერეოდა საარჩევნო პროცესში, იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი, დღეს კიდევ ერთხელ გააკეთა პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება, რადგან ზუსტად იცის, რომ რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება - გია ვოლსკი ვიფიქრებდი, რომ დიდი ბრიტანეთის საელჩომ შეცდომა დაუშვა და იჩქარა, კომენტარები რომ გააკეთა, იმ ცუდი გამოცდილების მაგალითები რომ არ გვქონდეს, რომელიც ბრიტანეთის ელჩთან ურთიერთობაში გაგვაჩნია, როდესაც ის საარჩევნო პროცესში პირდაპირ ერეოდა და იყო მკვახე, ხისტი გამონათქვამების ავტორი, პირდაპირ მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდაჭერას, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „რასაკვირველია, გრანტის გაცემას მივესალმებით მაშინ, როდესაც ეს საარჩევნო სისტემას ეხმარება, მაგრამ გრანტის გაცემა მაგალითად, „ისფედზე“ უნდა იწვევდეს დამატებით კითხვებს, რადგან „ისფედი“ იყო სწორედ ის ორგანიზაცია, რომელიც განზრახ ამახინჯებდა მონაცემებს და შედეგ შეცდომებს არ აღიარებდა, რადგან შემდეგ რევოლუციური პროცესები განვითარებულიყო. ბრიტანეთის ელჩმა იჩქარა თუ არა, შეცდომა მოუვიდა თუ არა, რასაკვირველია, არ ჩაეთვალა არანაირ პოზიტივში, კონსტრუქციულობაში, რაც ელჩს ევალება. მან კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება, რომელიც პოლიტიკურად არის ანგაჟირებული, რადგან ზუსტად იცის, რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება, არჩევნებამდე დიდი დროა და მას ექნება საშუალება წარმოადგინოს საკუთარი პროექტი ამის დაფინანსების ორგანიზების თაობაზე“, – განაცხადა ვოლსკიმ. ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები. https://ghn.ge/news/331320-britanetis-elchi-pirdapir-ereoda-saarchevno-protsesshi-iqo-mkvakhe-khisti-gamonatkvamebis-avtori-dghes-kidev-ertkhel-gaaketa-politikurad-angazhirebuli-gantskhadeba-radgan-zustad-itsis-rom-ramdenime-dgheshi-es-tema-mogvardeba-gia-volski ბრიტანეთის ელჩმა კიდევ ერთხელ გააკეთა პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება, რადგან ზუსტად იცის, რომ რამდენიმე დღეში ეს თემა მოგვარდება - გია ვოლსკი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/271304171.jpg 2025-06-11 331320 მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში, დამნაშავისგან ქონების ამოღება გამარტივდება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან, მისი ოჯახის წევრებისგან და მასთან დაკავშირებული პირებისგან ქონების ამოღება მარტივდება. მისი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ვიდრე პირი დაზარალებულს ზიანს არ აუნაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს. მდინარაძის განმარტებით, „ამის უზრუნველყოფის საშუალება სამაჯური იქნება“. "ეს ინიციატივა ეხება ეკონომიკურ, ფინანსურ დანაშაულს და დანაშაულების ჩამდენ პირებს. არის განსაზღვრული კონკრეტული ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულები, რომელთა ჩადენის შემთხვევაში მარტივდება, დაზარალებულისათვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულის, მისი ოჯახის წევრების და ასევე დაკავშირებული პირებისაგან მატერიალური რესურსების ამოღება. იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ჩაიდენს ფინანსურ დანაშაულს, ეკონომიკურ დანაშაულს და მიაყენებს კონკრეტულ მეორე ადამიანს ზიანს, ამ მეორე ადამიანის ზიანის ანაზღაურების გამარტივების მიზნით, მარტივდება დამნაშავისგან, ოჯახის წევრებისგან და ასევე დაკავშირებული პირებისგან ქონების თანხის ამოღება. ეს თუ ხანგრძლივ და სხვადასხვა პროცედურას მოითხოვდა, მათ შორის სამოქალაქო დავას, რომელიც წლები გრძელდებოდა, ეს ახლა იქნება გამარტივებული". - თქვა მდინარაძემ. მდინარაძის ცნობით, ახალი კანონპროექტით, პროკურორის მიმართვის საფუძველზე, სასამართლოს შეეძლება პირს, რომელმაც ფინანსური დანაშაული ჩაიდინა, გარკვეული ვადით შეუზღუდოს ქვეყნის დატოვების უფლება. "გარდა ამისა, სისხლის სამართლის კოდექსში, სოციალური დაცვის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევა ცვლილება. ამის თანახმად, პროკურორი მიმართავს სასამართლოს და სასამართლოს შეუძლია გარკვეული ვადით შეუზღუდოს პირს ქვეყნის დატოვება. განსაზღვრული იქნება კონკრეტული ვადებიც, ეს ვადები მიბმული იქნება ორმაგ ვადაზე, განსაზღვრული იქნება ორმაგი ვადით, ვიდრე არის დანაშაულის ხანდაზმულობის ვადა. ნაკლებად მძიმეზე 6 წელი, შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი ანუ 6 წლით, 12 წლით და 16 წლით აეკრძალება შესაბამისი ელექტრონული საშუალების, მოწყობილობის გამოყენებით და ამის უზრუნველყოფით აეკრძალება პირს ქვეყნის დატოვება, ვიდრე არ აანაზღაურებს დაზარალებულის ზიანს. ვიდრე ზიანს არ აანაზღაურებს, ქვეყანას ვერ დატოვებს და ამის უზრუნველყოფის საშუალება თავის მხრივ იქნება სამაჯური"- აღნიშნა მდინარაძემ. მდინარაძის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყოს, აქვს მოლოდინი, რომ ამდენი ზიანი მიაყენა სხვა ადამიანს, „წავა და თავისთვის ბედნიერად იცხოვრებს, თუმცა ეს ასე არ არის“. „ეს ბაჩიაშვილი იქნება, თუ სხვა ნებისმიერ ადამიანი, რომელიც დღეს ბრალდებულია, ხვალ მსჯავრდადებული იქნება და მას დაუმტკიცდება, რომ ეს კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა და ამ დანაშაულის შედეგად მიაყენა მეორე ადამიანს შესაბამისი ზიანი, ვიდრე ამ ზიანს არ აანაზღაურებს ასე თავისუფლად უკაცრავად ამ სიტყვისთვის ვერ „იპარპაშებს“, ანუ თუ ვიღაცას, მათ შორის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ბაჩიაშვილს თუ სხვა ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დღეს ბრალდებულია და ხვალ შეიძლება დამნაშავე იყოს, აქვს მოლოდინი, რომ ამდენი და ამდენი ზიანი მივაყენე სხვა ადამიანს და წავალ მეორე და ჩემთვის ბედნიერად ვიცხოვრებ, ეს ასე არ არის. თქვენ რომ ვიღაცამ ზიანი მოგაყენოთ და თქვენი ეს ნაწვალები ქონება, რაც ხელფასით გაქვთ დაგროვებული, სახლი თუ რაღაც რაც შეიძინეთ კრედიტით მოგპაროთ, წაგართვათ, მიითვისოს, ვიდრე არ დაგიბრუნებთ და ამისი ამოღება შესაძლებელი იქნება დაკავშირებული პირისგან, თუ დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, დაუსაბუთებელი ქონება თუ ექნება ოჯახის წევრს და დაკავშირებულ პირს და იქნება მტკიცებულება იმისა, რომ ამით არის შეძენილი და ა.შ. გამარტივდება ამ ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის ინტერესების დასაკმაყოფილებლად მიქცევა“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. https://ghn.ge/news/331318-mamuka-mdinaradzis-gantskhadebit-finansuri-danashaulis-shemtkhvevashi-damnashavisgan-konebis-amogheba-gamartivdeba მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფინანსური დანაშაულის შემთხვევაში, დამნაშავისგან ქონების ამოღება გამარტივდება, პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1783206364.jpg 2025-06-11 331318 მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკებს გააცნობირებენ - მარია ზახაროვა რუსული მხარე იმედოვნებს, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს ესმით რუსეთის შეშფოთება სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს საქმიანობის შესახებ და აცნობიერებენ თანამშრომლობის გაღრმავების რისკებს ისეთ „აგრესიულ სამხედრო ბლოკთან“, როგორიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსია. ამის შესახებ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ნატო-ს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოებისთვის კარგს არაფერს მოაქვს. პირიქით, დასავლელების მთავარი მიზანი, როგორც ჩვენ კარგად გვესმის, რეგიონის დესტაბილიზაცია, ერთმანეთის წინააღმდეგ წაქეზება, დაძაბულობის ახალი წერტილების შექმნაა. „ვიმედოვნებთ, რომ როგორც ბაქო, ასევე ერევანი თანაბრად გაიგებენ ჩვენს სამართლიან შეშფოთებას ამ საკითხთან დაკავშირებით და სრულად შეაფასებენ აგრესიულ სამხედრო ბლოკებთან ურთიერთქმედების გაღრმავების რისკებს“, - აღნიშნა ზახაროვამ. https://ghn.ge/news/331317-moskovi-imedovnebs-rom-somkheti-da-azerbaijani-nato-stan-tanamshromlobis-riskebs-gaatsnobireben-maria-zakharova მოსკოვი იმედოვნებს, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ნატო-სთან თანამშრომლობის რისკებს გააცნობირებენ - მარია ზახაროვა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/617851886.png 2025-06-11 331317 რუსეთმა და აშშ-მა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან თავიანთ დედაქალაქებში გადაიტანონ - აშშ-ში რუსეთის ელჩი რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, კონსულტაციები მოსკოვსა და ვაშინგტონში გადაიტანონ. მოლაპარაკებები რუსეთის დედაქალაქში „უახლოეს მომავალში“ გაიმართება. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა ალექსანდრ დარჩიევმა განაცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ წინსვლა იყოს, თუმცა ის სრულიად შექცევადია და იზომება ისეთი ხელშესახები შედეგით, როგორიცაა მიმდინარე წლის 10 აპრილს სტამბოლში კონსულტაციების ბოლო რაუნდის დროს მიღებული წინასწარი გადაწყვეტილება მათი დედაქალაქებში გადატანის შესახებ“, - განაცხადა დარჩიევმა. მისი თქმით, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაჯანსაღებამდე ჯერ კიდევ შორია. „მე უკვე ვთქვი, რომ რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების გაჯანსაღებამდე ჯერ კიდევ შორია, თავად პროცესი რთულად მიმდინარეობს და მას ანელებენ არა მხოლოდ თეთრი სახლის ოპონენტები „დიფ სთეითის“ სახით, არამედ „ქორებიც“ კონგრესში, სადაც ჩამოყალიბდა სტაბილური ანტირუსული ლობი“, – უპასუხა დარჩიევმა. https://ghn.ge/news/331316-rusetma-da-ashsh-ma-miighes-tsinastsari-gadatsqvetileba-ormkhrivi-konsultatsiebi-stambolidan-taviant-dedakalakebshi-gadaitanon-ashsh-shi-rusetis-elchi რუსეთმა და აშშ-მა მიიღეს წინასწარი გადაწყვეტილება, ორმხრივი კონსულტაციები სტამბოლიდან თავიანთ დედაქალაქებში გადაიტანონ მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1316825311.png 2025-06-11 331316 ძალიან ცუდია, როცა რამდენიმე დღით ასწრებ "გრანტების" შესახებ კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას - მამუკა მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე ძალიან მალე ძალაში იქნება შესული შესაბამისი ნორმა და ქართველი იქნება თუ ბრიტანელი, საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედონ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გრანტზე საჭირო იქნება მთავრობის თანხმობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძეს კითხვა დაუსვეს საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე, სადაც ნათქვამია: „ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას“. „დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, დაახლოებით ამას ჰგავდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადება. წესი არსებობს, რომელსაც ქვეყანა ადგენს. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ. იცით, რომ ეს მიმდინარე პროცესია. წესით, რამდენიმე დღეში კანონი უნდა ამოქმედდეს, რომლის თანახმად, შეგიძლია, მთავრობას მიმართო და კეთილშობილური მიზნები თუ გაქვს, თანხმობას მიიღებ. ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდია, როცა რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან. ზუსტად როცა იცი, რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება, შემდეგ მთავრობას მიმართავ და შეგიძლია, თანხმობა მიიღო და დღეს ამბობ, რომ ეს საშინელება ხდება, ეს ძალიან ცუდია რამეა, რაც დიდი ბრიტანეთის საელჩოს შეუძლია, გააკეთოს. აქ სადიალოგო არაფერია. ძალიან მალე ძალაში იქნება შესული შესაბამისი ნორმა და ქართველი იქნება თუ ბრიტანელი, საქართველოს ტერიტორიაზე იმოქმედონ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვით, გრანტზე საჭირო იქნება მთავრობის თანხმობა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. https://ghn.ge/news/331315-dzalian-tsudia-rotsa-ramdenime-dghit-astsreb-grantebis-shesakheb-kanonis-mighebas-da-zians-aqeneb-sakhelmtsifos-akhortsieleb-garkveul-tavdaskhmas-mamuka-mdinaradze-britanetis-saelchos-gantskhadebaze ძალიან ცუდია, როცა რამდენიმე დღით ასწრებ "გრანტების" შესახებ კანონის მიღებას და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას - მამუკა მდინარაძე ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაზე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1177125512.jpg 2025-06-11 331315 სომხეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა სომხეთის გეღარქუნიკის რეგიონის ქალაქ ჩამბარაკში მომხდარი აფეთქების შემდეგ ნანგრევების ქვეშ სამი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია სამაშველო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, ოთხშაბათს, დაახლოებით დილის 8 საათზე, ჩამბარაკში, ტიგრან მეცის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ შენობაში გაზის აფეთქება მოხდა, რამაც შენობის ნგრევა გამოიწვია. მე-4, მე-3 და მე-2 სართულებზე მდებარე ბინები ჩამოინგრა. ასევე ნაწილობრივ ჩამოინგრა მეზობელ სადარბაზოში მდებარე რამდენიმე ბინები. ასევე ვრცელდება ინფორმაცია 11 დაშავებულის შესახებ. https://ghn.ge/news/331314-somkhetshi-ert-ert-satskhovrebel-korpusshi-bunebrivi-airis-afetkebis-shedegad-sami-adamiani-daighupa-11-dashavda სომხეთში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 11 დაშავდა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1361737789.png 2025-06-11 331314 უკრაინამ 1 212 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა უკრაინამ 1 212 სამხედროს ცხედარი დაიბრუნა, ამის შესახებ ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს. შტაბის ცნობით, დაბრუნებულ ცხედრებს შორის არიან რუსეთის კურსკის ოლქში დაღუპულები, ასევე უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში. მათივე ინფორმაციით, სამშობლოში დააბრუნეს იმ ჯარისკაცების ცხედრები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში და უკრაინის ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში იბრძოდნენ. ცხედრების დაბრუნება არის უკრაინის შესაბამისი უწყებების მუშაობისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელშეწყობის შედეგი. საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები, შსს-ს ექსპერტებთან ერთად, უმოკლეს ვადებში დაადგენენ დაღუპულთა ვინაობას. მანამდე რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ 1 212 უკრაინელი სამხედროს ცხედარი ბელარუსი-უკრაინის საზღვრის შეთანხმებულ რაიონში 7 ივნისს გადაიყვანა და უკრაინული მხარისგან მათ მიღებას ელოდებოდა. https://ghn.ge/news/331313-ukrainam-1-212-jariskatsis-tskhedari-daibruna უკრაინამ 1 212 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/183472800.png 2025-06-11 331313 აქტივისტმა, ლიკა ლორთქიფანიძემ იზოლატორი დატოვა "ქართული ოცნების" დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე დაკავებულმა აქტივისტმა, ლიკა ლორთქიფანიძე 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ იზოლატორი დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით თეთრაულმა სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს 12 დღიანი პატიმრობა 30 მაისს შეუფარდა.   მარიამ ლაშხი 17 მაისს მომხდარი ინციდენტის გამო ჯამში სამ ახალგაზრდა ქალს უჩიოდა. "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, არა რუსულ რეჟიმს, ძირს რუსეთის მონები, არა რუსეთის მონებს..." - სკანდირებდნენ ლაშხთან ერთ-ერთ კაფეში მისული სტუდენტები.  https://ghn.ge/news/331312-aktivistma-lika-lortkifanidzem-izolatori-datova აქტივისტმა, ლიკა ლორთქიფანიძემ იზოლატორი დატოვა სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/767535062.png 2025-06-11 331312 უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების უფლებების დარღვევას შეეხებოდა - პაატა სალია უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა პატიმრების უფლებების დარღვევას საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, რაც მათთვისაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი და ერთგვარი სიურპრიზიც კი იყო, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. იუსტიციის მინისტრმა უნგრულ-ქართული მთავრობათაშორისი სამიტის ფარგლებში პირველი ორმხრივი შეხვედრა უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართა. მინისტრის თქმით, კოლეგას ესაუბრა იმ წარმატებების შესახებ, რაც ქართულმა პენიტენციურმა სისტემამ განიცადა ბოლო წლებში, თუმცა გაუმჯობესებისათვის ჯერ კიდევ არის ბევრი ადგილი და, აქედან გამომდინარე, საქართველოსთვუს მნიშვნელოვანია უნგრული გამოცდილება ამ მიმართულებით. „ჩვენი შეხვედრა შეეხო თანამშრომლობას პენიტენციურ სისტემაში გამოცდილების ურთიერთგაცვლის თაობაზე. საუბარი ეხებოდა მათი გამოცდილების გაზიარებას. ასევე, მე მივიღე მიპატიჟება ბატონი მინისტრისაგან, რომ უკვე დეტალურად ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და წარმატებებზე, რაც დღეს არის უნგრეთში ამ მიმართულებით და, ასევე, მე ის მოვიწვიე საქართველოში, რათა გავაცნო ის მიღწევები, რაც ბოლო დროს გვაქვს“, – აღნიშნა პაატა სალიამ. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება. https://ghn.ge/news/331311-ungrel-kolegastan-shekhvedrisas-khazgasmit-aghvnishne-rom-2012-tslis-shemdgom-ar-qofila-arts-erti-shemtkhveva-romelits-sakartvelos-penitentsiur-sistemashi-patimrebis-uflebebis-darghvevas-sheekheboda-paata-salia უნგრელ კოლეგასთან შეხვედრისას ხაზგასმით აღვნიშნე, რომ 2012 წლის შემდგომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიც საქართველოს პენიტენციურ სისტემაში პატიმრების უფლებების დარღვევას შეეხებოდა - პაატა სალია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1080362186.jfif 2025-06-11 331311 ოპოზიციას უკვე მეათედ, საიუბილეოდ ექნება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიში - ირაკლი კირცხალია პრინციპები და კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ისეა, როგორც წყალი და ზეთი, ერთმანეთს განიზიდავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. „ვინ ვის აკრიტიკებს და უპირისპირდება, ეს ის უნიჭო სპექტაკლია, რომელიც წლებია, გრძელდება და განსაკუთრებით, ბოლო წელია. რაც ხდება, პატრონების მიერ აგენტურულ ბაზარზე დივერსიფიცირებაა. სამარცხვინოა, რომ ჰგონიათ, საზოგადოებას დააჯერებენ, რომელიმე თუ მწვანე ჰალსტუხს გაიკეთებს, მეორე ნარინჯისფერ პიჯაკს ჩაიცვამს და ლოგოს გადაბრენდავს, არ არის დედა პარტიის, „ნაცმოძრაობის“ შვილი. კი ბატონო, არჩევნები მოდის. უკვე მეათედ და საიუბილეოდ მაგალითი იქნება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიშის. იმედია, მათივე პატრონები მიხვდებიან, აგენტურას რა რესურსი აქვს საქართველოში. მამუკა ხაზარაძემ თქვა, ჩელჯიბიტის ვკითხოთ და მსოფლიო მაგალითები გამოიკითხოს, რა მოიტანა ბოიკოტმაო. ჰკითხონ, რა ბედი ეწია მსოფლიოში აგენტურულ ქსელს და იმ დანაყოფს, რომელსაც, სამწუხაროდ, მამუკა ხაზარაძე წარმოადგენს“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ. https://ghn.ge/news/331310-opozitsias-ukve-meated-saiubileod-ekneba-64-ve-munitsipalitetshi-gamanadgurebeli-angarishi-irakli-kirtskhalia ოპოზიციას უკვე მეათედ, საიუბილეოდ ექნება 64-ვე მუნიციპალიტეტში გამანადგურებელი ანგარიში - ირაკლი კირცხალია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/968313124.jpg 2025-06-11 331310 ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. 22 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება. მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ. „დეტალური ინფორმაცია გამოცდის თარიღის, გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე. გამოსაცდელები ბარათების ამობეჭდვას საკუთარი სარეგისტრაციო გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. 2025 წელს, ისევე როგორც წინა წლებში, საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სულ მალე დაიწყებს შესაბამისი ინვენტარით საგამოცდო ცენტრების აღჭურვას. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/331309-ertiani-erovnuli-gamotsdebi-3-ivliss-daitsqeba ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს დაიწყება  საზოგადოება https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/690366107.jpg 2025-06-11 331309 პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა. მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სექტორულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. პაატა სალიამ შანდორ პინტერს პენიტენციურ და პრობაციის სფეროში მიღწეული შედეგები, რეაბილიტაციის პროგრამები, ინფრასტრუქტურული პროექტები და სამინისტროს გრძელვადიანი ხედვა გააცნო. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ბუდაპეშტში იმყოფება, სადაც უნგრეთ-საქართველოს მეორე მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა იმართება. https://ghn.ge/news/331308-paata-salia-budapeshtshi-ungretis-shinagan-sakmeta-ministr-shandor-pinters-shekhvda პაატა სალია ბუდაპეშტში უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრ შანდორ პინტერს შეხვდა პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1739493291.jpg 2025-06-11 331308 კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:30-ზეა დაბარებული.  9 ივნისს, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სკანდალური განცხადება გააკეთა- მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, უტა ივანიშვილისადმი ბოდიშის ვიდეოს ჩაწერამდე, მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი გაიტაცეს და შვილების უსაფრთხოებით დაემუქრნენ. მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე რვა საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. მანამდე, კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო. https://ghn.ge/news/331307-kote-ioseliani-magistrat-mosamartlestan-gamokitkhvaze-daibares კოტე იოსელიანი მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვაზე დაიბარეს სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/159606775.jpg 2025-06-11 331307 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ ნდობა დღეს გამართულ სხდომაზე გამოუცხადა. მთავრობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს აფხაზეთის მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმა წარუდგინა. გიორგი ჯინჭარაძე წლების განმავლობაში საჯარო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა, მათ შორის იყო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ლევან მგალობლიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2025 წლის 2 ივნისს დატოვა. https://ghn.ge/news/331306-afkhazetis-avtonomiuri-respublikis-mtavrobis-tavmjdomared-giorgi-jincharadze-airchies აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1477271398.jpg 2025-06-11 331306 დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გუანტანამოში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ათასობით უცხოელის გადაყვანას გეგმავს - The Washington Post The Washington Post -ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ, მთავრობების ინფორმირების გარეშე, შესაძლოა, გუანტანამოს სამხედრო ბაზაზე აშშ-ში არალეგალურად მყოფი ათასობით უცხოელის გადაყვანოს პროცესი დაიწყოს. ამის შესახებ გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. „(გაგზავნისთვის) განხილული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. მათ შორის არიან ასობით მეგობარი ევროპული ქვეყნებიდან, კერძოდ, გაერთიანებული სამეფოდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ირლანდიიდან, ბელგიიდან, ნიდერლანდებიდან, ლიეტუვიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და უკრაინიდან, ასევე მსოფლიოს სხვა ნაწილებიდან, მათ შორის ბევრი ჰაიტიდან“, - თქვა წყარომ. ანონიმურობის პირობით საუბრისას ოფიციალურმა პირებმა გაზეთს განუცხადეს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უცხოელთა სამშობლო ქვეყნების მთავრობებს გუანტანამოში გადაყვანის შესახებ აცნობებს, განსაკუთრებით აშშ-ის ახლო მოკავშირეებს, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი. მზადება მოიცავს 9000 ადამიანის სამედიცინო შემოწმებას, რათა დადგინდეს, საკმარისად ჯანმრთელები არიან თუ არა გუანტანამოში გასაგზავნად. „სრულიად ნათელი არ არის, შეძლებენ თუ არა ეს დაწესებულებები 9000 ახალო დაკავებულის განთავსებას, რაც მიგრანტების რაოდენობის მნიშვნელოვან ზრდას წარმოადგენს იმ რამდენიმე ასეულ მიგრანტთან შედარებით, რომლებიც წელს ბაზაზე შევიდნენ და გავიდნენ“, - წერს გამოცემა. https://ghn.ge/news/331305-donald-trampis-administratsia-guantanamoshi-mdebare-ashsh-is-samkhedro-bazaze-kveqanashi-aralegalurad-mqofi-atasobit-utskhoelis-gadaqvanas-gegmavs-the-washington-post ლდ ტრამპის ადმინისტრაცია გუანტანამოში მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ქვეყანასი არალეგალურად მყოფი ათასობით უცხოელის გადაყვანას გეგმავს - The Washington Post მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/449356504.png 2025-06-11 331305 ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია კვლავ აცხადებს რომ საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია - გიგი წერეთელი „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, გიგი წერეთელის ინფორმაციით, ბრიუსელში გამართული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის შეხვედრაზე,  განიხილეს საქართველოში  ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები. „საქართველოს მეგობრებისთვის ნათელია, რომ ქვეყანა დემოკრატიის უკუსვლის უაღრესად  სახიფათო ტალღის წინაშეა, რაც გამოიხატება   ერთპარტიული ხელისუფლების მიერ პოლიტიკური ოპონენტების სისტემატურ დევნაში, განსხვავებული აზრის ჩახშობაში, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ აგრესიულ რეპრესიებში. პოლიტიკურმა ასამბლეამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, სადაც ასევე აღნიშნულია,რომ დრაკონული კანონების მიღება — როგორიცაა  „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონი — ასახავს ავტორიტარულ ტაქტიკას, რომელიც მიმართულია კრიტიკოსების დადუმებისა და დემოკრატიული თავისუფლებების შეზღუდვისკენ“. განაცხადა გიგი წერეთელმა მისი თქმით,  EPP მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები, არამარტო არღვევს ფუნდამენტურ უფლებებს, არამედ  უდიდეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს . ქართველი ხალხის დემოკრატიისკენ სწრაფვა არ უნდა შეიწიროს ავტორიტარული ქმედებების  გამო. ევროპის სახალხო პარტია მოითხოვს დაუყოვნებლივ დასრულდეს  რეპრესიები, გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული აქტივისტები და ოპოზიციის ლიდერები, განახლდეს  საქართველოს დემოკრატიული და ევროპული გზის მხარდაჭერა, ხოლო   თავისუფალი და სამართლიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით  ქართველი ხალხი  შეძლებს პასუხიმგებლიანი ხელისუფლების არჩევას და  დემოკრატიული კურსის აღდგენას. ევროპის ყველაზე დიდი და გავლენიანი პოლიტიკური პარტია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მტკიცედ  დაუჭიროს მხარი ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის, სამართლიანობისთვის და ევროპული მომავლისთვის. https://ghn.ge/news/331304-evropis-qvelaze-didi-politikuri-partia-kvlav-atskhadebs-rom-sakartveloshi-krizisis-mogvarebis-gza-represiebis-dasruleba-da-akhali-saparlamento-archevnebia-gigi-tsereteli ევროპის ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია კვლავ აცხადებს რომ საქართველოში კრიზისის მოგვარების გზა, რეპრესიების დასრულება და ახალი საპარლამენტო არჩევნებია - გიგი წერეთელი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/381957022.jpeg 2025-06-11 331304 სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი უკრაინაში გაემგზავრა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, 11 ივნისს, ერთდღიანი ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია სერბეთის პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდობით ავრცელებს. ეს ვუჩიჩის პირველი ვიზიტია უკრაინაში, სადაც ის უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. სერბული მედიის ცნობით, სამიტი ოდესაში გაიმართება. ვუჩიჩის აღნიშნული ვიზიტი, არ გახმაურებულა და სერბეთის საზოგადოებამ ამის შესახებ მხოლოდ პრეზიდენტის წასვლის შემდეგ შეიტყო. https://ghn.ge/news/331303-serbetis-prezidenti-aleksandr-vuchichi-ukrainashi-gaemgzavra სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი უკრაინაში გაემგზავრა მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/766354870.jpg 2025-06-11 331303 მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან, ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას? - სალომე ზურაბიშვილი მილანში საკონსულო, რომლის "გახსნის" ცერემონია გუშინ შედგა, 2023 წლიდან ფუნქციონირებს, ინფორმაციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ავრცელებს და ირაკლი კობახიძეს ხალხის ფულის ფლანგვაში ადანაშაულებს.  "ასეთი რამ დიპლომატიას არ ახსოვს !!! მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სექტემბრიდან! ვადაგასული “გახსნის” ცერემონია თან ნახევარი ე.წ. მთავრობის მონაწილეობით და ზარზეიმით, მგალობელთა გუნდის ჩაყვანით ესე იგი სერიოზული ხარჯებით, რითი უნდა აიხსნას?  ერთი იმით რომ აჩვენონ ხალხს, რომ მათზე სანქციები არ @@მუშაობს და სადაც უნდათ ჩადიან და შოპინგობენ. მეორე, რომ არ ადარდებთ  დიპლომატიური იზოლაცია ( მაგრამ ნებისმიერი სურათი თუ ხელისჩამორთმევა მათთვის უკვე სანატრელი და ფასდაუდებელი გახდა და აფრიალებენ ამ სურათებს, ამიტომ).  ყველაფერი მოკლედ იმისთვის იმართება, რომ პოტიომკინის სოფელი არ იყოს, დაარწმუნონ მოსახლეობა რომ ყველაცერი კარგად და ძველებურად გრძელდება! რომ სახელმწიფოს წარმოადგენენ და სახელმწიფოსავით მოქმედებენ! მილანში მთელ პოლიტბიუროს გამგზავრებას ეს რომ შეეძლოს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.  https://ghn.ge/news/331302-milanshi-sakonsulo-operirebs-2023-tslis-24-noembridan-vadagasuli-gakhsnis-tseremonia-tan-nakhevari-ets-mtavrobis-monatsileobit-da-zarzeimit-seriozuli-kharjebit-riti-unda-aikhsnas-salome-zurabishvili მილანში საკონსულო ოპერირებს 2023 წლის 24 ნოემბრიდან და კონსული ნატალია კორძაია დანიშნულია 2023 წლის სა აიხსნას?  პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1814629898.png 2025-06-11 331302 გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები - ბრიტანეთის საელჩო საქართველოში ბრიტანეთის საელჩო აცხადებს, რომ არსებული გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები. როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“. „გაერთიანებული სამეფო კეთილსინდისიერად ცდილობდა, მოეპოვებინა გრანტის დამტკიცების შესახებ თანხმობა რიგ პროექტებზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამომრჩეველთა განათლებისა და მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს აქტივობები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ღირებულ საქმიანობად მიიჩნია, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ გვაცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ არ არის დასრულებული. შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები. სამწუხაროდ, ამ გაურკვევლობის გამო, გვიწევს, გავაუქმოთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებები, რომლებიც მიზნად ისახავდა დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას. ვწუხვართ, რომ საქართველოში ბოლო მუნიციპალური არჩევნებისგან განსხვავებით, მთავრობას ჯერ არ მოუწვევია ეუთო/ოდირის-ის სადამკვირვებლო მისია და ასევე, არ ხდება მოქალაქეთა მხრიდან არჩევნების მონიტორინგისთვის აუცილებელი საქმიანობის ხელშეწყობა. პროფესიონალურად მომზადებული დამკვირვებლების არარსებობა, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მუშაობენ, შესაძლოა, ჩაითვალოს უკუსვლად, რაც შეამცირებს საზოგადოების ნდობას საქართველოში დემოკრატიული პროცესის გამჭვირვალობის მიმართ. დიდი ბრიტანეთი კვლავ გამოხატავს მზადყოფნას დიალოგისთვის იმის თაობაზე, როგორ შეუძლია, მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას და წუხს ამ დაკარგული შესაძლებლობის გამო, რომელიც მიზნად ისახავდა ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნების ობიექტური, პროფესიონალური და გამჭვირვალე მონიტორინგის ხელშეწყობას“, – ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაში. https://ghn.ge/news/331300-gaurkvevlobis-gamo-gvitsevs-gavaukmot-sakartveloshi-adgilobriv-archevnebtan-dakavshirebuli-sagranto-tsinadadebebi-britanetis-saelcho გაურკვევლობის გამო გვიწევს, გავაუქმოთ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებული საგრანტო წინადადებები - ბრიტანეთის საელჩო პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1960060790.jpg 2025-06-11 331300 შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ. უწყების ცნობით, მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი. „ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდგომ მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში. https://ghn.ge/news/331301-shinagan-sakmeta-saministrom-tbilisis-sakalako-sasamartloshi-momkhdar-fakttan-dakavshirebit-gamodzieba-daitsqo შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სამართალი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2042802864.png 2025-06-11 331301 თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს - ირაკლი ფავლენიშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს, თუ არ მოხდა სისტემური დემონტაჟი, ჩვენი მოთხოვნების შესრულება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, როცა პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება, თავისუფალი მედია არ არსებობს, ნებისმიერ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა ნიშნავს სისტემურ ოპოზიციად გადაქცევას. „ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის ყოველთვის გვაქვს საქმიანი კომუნიკაცია „ლელოსთან“. ვიმედოვნებ, „ლელო“ დაიდება არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საქართველოსთვის. მათ თუ უნდათ, რომ „ლელო“ საქართველოსთვის დადონ, ამ შემთხვევაში, არ მიიღებენ იმ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას, რომელსაც ივანიშვილი ატარებს. ასე რომ, მათზეა ახლა გადაწყვეტილება. ვიმედოვნებთ, მოიქცევიან ისე, როგორც ქართველი ხალხისა და საქართველოსთვის იქნება სასარგებლო“, – განაცხადა ფავლენიშვილმა. https://ghn.ge/news/331299-tvitmmartvelobis-archevnebze-mkafio-pozitsia-gvakvs-ar-arsebobs-fakti-ramats-sheidzleba-chveni-pozitsia-shetsvalos-irakli-favlenishvili თვითმმართველობის არჩევნებზე მკაფიო პოზიცია გვაქვს, არ არსებობს ფაქტი, რამაც შეიძლება, ჩვენი პოზიცია შეცვალოს - ირაკლი ფავლენიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2020306303.jpeg 2025-06-11 331299 თემურ ქათამაძე, რომელიც საქართველოს პატრიოტიზმის სიმბოლოა, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან მაშინ, როდესაც ათი ათასობით ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აჩუქა მოქალაქეობა - ირაკლი ფავლენიშვილი “თემურ ქათამაძე, რომელიც არის სიმბოლო საქართველოს პატრიოტიზმის და რომელიც 9 აპრილის შემდგომ საკუთარი ფეხით ჩამოვიდა საქართველოში ოკუპანტებთან საბრძოლველად, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან მაშინ, როდესაც ათი ათასობით ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აჩუქა მოქალაქეობა,” - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ეს ძალიან ნიშანდობლივია, მაშინ, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ათი ათასობით ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აჩუქა მოქალაქეობა. “მინდა გამოვეხმაურო თემურ ქათამაძის გაძევების საკითხს, რომელიც დღეს დილით გახდა ჩვენთვის ცნობილი. ბათუმელი, რომელიც არის ჩვენთვის სიმბოლო საქართველოს პატრიოტიზმის ბოლო წლების მანძილზე, რადგან ეს ადამიანი გახლავთ ძალიან მნიშვნელოვანი თემის წარმომადგენელი, იმ თემის, რომლებსაც უწევდათ საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრება და რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ იმისთვის, რომ სრულფასოვან მოქალაქეებად ქცეულიყვნენ, თუმცა ივანიშვილის რეჟიმი ხელს უშლიდა და ახლა უკვე გააძევა ქვეყნიდან საქართველოს პატრიოტი მოქალაქე. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი უკანონო მიგრანტი ცხოვრობს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლებიც მათ შორის ავიწროებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და არის კონკრეტული ფაქტები, თუნდაც როგორ მიიტაცეს უძრავი ქონების ბიზნესი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებმა და როდესაც  სრულიად გაუგებრად ათი ათასობით მოქალაქეობაა გაცემული, ამ დროს სულით და გულით ქართველი, რომელიც 9 აპრილის შემდგომ ჩამოვიდა საქართველოში რუს ოკუპანტებთან საბრძოლველად, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან, თუმცა სხვა უსამართლობებთან ერთად, ისე ეს უსამართლობაც გამოსწორდება რუსული რეჟიმის დემონტაჟის შემდეგ.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა. https://ghn.ge/news/331298-temur-katamadze-romelits-sakartvelos-patriotizmis-simboloa-ivanishvilma-gaadzeva-kveqnidan-mashin-rodesats-ati-atasobit-okupanti-kveqnis-tsarmomadgenels-achuka-mokalakeoba-irakli-favlenishvili თემურ ქათამაძე, რომელიც საქართველოს პატრიოტიზმის სიმბოლოა, ივანიშვილმა გააძევა ქვეყნიდან მაშინ, როდესაც ათი ათასობით ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელს აჩუქა მოქალაქეობა - ირაკლი ფავლენიშვილი პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/2070135964.jpeg 2025-06-11 331298 გარე უფროსები თუ ვერ დარწმუნდებიან, რომ ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, „ნაცმოძრაობასაც“ დაავალებენ მონაწილეობას, რათა „მიშისტების“ ხმები არ დაიკარგოს - ლევან მაჭავარიანი პრინციპების ღალატია, როცა „ლელო“ თვეების განმავლობაში ამომრჩეველს არწმუნებდა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა, თუმცა ახლა უცებ უთხრეს, მონაწილეობას მივიღებთო, ვინ აძალებდა, რატომ ამბობდნენ?, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა. „ნაცმოძრაობიდან“ ორი რადიკალური პარტია არის დარჩენილი, რომელიც დღემდე ამბობს, რომ არჩევნებში არ მიიღებს მონაწილეობას. ეს ორი რადიკალური პარტია გრძნობს, რომ გარე უფროსები უფრო მეტ ფსონს „ლელოსა“ და გახარიაზე დებენ, რადგან „ნაცმოძრაობის“ ბრენდი იმდენად სამარცხვინოა, რომ მათზე ფსონის დადება შეუძლებელია. ამომრჩეველი რჩება, ვინც ვერ ხვდება, რომ „ლელო“ და გახარია დავალებებს იგივე გარე უფროსებისგან იღებენ, მაგრამ ჯერ ისევ გაურკვეველი ვითარებაა, რადგან დრო დარჩენილია. თუ გარე უფროსები ვერ დარწმუნდებიან იმაში, რომ „ნაცმოძრაობის“ არმონაწილეობით ეს ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, მათაც დაავალებენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, რათა „მიშისტების“, სექტანტების ხმები არ დაიკარგოს“, – განაცხადა მაჭავარიანმა. https://ghn.ge/news/331297-gare-ufrosebi-tu-ver-dartsmundebian-rom-khmebi-ar-gadanatsildeba-lelosa-da-gakhariaze-natsmodzraobasats-daavaleben-monatsileobas-rata-mishistebis-khmebi-ar-daikargos-levan-machavariani გარე უფროსები თუ ვერ დარწმუნდებიან, რომ ხმები არ გადანაწილდება „ლელოსა“ და გახარიაზე, „ნაცმოძრაობასაც“ დაავალებენ მონაწილეობას, რათა „მიშისტების“ ხმები არ დაიკარგოს - ლევან მაჭავარიანი კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1099037157.jpeg 2025-06-11 331297 ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა - სალომე ზურაბიშვილი თემურ ქათამაძის გაძევებაზე ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა, - ასე ეხმიანება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის ქვეყნიდან გაძევებას. ქვეყანა, რომელიც სხვა სახელმწიფოში საკუთარ მოქალაქეს იტაცებს ყოველივე სამართლებრივი პროცედურების (ექსტრადიის) უგულვებელყოფით , რომელიც ღამით მალულად და მისი  დამცვლელების გაუფრთხილებლად აძევებს თემურ ქათამაძეს …ეს ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა და სხვა კატეგორიაში გადავიდა. რა დავარქვათ მას ეს საკითხი კი ღიაა!"- წერს სალომე ზურაბიშვილი.  https://ghn.ge/news/331296-kveqana-konstitutsiisa-da-sakhelmtsifoebriv-charchoebs-saertod-chamoshorda-salome-zurabishvili-temur-katamadzis-gadzevebaze "ქვეყანა კონსტიტუციისა და სახელმწიფოებრივ ჩარჩოებს საერთოდ ჩამოშორდა" - ზურაბიშვილი თემურ ქათამაძის გაძევებაზე კომენტარი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/241616307.jpg 2025-06-11 331296 თემურ ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, გაძევება იძულების წესით მოხდა - ალექსანდრე დარახველიძე გაფარ ილმაზმა [თემურ ქათამაძემ] არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, გაფარ ილმაზის ქვეყნიდან გაძევების ფაქტთან დაკავშირებით. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, გაცნობებთ, რომ აღნიშნული პირის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია. ასევე, დაცვის მხარემ, დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. გაფარ ილმაზმა არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, შესაბამისად, მისი გაძევება იძულების წესით მოხდა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად“,-განაცხადა დარახველიძემ. https://ghn.ge/news/331295-temur-katamadzem-ar-isargebla-kveqnis-nebaqoflobit-datovebis-shesadzleblobit-gadzeveba-idzulebis-tsesit-mokhda-aleksandre-darakhvelidze თემურ ქათამაძემ არ ისარგებლა ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების შესაძლებლობით, გაძევება იძულების წესით მოხდა - ალექსანდრე დარახველიძე პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/239566515.jpg 2025-06-11 331295 დონალდ ტრამპთან საქართველო ვახსენე, მას ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურე - მერაბ დვალიშვილი UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი, რომელმაც UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა, საქართველოშია. მას თბილისში ოჯახის წევრები, გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. როგორც დვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გაჩერებას არ აპირებს და გამარჯვებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძოლებს. „ბედნიერი ვარ, რომ ქამარი დავიცავი. სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. დონალდ ტრამპთან საქართველო ვახსენე. მას ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურე. მითხრა, რომ კარგი ბრძოლა იყო და ჩემი ბრძოლა მოეწონა“, – განაცხადა დვალიშვილმა. მისი თქმით, საქართველოში ერთი კვირით დარჩება. „ისევ ყველა ბრძოლაზე ვარ ორიენტირებული. რაც შეეხება საქართველოში გეგმებს, ახლა ერთი კვირით ვარ ჩამოსული, ჩამოვიყვანე სტუმრები. რაც შეიძლება მეტი ფოტო და ვიდეოს გადაღება მინდა, რათა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს ჩვენი სტუმართმოყვარეობა, ჩვენი ღირსშესანიშნაობები, ჩვენი სილამაზე, სუფრა, ტრადიციები, ჩვენი ქვეყნის სილამაზე“,-განაცხადა დვალიშვილმა. ცნობისთვის, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ომალი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. https://ghn.ge/news/331294-donald-tramptan-sakartvelo-vakhsene-mas-chemi-da-chemi-kveqnis-pativistsema-kidev-ertkhel-davudasture-merab-dvalishvili დონალდ ტრამპთან საქართველო ვახსენე. მას ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურე. სპორტი https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1037571583.png 2025-06-11 331294 ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციებს გარკვეული ძალები აფინანსებენ, ჩვენ მას გავათავისუფლებთ, არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს - დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ლოს ანჯელესში გამართულ საპროტესტო აქციებს გარკვეული ძალები აფინანსებენ. „ის, რასაც კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ჩვენი ეროვნული სუვერენიტეტის წინააღმდეგ, უცხო ქვეყნის დროშების მქონე მეამბოხეების მიერ, რათა გააგრძელონ ჩვენი ქვეყნაში უცხოური შემოჭრა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ.  ეს ბიჭები პროფესიონალები არიან და არა მოყვარულები. ვიღაც აფინანსებს ამას. „პემ ბონდისა და იუსტიციის დეპარტამენტის მეშვეობით გავარკვევთ, ვინ არის ეს. ვინ აფინანსებს ამ აღჭურვილობას? ძალიან პროფესიონალურად. ჩვენ ლოს ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ თავისუფალსა და უსაფრთხოს“, - განაცხადა ტრამპმა. - განაცხადა მან ჩრდილოეთ კაროლინაში, ფორტ ბრეგში, ჯარისკაცებისა და ვეტერანების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. ტრამპის თქმით, მისი ჩარევის გარეშე, ლოს-ანჯელესი უკვე მიწასთან იქნებოდა გასწორებული. „ეს ანარქია ვერ გაძლებს. ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს“, - აღნიშნა ტრამპმა. https://ghn.ge/news/331293-los-anjelesshi-saprotesto-aktsiebs-garkveuli-dzalebi-afinanseben-chven-mas-gavatavisuflebt-ar-davushvebt-rom-amerikul-kalakshi-utskhoeli-mteri-shemoichras-da-daipqros-donald-trampi ლოს ანჯელესში საპროტესტო აქციებს გარკვეული ძალები აფინანსებენ, ჩვენ მას გავათავისუფლებთ, არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს - დონალდ ტრამპი მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/571783765.png 2025-06-11 331293 ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში - პაატა სალია უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ქართულ-უნგრული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი საკითხები, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც პაატა სალიამ აღნიშნა, სამიტი საქართველოსა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იმართება.  „სამიტის ფარგლებში იქნება, როგორც ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ასევე იქნება ცალკეული შეხვედრები დარგობრივი მინისტრებთან. მე უშუალოდ გავმართავ შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრთან და ასევე იუსტიციის მინისტრთან. საქართველოსა და უნგრეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, უკვე განისაზღვრა სამოქმედო გეგმა, რომლითაც ჩამოყალიბებულია 2024-2025 წლების ღონისძიებები, რაც უნდა გატარდეს ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების მიერ. ეს გულისხმობს თანამშრომლობას ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში, ასევე ეს ეხება საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარებას, რაც გულისხმობს ქართული კანონმდებლობის და საქართველოს სამართლებრივი სისტემის დაახლოებას ევროკავშირის სამართლებრივ სისტემასთან. ჩვენი თანამშრომლობა ასევე მოიცავს მაღალი დონის ვიზიტების დაგეგმვას და ურთიერთგაცვლის პროგრამების განსაზღვრას“, - განაცხადა პაატა სალიამ. https://ghn.ge/news/331292-budapeshtshi-mtavrobatashorisi-samitis-morig-skhdomaze-ganikhileba-ori-kveqnis-iustitsiis-saministroebis-tanamshromloba-tsifruli-mmartvelobis-dijitalizatsiis-sferoshi-paata-salia ბუდაპეშტში მთავრობათაშორისი სამიტის მორიგ სხდომაზე განიხილება ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროების თანამშრომლობა ციფრული მმართველობის, დიჯიტალიზაციის სფეროში - პაატა სალია პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/4734406.jpg 2025-06-11 331292 მერაბ დვალიშვილი საქართველოშია UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. აეროპორტში მას გულშემატკივრები და ჟურნალისტები დახვდნენ.  "სახლში დაბრუნება ყოველთვის მიხარია. ბედნიერი ვარ. ყველაფერი წინ არის, გაჩერებას არ ვაპირებ. [ტრამპს] რამდენიმე სიტყვა ვუთხარი, ვახსენე საქართველო დაუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მოეწონა ჩემი ბრძოლა…", - თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას. მერაბ დვალიშვილი საქართველოში მწვრთნელ ჯონ ვუდთან ერთად ჩამოვიდა. მისი თქმით, სამშობლოში ერთი კვირის განმავლობაში დარჩება, რის შემდეგაც ბაქოში გაემგზავრება, სადაც UFC-ის ღონისძიებას დაესწრება. შეგასენებთ, 8 ივნისს მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და UFC-ის საჩემპიონო ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა https://ghn.ge/news/331291-merab-dvalishvili-sakartveloshia UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. პოლიტიკა https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/1659336056.png 2025-06-11 331291 სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო ტყის ტერიტორიიდან, ამოღებულია 81 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ უკანონოდ მოპოვებული დიდი ოდენობით ხე-ტყე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ბორჯომის, ბაკურიანისა და ახალციხის სატყეო უბნების „საქმიან ეზოებშია“ გადატანილი. "გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ხე-ტყით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 24-საათიან, უწყვეტ კონტროლს ახორციელებენ. ეფექტიანი გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისთვის, მნიშვნელოვანია დეპარტამენტის გაძლიერების პროცესი, რომელიც ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს. პარალელურად, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, კიდევ უფრო გამკაცრდა უკანონო ტყითსარგებლობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა. ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ გადადგმულ ყველა ამ ნაბიჯს, აუცილებლად ექნება დადებითი შედეგი", - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლევან ჯღარკავამ. https://ghn.ge/news/331290-samtskhe-javakhetshi-khe-tqis-ukanono-mopovebis-faktebi-gamoavlines სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს საქართველოს რეგიონები https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/805514336.jpg 2025-06-11 331290 მაკრონი საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ გეგმავს ქვეყანაში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელის გამოყენება აკრძალავს, თუ ასეთ ზომას ევროკავშირი არ მიიღებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია France 2-ის ეთერში, ქალაქ ნოჟან სურ მარში განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა, სადაც მოსწავლე სკოლის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. მისი თქმით, ევროკავშირმა მსგავსი გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში უნდა მიიღოს. "წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამას გავაკეთებთ საფრანგეთში. ჩვენ ვერ დაველოდებით", - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა. 10 ივნისს, დილით, ქალაქ ნოჟან-სურ-მარში, 14 წლის მოსწავლე სკოლის თანამშრომელს დანით დაესხა თავს. შემთხვევა სკოლის შესასვლელთან ჩანთის შემოწმების დროს მოხდა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ქალი რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. მოზარდი დაკავებულია. თავდასხმის მოტივები უცნობია.   https://ghn.ge/news/331289-makroni-safrangetshi-15-tslamde-bavshvebistvis-sotsialuri-kselebis-gamoqenebis-akrdzalvas-gegmavs მაკრონი საფრანგეთში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს მსოფლიო https://ghn.ge/img/uploads/files/news/2025-06/167515797.png 2025-06-11 331289